Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 ჰრქუა უფალმან მოსეს: შევედ ფარაოსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე.

2 უკუეთუ არა ინებო გამოვლინება, აჰა ეგერა, ვგუემნე ყოველნი საზღუარნი შენნი მყუარითა.

3 და გამოსცეს მდინარემან მყუარი და აღმოჴდეს და შევიდეს სახლთა შენთა და საუნჯეთა სასუენებელთა შენთასა და ცხედართა შენთა და სახლთა მსახურთა შენთასა და ყოვლისა ერისა შენისასა და საპურესა შენსა და თორნეთა შენთა.

4 და შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ერსა შენსა ზედა აღმოჴდეს მყუარნი.

5 ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: განირთხ ჴელითა შენითა კუერთხი ეგე მდინარესა მაგას ზედა და ჴევნებსა და წყურნებსა დ აღმოიყვანე მყუარი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა.

6 და განირთხა აჰრონ ჴელი თჳსი წყალთა მათ ზედა ეგჳპტისათა და აღმოიყუანა მყვარი. და აღმოვიდა მყვარი და დაფარა ქუეყანა ეგჳპტისა.

7 ყვეს ეგრევე გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა და აღმოავლინნეს მყვარი ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტისასა.

8 მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰქუა მათ: ლოცვა-ყავთ ჩემთჳს ღმრთისა მიმართ თქუენისა, რათა განმაყენოს ჩემგან მყუარი ესე და ერისა ამის ჩემისგან და განვავლინო ერი ესე. რათა მივიდენ და ჰმსახურონ უფალსა ღმერთსა.

9 და ჰრქუა მოსე ფარაოს: დრო-მეც, ოდეს ვილოცო შენთჳს და ერისა მაგის შენისათჳს და მსახურთა შენთათჳს, და მოისპოს მყუარი ესე შენგან და ერისა მაგის შენისაგან და ტაძრებისა მაგისგან თქუენისა, გარნა მდინარესა მაგას ხოლო დაშთეს.

10 და ჰრქუა ფარაო: ხვალისა. და ჰრქუა მოსე: აჰა, ვითარცა სთქუ, რათა უწყოდე, ვითარმედ არა არს სხუა ღმერთი უფლისა გარეშე.

11 და მოაკლდეს მყუარები ეგე შენგან და ტაძრებისა მაგის შენისაგან და ეზოებისა შენისაგან და მსახურთა მაგათ შენთაგან და სოფლებისა შენისა, გარნა მდინარესა მაგას ხოლო დაშთეს.

12 და გამოვიდეს მოსე და აჰრონ პირისაგან ფარაოჲსა და ღაღადებდეს უფლისა მიმართ ღმრთისა განქარვებისათჳს მის მყუარისა, ვითარცა-იგი დრო-იღეს მათ ფარაოსგან.

13 უბრძანა უფალმან, ვითარცა-იგი ჰრქუა მოსე და მოსწყდა მყუარი იგი ტაძრებისა მისგან და არეთაგან მათთა და ეზოებისა მისგან.

14 და შეკრიბეს მყუარი იგი ყოველი ზჳნად და დალპა ყოველი იგი ქუეყანა.

15 იხილა რაჲ იგი ფარაო, რამეთუ განქარდა მყუარი იგი სოფლებისაგან მისისა, მერმე გან-ვე-იფიცხა გული თჳსი და არა ისმინა მან ბრძანებაჲ იგი ღმრთისაჲ.

16 და ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ შენ აჰრონს, რათა განირთხას ჴელი თჳსი და აღირთხას კუერთხი იგი მისი და სცეს სიზრქესა ქუეყანისასა. და გამოჴდეს მიერ მუმლი, დაეცეს ზედა კაცსა და საცხოვარსა ერთბამად ყოველსა ქუეყნასა ეგჳპტისასა.

17 აღირთხა აჰრონ ჴელითა თჳსითა კუერთხი იგი და სცა სიზრქესა მას ქუეყანისასა, დაჰკრბა მუმლი კაცსა და საცხოვარსა. და ყოველივე ნაპრალი მის ქუეყანისა აღივსო მუმლითა მით.

18 ყვიანღა თუ გრძნეულთა მათ მისნობითა მით მათითა გამოყვანებაჲ მუმლისა, განა-ვერ-ვე-აძლიან და განმრავლდა მუმლი იგი ზედა კაცსა და საცხოვარსა.

19 ღაღად-ყვეს გრძნეულთა მათ და ქურუმთა წინაშე ფარაოსა და ჰრქუეს: თითი ღმრთისაჲ არს ეგე. და განუფიცხნა გული ფარაოსი და არავე ისმინა, რაჲ-იგი უბრძანა უფალმან.

20 და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე განთიად და წარდეგ შენ წინაშე ფარაოჲსა და მუნთქუესვე გამოვიდოდეს იგი წყლის კიდედ, ჰრქუა შენ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მოვიდენ და მმსახურონ მე.

21 უკუეთუ არა ინებო გამოვლინება ერისა ჩემისა, აჰა ეგერა, მოვავლინო შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ზედა ერსა შენსა და ყოველსა ზედა სახლებსა თქუენსა ძაღლის მწერი. და აღივსოს ძაღლის მწერითა ყოველივე სახლები ეგჳპტელთა და ქუეყანასა მას, რომელსა იყვნენ იგინი მას ზედა.

22 და საკჳრველ-ვყო ქუეყანაჲ იგი გესემი მას დღესა შინა, რომელსა-იგი ერი ჩემი დაშენებულ არს მუნ, რამეთუ მუნ არა იყოს ძაღლის მწერი იგი, რათა ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი ყოვლისა ქუეყანისა.

23 და დავდვა სარიდებელი შორის ერსა ჩემსა და შორის ერსა შენსა. და ხვალე იყოს სასწაული ესე ქუეყანასა მაგას ზედა.

24 და ყო უფალმან ღმერთმან ეგრე და მოუჴდა ძაღლის მწერი ძლიერი ტაძრებსა მას ფარაოსასა და ყოველსა სახლებსა ერისა მისისასა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა. და მოისრა ყოველი ქუეყანა ძაღლის მწერითა მით.

25 მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: მივედით ქუეყანასა მასვე და შეწირეთ მსხუერპლი თქუენი უფლისა ღმრთისა თქუენისა.

26 და ჰრქუა მოსე: ვერ ეგების ეგე, ვითარმცა წიდოვანებითა მით ეგჳპტელთათა შევიწრეთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა. უკუეთუ შევწიროთ ჩუენ საძაგელებითა ამით მეგჳპტელთათა, ვამსხვერპლოთ წინაშე, ქჳთა განვიტჳნნეთ.

27 არამედ წარვიდეთ ჩუენ გზასა სამ დღისა სავალსა უდაბნოდ და მუნ შევწიროთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ვითარცა მიბრძანა ჩუენ უფალმან.

28 და თქუა ფარაო: მე განგიტევნე თქუენ უდაბნოდ, გარნა შორად ხოლო ნუვე ხუალთ, არამედ აწ მივედით და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ.

29 ჰრქუა მოსე: მისლვად შევიდე და ვილოცო შენთჳს ღმრთისა მიმართ, რათა განგეყაროს შენგან ძაღლის მწერი ეგე, მონათა შენთა და ერსა შენსა ხვალევე. ხოლო მერმე ნუ განჰფიცხნე და არა გამოუტეო ერი ეგე მსხუერპლისა შეწირვად უფლისა.

30 გამოვიდა მოსე ფარაოსგან და ილოცვიდა უფლისა მიმართ.

31 და ყო უფალმან, ვითარცა იგი ჰრქუა მას მოსე, და მოუსპო ძაღლის მწერი იგი ფარაოსგან და მონათა მისთა და ერისა მისისაგან და არა დაშთა არცაღა ერთ.

32 მერმეცა გან-ვე-იფიცხა ფარაო გული თჳსი და მას ჟამსაცა არავე ისმინა, არცა ინება გამოვლინებაჲ ერისაჲ მის.

<< ← Prev Top Next → >>