ბიბლია, დაბადება, თავი 33. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10033&pid=3&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 აღიხილნა თუალნი თჳსნი იაკობ და იხილა, აჰა, ესავ, ძმაჲ მისი, მომავალი და ოთხასი კაცი მის თანა.

2 და განუყვნა ყრმანი იგი ლიას და რაქელს და ორთა მათ მჴევალთა. და დაადგინა ორნი იგი მჴევალნი პირველად, და ლია და ყრმანი მისნი შემდგომად, და რაქელ და იოსებ უკანაჲსკნელ.

3 და იაკობ წარუძღუა წინაშე მათსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა შვიდგზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თჳსისა.

4 და მირბიოდა ესავ შემთხუევად მისა და მოეხჳა და ამბორს-უყო და დასდვა პირი მისი ზედა ქედსა იაკობისასა; და ტიროდეს ორნივე.

დაბადება 33:4 - Esau Embraces Jacob
Esau Embraces Jacob
5 და მიხედა და იხილნა ცოლნი მისნი და ყრმანი და ჰრქუა: რაჲ გეყვიან ესენი? და მან ჰრქუა: ყრმანი ესე, რომელ მე შემიწყალა ღმერთმან, მონაჲ შენი.

6 და მოეახლნეს მჴევალნი იგი და ყრმანი მათნი და თაყუანის-სცეს.

7 და მოეახლა ლია და შვილი მისნი და თაყუანის-სცეს, და ამისა შემდგომად მოეახლნეს რაქელ და იოსებ და თაყუანის-სცეს.

8 მიუგო და ჰრქუა ესავ: შენი არსა ყოველნი ესე ბანაკები, რომელ შემემთხჳა? და მან მიუგო მას: რათა პოვოს მადლი მონამან შენმან წინაშე შენსა.

9 ჰრქუა მას ესავ: არს ჩემი ფრიად, ძმაო, გეყავნ შენ შენივე.

10 ხოლო იაკობ თქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მიიღე ძღუენი ჴელთაგან ჩემთა ამისთჳს, რამეთუ ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ იხილის პირი ღმრთისა, ჯერ-მიჩინე.

11 და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ, რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად. და აიძულა მას და მიიღო.

12 ჰრქუა მას ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ.

13 ჰრქუა მას მან: უფალმან ჩემმან იცის, რამეთუ ყრმანი ჩემნი ჩჩჳლ არიან და ზროხა და ცხოვარი ჩემნი შობენ ოდენ. უკუეთუ წარვიქცინე იგინი დღე ერთ, გინა თუ ორ დღე, მოსწყდეს ყოველნი საცხოვარნი ჩემნი.

14 წარვედინ უფალი ჩემი წინაშე მონისა თჳსისა და მე შეუძლო გზასა ზედა მოცალედ სლვით წინაშე ჩემსა და შემდგომად ყრმათა მისლვადმდე ჩემდა უფლისა ჩემისა სეირად.

15 ჰრქუა მას ესავ დაუტეო ერისა ამისგან შენ თანა, რომელი არს ჩემ თანა. ხოლო მან ჰრქუა: რაჲსათჳს? ესე კმა არს, რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, უფალო.

16 და მიაქცია ესავ მას დღესა შინა გზასა თჳსსა სეირად.

17 და იაკობ წარმოვიდა კარვობად და იქმნა მუნ სახლი და საცხოვარსა თჳსსა უქმნა საყოფელი. ამისთჳს უწოდა სახელი ადგილისა მის "კარვებ".

18 და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, ოდეს-იგი მოვიდოდა შუა მდინარით ასურეთისათ, და დაიბანაკა წინაშე პირისპირ ქალაქსა მას.

19 და მოიგო ნაწილი იგი ველისაჲ, სადა-იგი აღდგა კარავი თჳსი, ემორისგან, მამისა სჳქემისა, ასის ტარიგისა.

20 და აღმართა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელსა ღმრთისა ისრაჱლისასა.

<< ← Prev Top Next → >>