Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 ხოლო სიყმილი განძლიერდებოდა ქუეყანასა.

2 და იყო, რაჟამს შეასრულეს იფქლი იგი შეჭმად, რომელ მიეღო ეგჳპტით, ჰრქუა მათ მამამან მათმან: კუალად წარვედით და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი.

3 ჰრქუა მას იუდა: წამებით მიწამებდა ჩუენ კაცი იგი, უფალი ქუეყანისა მის, და თქუა: ვერ იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი იყოს თქუენ თანა.

4 უკუეთუ მოავლინო შენ ძმაჲ ჩუენი ჩუენ თანა, შთავიდეთ და გიყიდოთ შენ საზრდელი.

5 უკუეთუ არა მოავლინებ ძმასა ჩუენსა ჩუენ თანა, არა შთავიდეთ, რამეთუ კაცი იგი გვეტყოდა ჩუენ და გურქუა: არა იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწმესი იყოს თქუენ თანა.

6 და ჰრქუა მათ ისრაჱლ: რაჲ ესე ბოროტი მიყავთ მე? რაჲსათჳს უთხართ, კაცსა მას, რამეთუ გივის თქუენ ძმაჲ.

7 ხოლო მათ ჰრქუეს: კითხჳთ მკითხვიდა ჩუენ კაცი იგი ნათესავსა ჩუენსა: უკეთუ მამაჲ თქუენი ცოცხალ-ღა არს, ანუ თუ გივის ძმაჲ? და ჩუენ უთხართ მას კითხჳსა მისისაებრ. ჩუენ რაჲ უწყოდეთ, თუ მრქუას ჩუენ: ვითარმედ მოიყუანეთ ძმაჲ თქუენი?

8 ჰრქუა მას იუდა: მოავლინე ყრმაჲ ეგე ჩემ თანა და აღვდგეთ და წარვიდეთ, რათა ვსცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ ჩუენ-ცა და შენ-ცა და ვანი-ცა შენი.

9 მე თავს-ვიდვა ეგე და ჴელთა ჩემთაგან იძიე, უკუეთუ არა მოვიყუანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა.

10 და უკეთუმცა არა დავყოვნეთ, აწმცა მოქცეულ ვართ ორგზის.

11 და ჰრქუა მას ისრაჱლ: ვინათგან ეგრე არს, ესე ყავთ: მიიღეთ ნაყოფისაგან ამის ქუეყანისა ჭურჭელთა შინა თქუენთა და შთაართუთ ძღუენი კაცსა მის ღმრთისასა: რეტინე და თაფლი და საკუმეველი და შტახსი და ბელეკონი და ნიგოზი.

12 და ვეცხლი ორი წილი მიიღეთ ჴელთა თქუენთა, ვეცხლი იგი, რომელ მოიგო ჭურჭელთა თქუენთა თანა, მიიღეთ თქუენ თანავე, ნუუკუ უმეცრება რაჲმე არს.

13 და ძმაჲ თქუენი წარიყუანეთ, და აღდეგით და წარვედით მის კაცისა.

14 ხოლო ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი წინაშე მის კაცისა, მოავლინენ ძმაჲ იგი თქუენი ერთი და ბენიამენ, რამეთუ მე ერთ-ვე უშვილო ვიქმენ.

15 მიიღეს კაცთა მათ ძღუენი იგი და ვეცხლი ორი წილი მიიღეს ჴელთა მათთა და ბენიამენ, და აღდგეს და შთავიდეს ეგჳპტედ და წარდგეს წინაშე იოსებისა.

16 ვითარცა იხილნა იგინი იოსებ და ბენიამენ, ძმაჲ იგი თჳსი ერთისა დედისაჲ, ჰრქუა ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: შეიყუანენ კაცნი ეგე სახიდ და დაკალ საკლველები და მზა-ყავ, რამეთუ ჩემ თანა ჭამონ პური კაცთა მაგათ სამხრის.

17 ყო ეგრე კაცმან მან, ვითარცა უბრძანა მას იოსებ და შეიყუანნა იგინი ვანად იოსებისა.

18 ვითარცა იხილეს, რამეთუ შეიყუანეს კაცნი იგი სახიდ იოსებისა და თქუეს ვეცხლისა მისთჳს, რაჟამს იპოვა ჭურჭელთა ჩუენთა პირველად, მისთჳს შევჰყავთ ჩუენ შეწამებად დაცვისა და დადებად ბრალისა და მიყუანებად ჩუენდა მონად და კარაულთა ჩუენთა.

19 მოუჴდეს კაცსა მას, რომელ-იგი იყო სახლსა ზედა იოსებისსა.

20 ბჭეთა სახლისათა და ჰრქუეს: გევედრებით, უფალო, მოვედით პირველად სყიდად საზრდელისა.

21 და იყო, ვითარცა მივედით სადგურსა და აღვაღეთ ძაძათა ჩუენთა, კაცად-კაცადისა ვეცხლი იპოვა ძაძათა ჩუენთა ვეცხლი ჩუენი, სასწორით მოგვიღებიეს ჴელთა ჩუენთა აწ.

22 და ვეცხლი სხუაჲ მოგჳღებიეს სყიდად საზრდელისა და არა ვიცით, ვინ შთადვა იგი ძაძათა ჩუენთა.

23 ხოლო მან ჰრქუა მათ: შენდობა იყავნ თქუენდა. ნუ გეშინინ, ღმერთმან თქუენმან და ღმერთმან მამათა თქუენთამან გცა საფასე ჭურჭელთა თქუენთა. ხოლო მე ვეცხლი თქუენი გამოცდილი მომიღებიეს და გამოგუარა მათ სჳმეონ და შეიყუანნა იგინი შინაგან.

24 და მოართუა წყალი დაბანად ფერჴთა მათთა და სცა საზრდელი ვირთა მათთა.

25 ხოლო მათ მზა-ყუეს ძღუენი მოსლვადმდე იოსებისა სამხრად, რამეთუ ესმა ვითარმედ, მუნ სადილობად არს.

26 შევიდა იოსებ სახიდ თჳსა და შეართუეს მის ძღუენი, რომელ აქუნდა ჴელთა მათთა და თაყუანი-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა.

27 ჰკითხა მათ იოსებ და ჰრქუა: ვითარ-რაჲ ცოცხლებით იყუენით? და მერმე ჰრქუა მათ: ცოცხლებით არს-ა მამაჲ იგი თქუენი მოხუცებული, რომლისა სთქუთ: ცოცხალ-ღა არს?

28 ხოლო მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს მონაჲ შენი, მამაჲ ჩუენი, ცოცხალ-ღა არს. და თქუა იოსებ: კურთხეულ არს კაცი იგი ღმრთისა მიერ და იგინი მოდრკეს და თაყუანის-სცეს.

29 აღიხილნა თუალნი თჳსნი იოსებ და იხილა ბენიამენ, ძმაჲ თჳსი, ერთისა დედისაჲ და ჰრქუა: ესე არსა ძმაჲ თქუენი მრწემი, რომლისა სთქუთ ჩემდა მოყვანებაჲ? და ჰრქუა: ღმერთმან შეგიწყალენ შენ, შვილო.

30 შეძრწუნდა იოსებ, რამეთუ, შეიწვებოდეს ნაწლევნი მისნი ძმასა მისსა ზედა და ეგულებოდა ტირილად, შევიდა საუნჯედ და ტიროდა მუნ.

31 და დაიბანა პირი თჳსი და დაითმინა ტირილი და უბრძანა დაგება პურისა.

32 და დაუგეს მას მარტოსა და მათ თჳსა და მეგჳპტელთა მათ, რომელნი პურს ერთნეს, თჳსა რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების მეგჳპტელთა პურისა ჭამად ებრაელთა თანა. რამეთუ საძაგელებაჲ არს მეგჳპტელთაჲ ყოველი მწყემსი ცხოვართა.

33 და დასხდეს წინაშე მისსა უხუცესი უხუცესად და უმრწემესი უმრწემესად, განუკჳრდებოდა კაცთა მათ კაცად-კაცადისა ძმისა მიმართ თჳსისა.

34 რამეთუ მიიღებდეს იგინი ბოძსა კაცად-კაცადი, მიიხუენ თავისა თჳსისა, ხოლო დიდად განდიდნებოდა ბოძი ბენიამენისი უფროჲს მათსა ხუთ წილ, ვიდრე მათი, სუეს ღჳნოჲ და დაითვრნეს მის თანა.

<< ← Prev Top Next → >>