Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ დაბანაკებული და შეემთხჳნეს მას ანგელოზნი ღმრთისანი.

2 ხოლო იაკობ თქუა, რაჟამს იხილნა იგინი: ბანაკი წმიდაჲ არს ესე და უწოდა ადგილსა მას "ბანაკებ".

3 წარავლინნა იაკობ მაუწყებელნი წინაშე ესავისა, ძმისა თჳსისა, ქუეყანად სეირად, სოფელსა ედომისასა.

4 ამცნო მათ და ჰრქუა: ესრე არქუთ უფალსა ჩემსა ესავს: ესრე იტყჳს მონა შენი იაკობ: ლაბანის თანა ვმწირობდ და ვყოვნე ვიდრე აქამომდე.

5 და მოვიგე ზროხაჲ და ვირები და ცხოვარი, მონები და მჴევლები. და მივავლინე უფლისა ჩემისა ესავისა თხრობად, რათა პოოს მონამან შენმან მადლი წინაშე შენსა.

6 და მოიქცეს და მოვიდეს მაუწყებელნი იგი იაკობისა და ჰრქუეს: მივედით ესავისა, ძმისა შენისა, და აჰა, იგიცა მოვალს შემთხუევად შენდა და ოთხასნი კაცნი მის თანა.

7 ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და უღონოებად. განყო ერი მისი მის თანა და ცხოვარი და ზროხა ღა აქლემი ორად ბანაკად.

8 და თქუა იაკობ: უკუეთუ მოვიდეს და ბანაკი ესე ერთი მოსრას, განერეს მეორე იგი ბანაკი საცხორებელად.

9 და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო ისაკისო, უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა, კეთილი გიყო შენ.

10 კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელი უყავ მონასა შენსა, რამეთუ ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას და, აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად.

11 განმარინე მე, ჴელთაგან მისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან, ნუუკუე მოვიდეს და მომკლას მე და დედანი შვილთა ზედა.

12 შენ სთქუ: კეთილად კეთილი გიყო შენ და ვყო ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელი არა აღირაცხების სიმრავლისაგან.

13 და დაიძინა მუნ ღამესა მას. და მოიღო რომელ-იგი მოაქუნდა ძღუენი, და მიუძღუანა ესავს, ძმასა თჳსსა.

14 თხანი ორასი, ვაცნი ოცნი, ცხოვარნი ორასი, ვერძნი ოცნი.

15 და აქლემი ჴდალი და კიცვები მათი ოცდაათი, ზროხაჲ ორმეოცი და კუროჲ ათი, ვირნი ოცნი და კარაულნი ათნი.

16 და მისცა იგი ჴელთა მონათა მისთასა სამწყსო თჳს-თჳს და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე ჩემსა და ხანი დაუტევეთ სამწყსოჲ და სამწყსოსა.

17 და ამცნო პირველსა მას და ჰრქუა: უკუეთუ შეგემთხჳოს შენ ესავ, ძმაჲ ჩემი, და გკითხოს შენ და გრქუას: ვისი ხარ, ანუ ვიდრე ხუალ და ვისი არს, რომელი-ესე ვალს წინაშე შენსა?

18 არქუ შენ: მონისა შენისა იაკობისი; ძღუენი რომელი მიუძღუანა უფალსა ესავს და აჰა, იგი შემდგომად ჩუენსა მოვალს.

19 ესრეთ ამცნო პირველსა და მეორესა და მესამესა და ყოველთავე, რომელნი ვიდოდეს წინაშე მისა, და ამის სიტყჳსაებრ ეტყოდეთ თქუენ ესავს, რაჟამს გპოვნეს მან.

20 და არქუთ: აჰა, მონა შენი იაკობ მოვალს შედგომად ჩუენსა. რამეთუ თქუა: მოვამშჳდო ძღუენითა ამით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა, და მისა. შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ იცის, შემიწყნაროს.

21 და შემიმთხჳოს მე. და წინა უძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისა. ხოლო მან დაიძინა ღამესა მას სავანესა მას.

22 და აღდგა მას ღამესა და მოიყვანნა ორნი იგი ცოლნი თჳსნი რა ორნი მჴევალნი და ათორმეტნი ძენი მისნი და წიაღმოჴდა წიაღმოსლვასა მას რაბოკისასა და წარმოიყუანნა იგინი.

23 და წიაღმოჴდა ნაღუარევსა მას და წიაღმოიკრიბა ყოველივე, რა-ცა იყო მისი.

24 და დადგა იგი მარტოჲ მუნ. და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადმდე.

25 და ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა დ, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა.

26 და თქუა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი, ხოლო მან ჰრქუა მას: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე.

27 და მან ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ.

28 და მან ჰრქუა: არღარა გერქუას შენ ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი. რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო.

29 ხოლო ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? და მან ჰრქუა: რაჲსათჳს იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. და აკურთხა იგი მუნ.

30 და უწოდა იაკობ ადგილსა მას "ხილვაჲ ღმრთისაჲ", რამეთუ "ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი".

დაბადება 32:30 - Jacob Wrestles With Angel
Jacob Wrestles With Angel
31 და აღმოუჴდა მას მზე. და ვითარცა წარვიდა ხილვაჲ იგი ღმრთისაჲ, კელობდა იგი ბარკლითა მით.

32 ამისთჳს არა ჭამონ ძეთა ისრაჱლისათა ძარღჳ, რომელი დაუბუშდა, რომელი არს ვრცელსა ბარკლისასა ვიდრე დღეინდელად დღედმდე, რომელსა შეახო ვრცელსა ბარკლისასა ძარღუსა იაკობისსა, რომელ დაუბუშა.

<< ← Prev Top Next → >>