Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ და ჰრქუა მას: აბრაჰამ, აბრაჰამ. ხოლო მან თქუა: აჰა, მე.

2 და ჰრქუა მას: მოიყუანე ძე შენი ისაკი და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ ყოვლად დასაწველად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა მე გრქუა შენ.

3 აღდგა აბრაჰამ განთიად და აღსხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკ, ძე თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, და აღდგა და წარვიდა, და მოვიდა ადგილსა მას, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან მესამესა დღესა.

4 და აღიხილნა აბრაჰამ თუალნი თჳსნი და იხილა ადგილი იგი შორით.

5 და ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულისა თანა, და მე და ყრმაჲ ვსე წარვიდეთ ვიდრე იქიმდე და თაყუანისს-ვსცეთ და თქუენდავე მოვაქციოთ.

6 წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად.

7 ჰრქუა ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს, შჳლო? და ისაკ ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?

8 ხოლო აბრაჰამ ჰრქუა: ღმერთმან იგულოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შჳლო წარვიდეს ორნივე ზოგად.

9 და მიიწივნეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა მას ღმერთმან. და აღაშენა აბრაჰამ საკურთხეველი და დაასხა შეშაჲ. და შეკრა ისაკი, ძე თჳსი, და დადვა იგი საკურთხეველსა მას ზედა შეშასა თანა.

10 და განყო ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა.

11 ხოლო უწოდდა ანგელოზი უფლისა ზეცით და ჰრქუა: აბრაჰამ. აბრაჰამ. და მან თქუა: აჰა მე.

12 და ჰრქუა მას. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა მაგის ზედა, ნუ-ცა რას უყოფ მას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.

13 და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაჰამ და იხილა: და აჰა, ვერძი ერთი გამოკიდებულ იყო რქათაგან ნერგსა საბეკსა, რქათა მიერ. და მივიდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად უფლისა ისაკის წილ, ძისა თჳსისა.

დაბადება 22:13 - Abraham Sacrifices Isaac
Abraham Sacrifices Isaac
14 და უწოდა აბრაჰამ სახელი ადგილსა მას "უფალმან იხილა", რომელსა ჰრქჳან დღესა მთასა მას "უფალი გამოჩნდა".

15 და უწოდა ანგელოზი უფლისა აბრაჰამს მეორედ ზეცით და ჰრქუა.

16 თავსა ჩემსა ვფუცე, თქუა უფალმან, ვინათგან ჰყავ სიტყაჲ ესე. და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.

17 კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარ-ცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ. და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთა.

18 და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისა.

19 და მიიქცა აბრაჰამ მონათა თჳსთა თანა. და აღდგეს და წარვიდეს. ერთბამად ჯურღმულად ფიცისა და დაეშენა აბრაჰამ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.

20 და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ უთხრეს აბრაჰამ და ჰრქუეს: აჰა ესერა, უშვა მელქამანცა ძეებ ნაქორს, ძმასა შენსა.

21 ოქს პირმშოჲ და კავქს, ძმაჲ მისი, და კამოელ მამაჲ ასურთაჲ.

22 და ქაზათ და აზავ და ფალდას და ალაბ და ბათოელ.

23 და ბათოელს ესუა რებეკა. რვანი ესე ძენი, რომელნი უსხნა მელქა ნაქორს, ძმასა აბრაჰამისსა.

24 და ხარჭმან მისმან, რომელსა ერქუა რეჰმა, შვა მანცა, ბაეკ და ტაბეკ და ტოქოს და მუქან.

<< ← Prev Top Next → >>