ბიბლია, დაბადება, თავი 49. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10049&pid=3&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 და მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა.

2 შემოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ ისრაჱლისი, მამისა თქუენისა.

3 რუბენ, პირმშოჲ ჩემი, ძალი ჩემი და დასაბამი შჳლთა ჩემთაჲ, ფიცხელად სჩნდი და ფიცხელად და თავჴედად აღსდუღდი.

4 ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები, რამეთუ აჰჴედ შენ საწოლსა მამისა შენისასა მაშინ შეაგინე სარეცელი, რომელსა აჰჴედ.

5 სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუჱ ჴდომითა მათითა.

6 ზრახვასა მათსა ნუ შევალნ სული ჩემი და შეკრებასა მათსა ნუ აღყუებინ ღჳძლი ჩემი, რამეთუ გულისწყრომითა მათითა მოსწყჳდნეს კაცნი და გულისთქმითა მათითა დაჰკუეთნეს ძარღუნი კუროსა.

7 წყეულ იყავნ გულისწყრომაჲ მათი, რამეთუ თავჴედობაჲ და ბორგაჲ მათი, რამეთუ ფიცხელ, განვყუნე იგინი იაკობსა შორის და განვსთესნე იგინი ისრაჱლსა შორის.

8 იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი ჴელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.

9 ლეკჳ ლომის იუდა, მცენარისაგან, შჳლო ჩემო, აღმოჴედ. მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?

10 არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა.

11 და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ, განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი.

12 მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა.

13 ზაბულონ ზღჳს კიდესა დაეშენოს და იგი ავლინებდეს ნავთა და მიიწიოს სიდონადმდე.

14 იზაქარს კეთილისა გულმან უთქუა, განისუენებდეს შორის ნაწილსა თჳსსა.

15 და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანა, რამეთუ პოხილ მისცა მჴარნი მისნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ.

16 და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შორის.

17 და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ.

18 და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის.

19 გად განცდით განცადოს იგი და მან განცადოს იგი შემდგომად კუალსა მისსა.

20 ასერ, პოხილ პური მისი და მან მისცეს საზრდელი მთავართა.

21 ნეფთალემ, ხე მცენარე, მოსცემდეს ნაყოფთა სიკეთისათა.

22 შვილი აღორძინებული იოსებ, შვილი ჩემი აღორძინებული საშურველი ძე ჩემი უმრწემესი ჩემდა მოიქცე, რომლისათჳს ზრახვა-ყვეს.

23 და ძმაცვიდეს და ემტერნეს მათ უფალნი იგი მშჳლდთანი.

24 და შეიმუსრა ძალითურთ მშჳლდები მათი და დაჴსნდეს ძარღუნი მკლავთა ჴელთა მათთანი ჴელითა ძლიერითა იაკობისთა მის მიერ, რომელმან განგაძლიერა შენ ისრაჱლ.

25 ღმრთისა მიერ მამისა შენისა. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი და გაკურთხა შენ კურთხევითა ზეცისათა ზეგარდამო და კურთხევითა ქუეყანისათა, რომელსა იქმს ყოველი კურთხევისათჳს ძუძუთასა და საშოჲსა.

26 კურთხევითა მამისა და დედისა შენისათა უფროჲსად განძლიერდი უფროჲს მთათა მყართასა, კურთხევად ბორცუთა საუკუნეთა იყუნენ თავთა ზედა იოსებისსა და თხემსა, რომელი წინამძღუარ ყო ძმათა.

27 ბენიამენ, მგელი მტაცებელი, განთიად ჭამდეს-ღა და მწუხრი განუყოფდეს საზრდელსა.

28 ყოველნი ესე ძენი იაკობისნი - ტომი ათორმეტ. და ამას ეტყოდა მამაჲ მათი და აკურთხნა იგინი კაცად-კაცადი კურთხევისაებრ თჳსისა.

29 ამცნო მათ და ჰრქუა მე შევეძინები ერსა ჩემსა, დამფალთ მე მამათა ჩემთა თანა ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი არს აგარაკსა მას ეფრონის ქეტელისასა.

30 რომელ არს წინაშე მამბრესსა, ქუეყანასა ქანანისასა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ ქუაბი ეფრონისაგან ქეტელისა სასყიდლით საფლავად.

31 მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და ცოლი მისი სარრა ისაკ და ცოლი მისი რებეკა და მუნ დაფლეს ლია მოგებულსა მას აგარაკსა და რომელ-იგი არს მას შინა ქუაბი ძეთაგან ქეტისთა.

32 და დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა.

33

<< ← Prev Top Next → >>