Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო და დაეშენა შორის, კადესა და შორის სურსა და იმსხემა გერარს შორის.

2 და თქუა აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ.

3 მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა.

4 ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და ჰრქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?

5 არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე.

6 და ჰრქუა მას ღმერთმან: მეცა ვიცი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე და გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ, ამისთჳს არა გიტევე შენ შეხებად მისსა.

7 ხოლო შენ მიეც აწ ცოლი მისი, რამეთუ კაცი წინასწარმეტყუელი არს იგი და ილოცოს შენთჳს და სცხონდე. უკუეთუ არა მისცე, იცოდე, რამეთუ მოჰკუდები შვნ და ყოველი სახლი შენი.

8 აღიმსთო აბიმელიქ განთიად და მოუწოდა ყოველთა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა ყურთა მიმართ მათთა. და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად.

9 და მოუწოდა აბიმელიქ აბრაჰამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ ჩუენ, შე-მე-რა-გცოდეთა შენ, რამეთუ მოაწიე ჩემ ზედა და სამეფოსა ჩემსა ზედა ცოდვა დიდი, საქმე, რომელ არა ვინ ქმნის, მაქმნიე ჩუენ.

10 და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: რაჲსა გულსა მოგიჴდა და ჰყავ ესე?.

11 და ჰრქუა აბრაჰამ: რამეთუ ვთქუ, ნუუკუე არა იყოს ღმრთისმსახურებაჲ ადგილსა ამას და მე მომკლან ცოლისა ჩემისათჳს.

12 და რამეთუ დაჲცა ჩემი არს ჭეშმარიტად მამით, არა დედით და მეყო მე ცოლ.

13 და იყო, ოდეს გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ვარქუ მას: ესე სიმართლე ჰყო ჩემდა მომართ ყოველსავე ადგილსა, ვიდრეცა შევიდეთ მუნ, თქუ ჩემთჳს, ვითარმედ ძმაჲ ჩემი არს.

14 და მოიღო აბიმელიქ ათასი სასწორი ფასი და ცხოვარი და ზროხაჲ, მონები და მჴევლები და მისცა აბრაჰამს და მოსცა სარრა, ცოლი მისი.

15 და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: აჰა ესერა, ქუეყანა ესე წინაშე შენსა არს, სადაცა გთნავს, დაეშენე.

16 ხოლო სარრას ჰრქუა: აჰა ეგერა, მივეც ათასი სასწორ ძმასა შენსა. ესე გეყავნ შენ პატივ პირისა შენისა და ყოველთავე დედათა შენთანათა და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი.

17 და ილოცა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ და განკურნა ღმერთმან აბიმელიქ და ცოლი მისი და მჴევლები მისი და შობდეს.

18 რამეთუ დაჴშვით დაჴშა უფალმან გარეშე ყოველი საშოჲ სახლსა შინა აბიმელიქისასა სარრასთჳს, ცოლისა აბრაჰამისა.

<< ← Prev Top Next → >>