Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობნად, რამეთუ შენ გიხილე მართლად წინაშე ჩემსა ნათესავსა ამას შინა.

2 ხოლო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა შეიყუანე შენ თანა შვიდ-შვიდი მამალი და დედალი ხოლო საცხოვართაგან არაწმიდათა ორ-ორი მამალი და დედალი.

3 და მფრინველთაგან ცისათა წმიდათაგან შვიდ-შვიდი მამალი და დედალი და მფრინველთაგან არაწმიდათ ორ-ორი მამალი და დედალი დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა.

4 რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა.

5 და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან.

6 ხოლო ნოე იყო ექუსასთა წელთა. და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.

7 და შევიდა ნოე და ძენი მისნი მის თანა და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი კიდობნად წყლისათჳს რღუნისა.

8 და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა არაწმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა არაწმიდათა და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისზედათა.

9 ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს ნოეს თანა კიდობნად - მამალი და დედალი - ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.

10 და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.

11 მეექუსასესა წელსა ცხორებასა ნოესსა, მეორესა თთუესა, ოცდამეშჳდესა თთჳსასა, ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს.

12 და იქმნა წჳმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე.

13 ამას დღესა შევიდა ნოე, სემ, ქამ და იაფეთ, ძენი ნოესნი, და ცოლი ნოესი, და სამნი ცოლნი ძეთა მისთანი მის თანა კიდობნად.

14 და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი ნათესაობით, და ყოველნი ქუეწარმავალნი ნათესაობით, და ყოველნი საცხოვარნი ნათესაობით, და ყოველნი მფრინველნი ნათესაობით მისით, ყოველი მფრინვალე, ყოველი ფრთოსანი.

15 და შევიდა კიდობნად ნოეს თანა ორ-ორი ყოვლისაგან ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისაჲ.

16 და შემავალი მამალი და დედალი ყოვლისაგან ჴორცისა შევიდა, ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს.

17 და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი, და იქმნა რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდა წყალი და აღიღო კიდობანი და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა.

დაბადება 7:17 - The Flood
The Flood
18 და დაიპყრო წყალმან და განმრავლდებოდა ფრიად ქუეყანასა ზედა. და ზე მოაქუნდა კიდობანი ზედა კერძო წყლისა.

19 ხოლო წყალი განძლიერდა ფრიად-ფრიად ქუეყანასა ზედა და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა.

20 ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი.

21 და მოკუდა ყოველი ჴორცი მოკუდავი ქუეყანასა ზედა და ყოველი კაცი.

22 და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა.

23 და აღჴოცა ყოველი აღმდგომი,რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი,რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა.

24 და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე.

<< ← Prev Top Next → >>