Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აჰა ეგერა, მიგეც შენ ღმერთად ფარაოს, და აჰრონ, ძმაჲ შენი, იყოს შენდა წინაწარმეტყუელ.

2 შენ ეტყოდი მას ყოველსავე, რაოდენსა გამცნებდე შენ და აჰრონ, ძმაჲ შენი, ეტყოდის ფარაოს, რათა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

3 ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოსი და განვამრავლნე სასწაულნი და ნიშნი ჩემნი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა.

4 და არა ისმინოს თქუენი ფარაო და მივყო ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და გამოვიყუანო ძალითა ჩემითა ერი ჩემი, ძენი ისრაჱლისანი, ქუეყანით ეგჳპტით შურისგებითა დიდითა.

5 და ცნან ყოველთავე ეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან მივყავ ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და გამოვიყუანნე ძენი ისრაჱლისანი შორის მათსა.

6 და ყვეს ეგრე მოსე და აჰრონ, ვითარცა ამცნო მათ უფალმან, ეგრეცა ყვეს.

7 მოსე იყო ოთხმეოცის წლის, ხოლო აჰრონ - ოთხმეოცდასამის წლის, რაჟამს-იგი ეტყოდეს ფარაოს.

8 და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს მეტყუელი,

9 და ჰრქუა: უკუეთუ გეტყოდის თქუენ ფარაო და გრქუას: ყავთ სასწაული, ანუ ნიში უფლისა მიერ, შენ ჰრქუა აჰრონს, ძმასა შენსა: მოიღე კუერთხი ეგე და მიაგდე ქუეყანასა წინაშე ფარაოსა და მსახურთა მისთა და იქმნეს ვეშაპ.

10 და შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოსა და მსახურთა მისთა და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან. და მიაგდო აჰრონ კუერთხი იგი წინაშე ფარაოსა და წინაშე მსახურთა მისთა და იქმნა იგი ვეშაპ.

გამოსვლა 7:10 - Moses\' Staff Becomes Snake
Moses\' Staff Becomes Snake
11 მოუწოდა ფარაო ბრძენთა ეგჳპტისათა და გრძნეულთა და ყვეს გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა ეგრევე.

12 და მიაგდო კაცად-კაცადმან კუერთხი თჳსი და იქმნა იგი ვეშაპებ. და შთანთქა კუერთხმან მან აჰრონისმან კუერთხები იგი მათი.

13 და განიმტკიცა გული თჳსი ფარაო და არა ისმინა მათი, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ უფალი.

14 ჰრქუა უფალმან მოსეს: დამძიმებულ არს გული ფარაოსი არა გამოვლინებად ერისა.

15 მივედ ფარაოჲსა ხვალე. აჰა ეგერა, იგი გამოვალს მდინარესა მას წყალთასა და შეემთხჳე მას მდინარის კიდესა მას. და კუერთხი იგი, რომელ გარდაიქცა გუელად, მოიღე ჴელითა შენითა.

16 და არქუ მას: უფალმან ღმერთამან ებრაელთამან მომავლინა მე შენდა და თქუა: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა. და, აჰა ეგერა, არა ისმინე აქამომდე.

17 ამას იტყჳს უფალი: ამით ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი: აჰა ესერა, მე ვსცე კუერთხით ამით, რომელ არს ჴელსა ჩემსა, წყალსა ამას მდინარისასა და გარდაიქცეს სისხლად.

18 და თევზნი იგი მდინარისანი მოსწყდენ და დაყროლდეს მდინარე იგი და ვერ ეძლოს ეგჳპტელთა მათ სუმად წყალი მდინარისა მისგან.

19 ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: მოიღე კუერთხი ეგე შენი და განირთხ წყალთა ზედა ეგჳპტისათა და მდინარეთა ზედა მათთა და გამოსადინელსა წყალთა მათთასა. და იყუნენ სისხლ. და იყოს სისხლ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა ხეთა და ქვათა.

20 და ყვეს ეგრე მოსე და აჰრონ, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან და განიპყრა აჰრონ კუერთხი იგი მისი და სცა წყალსა მას მდინარისა წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა. და გარდაიქცეს ყოველნი წყალნი მდინარისანი სისხლად.

21 და თევზნი იგი მდინარისანი მოსწყდეს და დაყროლდა მდინარე იგი და ვერ ეძლო ეგჳპტელთა მათ წყალი იგი მდინარისა მის სუმად. და იყო სისხლი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

22 ყვეს ეგრევე გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა და განიფიცხა გული ფარაო და არა ინება გამოვლინებად ერი იგი, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ უფალმან.

23 მიიქცა ფარაო და შევიდა სახიდ თჳსად და არა დააყოვნა გონებაჲ თჳსი არცა ამას ზედა.

24 თხარეს ყოველთა ეგჳპტელთა გარემო მდინარესა მას, რათამცა სუეს წყალი და ვერ ეძლო წყალი სუმად მდინარისა მისგან. და აღესრულნეს შჳდ დღენი შემდგომად გუემისა მის მდინარისა მისგან უფლისა მიერ.

25

<< ← Prev Top Next → >>