Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 და იყო, შემდგომად ორისა წლისა მათ დღეთასა ფარაო იხილა ჩუენებაჲ: ეგონა, ვითარმედ დგა იგი მდინარესა ზედა.

2 და, აჰა ესერა, ვითარცა მდინარისა მისგან გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი, შუენიერნი პირითა და მსუქანნი ჴორცითა, და ძოვდეს მდინარისა კიდესა.

3 და სხუანი შჳდნი ზროხანი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერ მდინარით, საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა და ძოვდეს ზროხათავე მათ თანა კეთილსახისათა მდინარისკიდესა მას.

4 და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, საძაგელთა, ხილვითა და მჭლეთა ჴორცითა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი ხილვითა და კეთილნი ჴორცითა. და არა ცხად იქმნა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათთა. განიღჳძა ფარაო.

5 და მეორე ჩუენებასა იხილვიდა: აჰა ესერა, შჳდნი თავნი ჴუვილისანი აღმოვიდოდეს ძირსა ერთსა ზედა, რჩეულნი და კეთილნი.

6 და მერმე კუალად შჳდნი თავნი აღმოსცენდეს მათვე თანა, წულილნი და ხორშაკეულნი.

7 და შეჭამნეს შჳდთა მათ წულილთა და ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი სავსენი და კეთილნი. და განიღჳძა ფარაო და, აჰა ესერა, იყო იგი ჩუენებაჲ.

8 და ვითარცა განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი მის თანა. და მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი მისი. და არა ვინ იყო მათგანი, რომელმან-ცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი.

9 და ეტყოდა ღჳნისმნე იგი ფარაოს და ჰრქუა: ცოდვაჲ ჩემი მოვიჴსენო დღეს.

10 ფარაო ჰრისხვიდა მონათა თჳსთა და შემსხნა ჩუენ საპყრობილესა, სახლსა მას მზარეულთმოძღურისა, მე და მეპურეთმოძღუარი.

11 და ვიხილეთ ჩუენებაჲ ღამესა ერთსა მე და მან. კაცად-კაცადმან ჩუენმან მსგავსად თჳსისაებრ ჩუენებისა ვიხილეთ.

12 და იყო მუნ ჩუენ თანა ჭაბუკი ებრაელი, მონაჲ მზარაულთა მოძღურისაჲ, და უთხართ მას ჩუენებაჲ იგი და განგჳმარტა ჩუენ.

13 და ვითარცა განგჳმარტა ჩუენ, ეგრეცა იყო: მე კუალად მოვედ ჩემსავე ამას პატივსა, ხოლო იგი დამოეკიდა ძელსა და მოკუდა.

14 მიავლინა ფარაო და მოუწოდა იოსებს და გამოიყუანა იგი საპყრობილისა მისგან. დაუკვეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს მას სამოსელი მისი და მოვიდა წინაშე ფარაოჲსა.

15 და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს, რომელმან-ცა განმიმარტა იგი, ხოლო მე მასმიეს შენთჳს ვითარმედ თქჳან, გესმის რაჲ ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი.

16 მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ, მეფე, მაცხოვარებასა შენსა.

17 ეტყოდა ფარაო იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა მეგონა, ვითარმედ ვდეგ კიდესა მდინარისასა.

18 და ვითარცა მიერ მდინარით გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი რჩეულნი ჴორცითა და შუენიერნი ხილვითა, და ძოვდეს კიდესა ზედა.

19 და მერმე კუალად სხუანი ზროხანი შჳდნი აღმოვიდოდეს, შემდგომად მათსა მიერ-ვე მდინარით, ხენეშნი და საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, რომელ, არა სადა მეხილვნეს ეგევითარნი საძაგელნი ყოველსა ეგჳპტესა უუშვერესი.

20 და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, მჭლეთა და საძაგელთა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი და რჩეულნი.

21 და შევიდეს მუცელთა მათთა და არა რაჲ აჩნდა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათ თანა. და პირნი მათნი საძაგელ იყვნეს, ვითარცა-იგი პირველ.

22 განვიღჳძე და კუალად დავიძინე. და ვიხილე მერმე ჩუენებასა: და ვითარცა შჳდნი თავნი ჴუვილისანი, აღმოვიდოდეს ადგილსა ერთსა, სავსენი და კეთილნი.

23 და მერმე კუალად სხუანი შჳდნი თავნი წულილნი და ხორშაკეულნი აღმოსცენდებოდეს მათ თანავე.

24 და შთანთქნეს შჳდთა მათ თავთა ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი, კეთილნი და სავსენი. უთხარ ესე გამომეტყუელთა და არა ვინ არს. რომელმან-ცა მითხრა მე.

25 ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენება ფარაოჲსი ორი-ვე ერთ არს: რაოდენი ღმერთსა ეგულების ყოფად, უჩუენა ფარაოს:

26 შჳდნი იგი ზროხანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან. ჩუენებაჲ ფარაოჲსა ორი-ვე ერთ არს.

27 შჳდნი იგი ზროხანი, რომელნი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მჭლენი, შჳდნი წელნი არიან; და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი წულილნი და ხორშაკეულნი - იყოს შჳდ წელ სიყმილი.

28 ხოლო სიტყუაჲ იგი რომელ ვარქუ ფარაოს, რაოდენი ღმერთსა ეგულების, უჩუენა ფარაოს.

29 აჰა ესერა, შჳდნი წელნი მოვლენან ნაყოფიერებისა დიდისანი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

30 და მოიწინენ შჳდნი წელნი სიყმილისანი შემდგომად მისა და დაივიწყონ ნაყოფიერებაჲ იგი მაძღრობისა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და აღჴოცოს სიყმილმან ქუეყანაჲ.

31 და არ-ღა-რა საცნაურ იყოს ნაყოფიერებაჲ ქუეყანასა ზედა სიყმილისა მისგან, რომელ იყოს შემდგომად მისა, რამეთუ სასტიკ იყოს ფრიად.

32 ხოლო მეორედ ქცევისა მისთჳს ჩუენებისა ფარაოჲსა ორგზის, რამეთუ ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ იგი ღმრთისამიერი და ისწრაფოს ღმერთმან ყოფად ესე.

დაბადება 41:32 - Joseph Interprets Dream
Joseph Interprets Dream
33 აწ შენ იხილე კაცი ბრძენი და დაადგინე ყოველსა ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა.

34 და ყავნ ესრეთ ფარაო, დაადგინენინ ადგილთმთავარნი ქუეყანასა ზედა და ხუთეული აღიღეთ ყოვლისაგან ნაყოფისა ქუეყანისა ეგჳპტისა შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა.

35 და შეკრიბედ ყოველივე საზრდელი შჳდთა მათ წელთა მომავალთა კეთილთა და შეკრიბედ იფქლი ჴელსა ქუეშე ფარაოსსა, საზრდელი ქალაქთა შინა.

36 და დამარხულ იყავნ ქუეყანისათჳს საზრდელი იგი შჳდთა მათთჳს წელთა სიყმილისათა, რომელნი ყოფად არიან ქუეყანასა ეგჳპტისასა, და არა მოისრას ქუეყანა სიყმილითა.

37 ხოლო სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე ფარაოჲსა და წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.

38 და ჰრქუა ფარაო ყოველთა მონათა თჳსთა: ვინა ვპოოთ ჩუენ სხვაჲ კაცი ესევითარი, რომლისა თანა არს სული ღმრთისაჲ თავისა თჳსისა შორის?

39 და ჰრქუა ფარაო იოსებს, რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი და არა ვინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმისმყოფელეს შენსა.

40 შენ იყავ სახლსა ზედა ჩემსა და პირსა შენსა ერჩდეს ერი ჩემი, გარნა ხოლო საყდრითა გმატდე მე შენ.

41 და ჰრქუა ფარაო იოსებს, აჰა ესერა, დამიდგინებიე შენ დღესითგან ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

42 და წარიჴადა ფარაო ბეჭედი ჴელისა თჳსისა და შეაცუა ჴელსა იოსებსა და შეჰმოსეს მას სამოსელი ბისონი და გარდააცუეს მანიაკი ოქროჲსა ყელსა მისსა.

43 და აღსუეს იგი ეტლსა შემდგომსა მისსა და ქადაგებდა წინაშე მისსა ქადაგი და დაადგინა იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

დაბადება 41:43 - Joseph in Charge of Egypt
Joseph in Charge of Egypt
44 და ჰრქუა ფარაო იოსებს: მე, ფარაო, გეტყჳ შენ: თჳნიერ შენსა არავინ აღყოს ჴელი ქუეყანასა ეგჳპტისასა.

45 და უწოდა ფარაო სახელი იოსებს ფსომთოფანი და მისცა მას ასენექ, ასული პეტეფრესი, მღდელისა მის მზისქალაქისა, მისა ცოლად.

46 იოსებ იყო ოცდაათის წლის, რაჟამს წარდგა წინაშე ფარაოჲსა, მეფისა ეგჳპტელთასა. განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე.

47 და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი.

48 და შეკრიბა ყოველი საზრდელი შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა, ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და დადვა საზრდელი ქალაქთა შინა, საზრდელი ველთა მათ ქალაქისა გარემოთა.

49 და დადვა მას შინა. და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა დიდად ფრიად, ვიდრემდე ვერ-ღა-რა ეძლო რაცხვად, რამეთუ არა იყო რიცხუ.

50 ხოლო იოსებს ესხნეს ორ ძე, ვიდრე მოწევნადმდე შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა, რომელნი უშვნა ასენექ, ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მის მზისქალაქისამან.

51 და უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა.

52 და სახელი მეორისა მის უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან სიმდაბლესა შინა ჩემსა.

53 წარჴდეს შჳდნი იგი წელნი ნაყოფიერებისანი, რომელ იყვნეს ქუეყანასა ეგჳპტისასა.

54 და იწყეს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოსლვად, ვითარცა-იგი თქუა იოსებ. და იყო სიყმილი ყოველსა ქუეყანასა, და ყოველსა ეგჳპტესა არა იყო პური.

55 და შეემშია ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ღაღად-ყო ყოველმან ერმან პურისათჳს ფარაოს მიმართ. ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ.

56 და სიყმილი იყო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განახუნა იოსებ ყოველნი იგი იფქლისა საუნჯენი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა ზედა.

57 და ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ სყიდად იფქლისა იოსებისა, რამეთუ დაიპყრა სიყმილმან ყოველი ქუეყანაჲ.

<< ← Prev Top Next → >>