Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 და ვერ-ღა-რა ეძლო იოსებს დათმენად ყოველთა წინაშე მდგომარეთა მისთა და თქუა: განავლინეთ ყოველი კაცი ჩემგან და არა ვინ დადგა წინაშე იოსებისა, არცა ერთი. ღა რაჟამს გამოეცხადებოდა იოსებ ძმათა თჳსთა.

2 აღიმაღლა ჴმაჲ ტირილით და ესმა ჴმაჲ ყოველთა მეგჳპტელთა და მიესმა სახლსა ფარაოჲსსა.

3 და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მე ვარ იოსებ, ცოცხალღა არსა მამაჲ ჩემი? და ვერ მიუგეს ძმათა მისთა სიტყუაჲ, რამეთუ შეეშინა და შეძრწუნდეს ფრიად.

4 ჰრქუა იოსებ ძმათა მისთა: მომეახლენით მე! ხოლო იგინი მიეახლნეს და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ.

5 ხოლო აწ ნუ სწუხთ, ნუცა ფიცხელ-გიჩნ თქუენ, რამეთუ მომყიდეთ მე აქა, რამეთუ ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა.

6 რამეთუ ესე მეორე-ღა წელი არს სიყმილი ქუეყანასა ზედა და მერმე ხუთნი-ღა წელნი ყოფად არიან, რომელსა არა იყოს ჴნვა, არაც ლეწვა.

7 და მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რათა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა გამოზრდად თქუენდა ნეშტად დიდად.

8 ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან და მყო მე, ვითარცა მამაჲ ფარაოსი, უფალ ყოველსა ზედა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

9 ისწრაფეთ და აღვედით მამისა ჩემისა და არქუეთ მას: ამის იტყჳს იოსებ, ძე შენი, მყო მე ღმერთმან უფალ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შთამოვედ ჩემდა და ნუ ჰყოვნი.

10 და დაემკჳდრე ქუეყანასა გესემ არაბიასა და იყავ მახლობელად ჩემსა შენ და ძენი შენნი და ძენი ძეთა შენთანი და ცხოვარი და ზროხაჲ შენი ყოველი, რაოდენი-რაჲ არს შენი.

11 და მე გამოგზარდო შენ, რამეთუ ხუთ წელსა სიყმილი ყოფად არს, რათა არა მოსწყდეთ შენ და ძენი შენნი და ყოველი მონაგები შენი.

12 აჰა ესერა, თუალნი თქუენნი ხედვენ და თუალნი ბენიამენისნი, ძმისა ჩემისანი, რამეთუ პირი ჩემი გეტყჳს თქუენ.

13 უთხართ მამასა ჩემსა ყოველივე დიდებაჲ ეგჳპტეს შინა და რაოდენი-ესე იხილეთ და ადრე ყავთ და მოიყვანეთ მამა ჩემი აქა.

14 და მოეხჳა ქედსა ბენიამენისსა, ძმისა თჳსისსა, და ტიროდა მას ზედა. და ბენიამენ ტიროდა ქედსა ზედა იოსებისსა.

15 და ამბორს-უყოფდა ყოველთა ძმათა თჳსთა და ტიროდა მათ თანა და ამისა შემდგომად ეტყოდეს მას ძმანი მისნი.

დაბადება 45:15 - Joseph’s Reunion With Brothers
Joseph’s Reunion With Brothers
16 და მიიწია სიტყუაჲ ესე სახლსა ფარაოსსა და უთხრეს, ვითარმედ მოსრულ არიან ძმანი იოსებისნი, განიხარა ფარაო და ყოველთა მსახურთა მისთა.

17 და ჰრქუა ფარაო იოსებს: არქუ ძმათა შენთა, რათა ესრე ყონ; აღავსეთ ძაძები თქუენი იფქლითა და წარვედით ქუეყანად ქანანისად.

18 და წარმოიყუანეთ მამაჲ თქუენი და ყოველი მონაგები თქუენი, და მოდით ჩემდა და მიგცე თქუენ ყოველივე კეთილი ეგჳპტისაჲ და შჭამდეთ თქუენ ტჳნსა ქუეყანისასა.

19 ხოლო შენ ამცენ ესე, რათა მიიღონ ურმები ქუეყანით ეგჳპტით ყრმათა თქუენთათჳს და ცოლთა და წარმოიყუანეთ მამაჲ თქუენი და მოვედით

20 და ნუ ჰრიდებნ თუალი თქუენი ჭურჭელსა თქუენსა, რამეთუ ყოველივე კეთილი ეგჳპტისა თქუენდა იყოს.

21 და ყვეს, ეგრე ძეთა ისრაჱლისათა და მისცა მათ იოსებ ურმები ბრძანებისაებრ მეფისა ფარაოსა და აღუგო მათ საზრდელი გზასა ზედა.

22 და ყოველთავე სცა მრჩობლი სამოსელი, ხოლო ბენიამენს სცა ორასი დრაჰკანი და ხუთი საცვალებელნი თითოფერი სამოსლები.

23 და მამასა მიუძღუანა ეგრეთვე ათი ვირი, რომელთა ეკიდა ყოვლისაგან კეთილისა ეგჳპტისა და ათი ჯორი, რომელთა აქუნდა პური საგზლად მამისა თჳსისა.

24 და წარგზავნნა ძმანი თჳსნი და წარვიდეს და ჰრქუა მათ: ნუ გულს იწუხებთ გზასა ზედა.

25 და აღმოვიდეს ეგჳპტით და მოვიდეს ქუეყანად ქანანისად იაკობისა. მამისა მათისა.

26 და უთხრეს მას და ჰრქუეს: ცოცხალ არს ძე შენი იოსებ და იგი არს მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და განუკჳრდა იაკობს გონებასა თჳსსა და არა ჰრწმენა მათი.

27 და იგინი უთხრობდეს ყოველთა მათ სიტყუათა იოსების მიერ, რომელთა ეტყოდა მათ და ვითარცა იხილა ურმები იგი, რომელ მიუძღუანა იოსებ, რათა წარიყუანოს იგი განცხოველჴურდა სული იაკობ მამისა მათისა.

28 და თქუა ისრაილ: დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძე ჩემი იოსებ ცოცხალ-ღა არს, მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.

<< ← Prev Top Next → >>