ბიბლია, გამოსვლა, თავი 5. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10055&pid=4&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 და ამისა შემდგომად შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოჲსსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.

2 და ჰრქუა ფარაო: ვინ არს იგი, რათა ვისმინო ჴმისა მისისა, ვითარმედ განუტევნე ძენი ისრაჱლისანი? არა ვიცი უფალი, არცა განუტეო ისრაჱლი.

3 და ჰრქუეს მას: ღმერთი ებრაელთა მიწესს ჩუენ, განვიდი გზასა სამისა დღისასა უდაბნოდ, რათა მსხუერპლი შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ნუუკუე შემემთხჳოს ჩუენ სიკუდილი, გინა მახჳლი.

4 ჰრქუა მათ მეფემან ეგჳპტისამან: რაჲსათჳს თქუენ, მოსე და აჰრონ, გარდააქცევთ ერსა საქმისაგან მათისა? წარვედით კაცად-კაცადი თქუენი საქმესა თჳსსა.

5 და თქუა ფარაო: აჰა ესერა, აწ განმრავლებულ არს ერი ესე ქუეყანისა, არღარა შეუნდოთ მათ საქმისა მისგან.

6 და უბრძანა ფარაო მას დღესა შინა საქმის მაწუეველთა მათ ერისათა და მწიგნობართა და ჰრქუა:

7 ნუღარა შესძინებთ ცემად ბზესა ალიზისა საქმედ რად, ვითარცა გუშინ და ძოღან, იგინი წარვიდედ და შეიკრიბედ თავისა თჳსისა ბზე.

8 და ბრძანებული იგი ალიზი, რომელსა იქმან დღითი-დღედ იგივე დასდევით მათ, ნუმცა რას დააკლებენ, რამეთუ სცალს და ამისთჳს ღაღადებენ და იტყჳან: განვიდეთ და შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

9 დაუმძიმდინ საქმე კაცთა ამათ და მას ზრუნვიდენ და ნუ ზრუნვედ სიტყუასა ცუდსა.

10 ასწრაფდეს მათ საქმის მწუეველნი იგი ერისანი და მწიგნობარნი იგი და ეტყოდეს ერსა: ამას იტყჳს ფარაო, არარა გცემ თქუენ ბზესა.

11 წარვედით თქუენ და შეკრიბეთ ბზე, სადაცა ჰპოოთ და არარაჲ დააკლოთ თქუენ დაწესებულსა მას არცაღა ერთ.

12 და განიბნია ერი იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შეკრებად წუელისა ბზედ.

13 ხოლო საქმის მწვეველნი იგი ასწრაფებდეს მათ და ეტყოდეს: აღასრულეთ საქმე დაწესებული თქუენი დღითი-დღედ, ვითარცა-იგი რაჟამს ბზე გეცემოდა თქუენ.

14 და იტანჯნენ მწიგნობარნი იგი ნათესავისა მის ძეთა ისრაჱლისათანი, რომელნი-იგი დაედგინნეს მათ ზედა ზედამდგომელთა მათ ფარაოჲსთა და ეტყოდეს: რაჲსათჳს არა აღასრულეთ დაწესებული იგი ალიზისა საქმე თქუენი გუშინდელისა და ძოღანდელისა დღისა დღესცა ეგრევე?

15 შევიდეს მწიგნობარნი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, ღაღადებდეს წინაშე ფარაოსსა და იტყოდეს: რაჲსათჳს ესრეთ უყოფ მონათა შენთა?

16 ბზესა არა გუცემენ მონათა შენთა და ალიზსა მასვე გვეტყჳან საქმედ და, აჰა ესერა, მონანი შენნი ტანჯულ არიან, ავნებ ეგრე ერსა შენსა?

17 ჰრქუა მათ ფარაო: გცალს, მოცალე ხართ და მისთჳს იტყჳთ: განვიდეთ და ემსახურეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა.

18 აწ უკვე წარვედით და იქმოდეთ, ხოლო ბზე არა გცეს თქუენ და დაწესებული იგი ალიზი მოსცეთ.

19 ვითარცა აღიხილნეს თავნი თჳსნი მწიგნობართა მათ ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ ბოროტსა შინა არიან, ვითარ-იგი ეტყოდეს, ვითარმედ: არა დააკლოთ თქუენ განწესებულსა მას მდღევარსა რიცხვი ალიზთა.

20 და შეემთხჳნეს მოსეს და აჰრონს, მო-რა-ვიდოდეს მათა, ვითარ-იგი გამოვიდოდეს ფარაოჲსგან.

21 და ჰრქუეს მათ: იხილენ ღმერთმან თქუენი და საჯენ, რამეთუ საძაგელ ჰქმენით სულნელებაჲ ჩუენი წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა მიცემად მახჳლი ჴელთა მისთა და მოკლვად ჩუენდა.

22 მოიქცა მოსე უფლისა და ჰრქუა: უფალო, რაჲსა განაბოროტე ერი ესე. რაჲსა მომავლინე მე?

23 და ვინათგან შევედ მე ფარაოჲსა სიტყუად სახელითა შენითა, ბოროტსა უყოფს ერსა შენსა და არა იჴსენ ერი შენი.

<< ← Prev Top Next → >>