Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 და მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თჳსისათა მღდელისა მის მადიამელთასა და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმერთისასა ქორებად.

2 ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო, და იხილა, ვითარმედ მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების.

გამოსვლა 3:2 - Moses and the Burning Bush
Moses and the Burning Bush
3 თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო, ხილვა ესე დიდი რაჲ არს, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების?

4 ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყლოვანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს?

5 ხოლო უფალმან თქუა: ნუ მოეახლები აქა! წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა სდგა შენ, ქუეყანა წმიდა არს.

6 და თქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა.

7 ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა.

8 და ღაღადებაჲ მათი მესმა საქმის მაწვეველთა მათგან, რამეთუ ვიცი იგი ჭირი მათი, და გარდამოვედ განრინებად მათა ჴელისაგან მეგჳპტელთასა, გამოყუანებად მათა მიერ ქუეყანით და შეყვანებად მათა ქუეყანასა კეთილსა და ფრიადსა, ქუეყანასა მას გამომადინებელსა სძისა და თაფლისასა, ადგილსა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა და ეველთასა, ფერეზელთასა და გერგესველთასა და იებოსელთასა.

9 და აწ ესერა, ღაღადებაჲ ძეთა ისრაჱლისათა მოიწევის ჩემდა და მე ვიხილე ჭირი მათი, რომელსა ეგჳპტელნი აჭირვებდეს მათ.

10 აწ უკუე მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოჲსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა, და გამოიყუანო ერი ჩემი - ძენი ისრაჱლისანი - ქუეყანით ეგჳპტით.

11 და ჰრქუა მოსე ღმერთსა: ვინ ვარ მე, რამეთუ მივიდე ფარაოჲსა მეფისა მის ეგჳპტისა და გამოვიყუანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით?

12 ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა, ვითარმედ: მე ვიყო შენ თანა და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რამეთუ მე მიგავლინო შენ, რათა გამოიყვანო ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით და ჰმსახურებდენ ღმერთსა მთასა ამას ზედა.

13 და ჰრქუა მოსე ღმერთსა: აჰა ესერა, მე მივიდე ძეთა ისრაჱლისათა და ვჰრქუა მათ: ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლინა მე თქუენდა და მკითხვიდენ, თუ რაჲ არს სახელი მისი, რაჲ ვჰრქუა მათ?

14 და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ, და ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა.

15 და ჰრქუა ღმერთმან მერმე კუალად მოსეს: ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან, ღმერთმან აბრაჰამისმან, ღმერთმან ისაკისმან და ღმერთმან იაკობისმან, მომავლინა მე თქუენდა. ესე არს სახელი ჩემი საუკუნე და საჴსენებელი ჩემი თესლითი თესლადმდე.

16 მი-რა-ხჳდე უკუე და შეკრიბენ მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათანი და არქუ მათ: უფალი ღმერთი მამათა თქუენთა მეჩუენა მე, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი და მრქუა მე: მოხედვით მოგხედო თქუენ და რაოდენი შეგემთხჳა თქუენ ეგჳპტეს.

17 და ვთქუ გამოყვანება თქუენი ბოროტის ყოფისაგან ეგჳპტელთასა და შეყვანებად ქუეყანასა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა, ფერეზელთასა და გერგესეველთასა და ეველთა და იებოსელთასა, ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისა.

18 და ისმინონ ჴმისა შენისა შეხჳდე შენ და მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი ფარაოჲსა, მეფისა ეგჳპტელთასა, და არქუ მას: უფალი ღმერთი ებრაელთა მიწესს ჩუენ, განვიდეთ უკუე გზისა სამისა დღისასა უდაბნოდ, რათა ვჰმსახუროთ ღმერთსა ჩუენსა.

19 ხოლო მე ვიცი, რამეთუ არა განგიტევნეს, თქუენ გამოსლვად ფარაო, მეფემან ეგჳპტისამან, არა თუ ჴელითა მტკიცითა.

20 განვყო ჴელი ჩემი და ვსცე ეგჳტელთა ყოვლითა საკჳრველებითა ჩემითა, რაოდენი იყო მათ შორის, და ამისა შემდგომად განგიტევნეს თქუენ.

21 და მოვსცე მადლი ერსა ამას წინაშე მეგჳპტელთა და, რაჟამს გამოხჳდოდით, არა გამოხჳდეთ ცალიერნი.

22 არამედ ითხოვენ დედაკაცმან მეზობლისაგან და შემყოფისა თჳსისა ჭურჭელი ვეცხლისაჲ და ოქროჲსა და სამოსელი და შეჰმოსეთ იგი ძეთა თქუენთა და ასულთა თქუენთა და გამოტყუენენით ეგჳპტელნი იგი.

<< ← Prev Top Next → >>