ბიბლია, დაბადება, თავი 11. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10011&pid=3&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა.

2 და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავლით გამო პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკჳდრნენ მუნ.

3 და ჰრქუა კაცმან მოყუასსა: მოვედით, გამოვზილნეთ ალიზნი და გამოვაცხუნეთ იგინი ცეცხლითა. და იყო მათდა ალიზი ქვაჲ და ასფალტოსი იყო მათდა თიჴაჲ.

4 და თქუეს: მოვედით, ვიშენოთ თავთა თჳსთათჳს ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე. და ვყოთ თავთა თჳსთად სახელი პირველ განთესვისა ჩუენისა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.

5 და გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა, რომელი აღაშენეს ძეთა კაცთასა.

6 და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად.

7 მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა.

8 და განთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი.

9 ამისთჳს ეწოდა სახელი მისი შერევნა, რამეთუ მუნ შეურივნა უფალმან ბაგენი ყოვლისა ქუეყანისანი და მუნით განთესნა იგინი უფალმან ღმერთმან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.

დაბადება 11:9 - The Tower of Babel
The Tower of Babel
10 და ესე შობანი სემისნი : სემ ძე ასის წლის იყო, ოდეს შვა არფაქსად მეორესა წელსა შემდგომად წყლით რღუნისა.

11 და ცხოვნდა სემ შემდგომად შობისა მის არფაქსადისა ხუთას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

12 და ცხოვნდა არფაქსად ასოცდაათხუთმეტ წელ და შვა სალა.

13 და ცხოვნდა არფაქსად შემდგომად შობისა მის სალასა, სამასოცდაათ წელ, და შუნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

14 და ცხოვნდა სალა ასოცდაათ წელ და შვა ებერ.

15 და ცხოვნდა სალა შემდგომდა შობისა მის ებერისსა სამასერგასის წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

16 და ცხოვნდა ებერ ასოცდაათოთხმეტ წელ, და შვა ფალეგ.

17 და ცხოვნდა ებერ შემდგომად შობისა მის ფალეგისსა ორასსამეოცდაათ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

18 და ცხოვნდა ფალეგ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა რაგავ.

19 და ცხოვნდა ფალეგ შემდგომად შობისა მის რაგავისა ორასდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

20 და ცხოვნდა რაგავ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა სერუქ.

21 და ცხოვნდა რაგავ შემდგომად შობისა მის სერუქისსა ორასდაშჳდ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

22 და ცხოვნდა სერუქ ასოცდათ წელ და შვა ნაქორ.

23 და ცხოვნდა სერუქ შემდგომად შობისა მის ნაქორისსა ორას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

24 და ცხოვნდა ნაქორ სამეოცდაათცხრამეტ წელ და შვა თარრა.

25 და ცხოვნდა ნაქორ შემდგომად შობისა მის თარრასა ასოცდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

26 და ცხოვნდა თარრა სამეოცდაათ წელ და შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან.

27 ხოლო ესე შობანი თარრაჲსნი. თარრა შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან: ხოლო არრან შვა ლოთ.

28 და მოკუდა არრან წინაშე თარრასა, მამისა თჳსისა, ქუეყანასა, რომელსა იშვა სოფელსა ქალდეველთასა.

29 და მიიყუანეს აბრაამ და ნაქორ თავისა თჳსისათჳს ცოლნი, სახელი ცოლისა აბრაამისისა - სარაჲ და სახელი ცოლისა ნაქოერრისისა მელქა, ასული აჰრონისი, მამისა მელქასი, და მამისა იესტანისი.

30 და იყო სარა ბერწ და არა შვილისმშობელ.

31 და მოიყვანნა თარრა აბრაამ და ნაქორ, ძენი თჳსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თჳსისა და გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ.

32 და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა.

<< ← Prev Top Next → >>