Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 და შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ, ჩუენებასა შინა ღამისასა, მეტყუელი: ნუ გეშინინ, აბრაამ, მე შეგეწიო შენ, სასყიდელი შენი იყოს ფრიად.

2 და თქუა აბრაამ: მეუფეო, რაჲ მომცენ? რამეთუ მე წარვწყმდები უშვილოდ, ხოლო ძე მასეკის, სახლისწულისა ჩემისა, ესე დამასკოჲს ელიეზერ.

3 და თქუა აბრაამ: ვინათგან მე არა მომეც თესლი, ხოლო სახლისწული ჩემი დამიმკჳდრებს მე.

4 და მეყსეულად იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ მეტყუელი: არა დაგიმკჳდრებს შენ, არამედ, რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ.

5 და განიყუანა იგი გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ თუალნი ცად მიმართ და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ ძალ-გიც აღრაცხვაჲ მათი. ესრეთ იყოს თესლი შენი.

დაბადება 15:5 - God shows Abraham Stars
God shows Abraham Stars
6 და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ.

7 ხოლო ღმერთმან თქუა მისსა მიმართ: მე, ღმერთი გამომყუანებელი შენი სოფლისაგან ქალდეველთასა, რათა მოგცე შენ ქუეყანა ესე სამკჳდრებელად.

8 და თქუა: მეუფეო უფალო, რაჲთა ვცნა, ვითარმედ დავიმკჳდრო იგი.

9 და ჰრქუა მას: მომგუარე მე დიაკეული სამისა წლისაჲ და ვაცი სამისა წლისაჲ და ვერძი სამისა წლისა და გურიტი და ტრედი.

10 ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა ღა დასხნა იგინი პირისპირ ურთიერთას, ხოლო მფრინველნი არა განყუნა.

11 და გარდამოვიდეს მფრინველი მძორთა მათ ზედა ორად განკუეთილებათა მათთა. და თანა-უჯდა მათ აბრაამ.

12 ხოლო დასლვასა მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრაამს და, აჰა, შიში ბნელი დიდი დაეკუეთა მას.

13 და თქუა აბრაამის მიმართ: ცნობით უწყოდე, ვითარმედ მსხემ იყოს თესლი შენი ქუეყანასა არა თჳსსა და დაიმონებდენ მათ. და განაშორებდენ მათ და დაამდაბლებდნენ მათ ოთხას წელ.

14 და ნათესავი, რომელსაცა ჰმონონ, ვსაჯო მე ხოლო შემდგომად ამათსა გამოვიდენ აქა განმზადებულებითა მრავლითა.

15 ხოლო შენ წარხჳდე მამათა შენთა თანა მშჳდობით, განზრდილი სიბერითა კეთილითა.

16 და მეოთხე ნათესავი მოიქცეს აქა, რამეთუ არ-ღა სრულ ქმნილ არიან ცოდვანი ამორეველთანი აქამომდე.

17 ხოლო ვინათგან დასლვად მიიწია მზე იქმნა ალი და აჰა საჴმილი და ლამპარნი ცეცხლისანი, რომელნი განვიდეს შორის ორ განკუეთილებათა მათ.

18 მას დღესა შინა აღუთქუა უფალმან აბრაამს აღთქუმაჲ მეტყუელმან: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე მდინარითგან ეგჳპტისათ, ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატად.

19 კინეველნი და კინეზელნი და კედმაზელნი.

20 და ქეტელნი და ფერეზელნი და რაფიმელნი.

21 და ამორეველნი და ქანანელნი და გერგესეველნი და იებოოსლელნი.

<< ← Prev Top Next → >>