Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 და ჰრქუა უფალმან მოსეს: გუალე შენ, შევედ ფარაოჲსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთაჲ: გამოუტევე შენ ერი ეგე ჩემი, რათა გამოვიდენ უდაბნოდ და მმსახურონ მე.

2 უკუეთუ არა გინდეს გამოტევებაჲ ერისა მაგის ჩემისა, მერმეცა იპყრობდე მას,

3 აჰა ეგერა, ჴელი უფლისა იყოს ყოველსა ზედა საცხოვარსა შენსა ველისასა და ყოველთა ზედა ჰუნეთა შენთა და ყოველსა ზედა კარაულებსა შენსა და აქლემებსა შენსა და ზედა ზროხასა და ცხოვარსა შენსა სიკუდილი სასტიკი და ფრიადი.

4 და ვისაკვირველო მე მას ჟამსა შინა ქუეყანა იგი ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანასა მას ზედა ეგჳპტელთასა, რათა საცხოვრისა მათისაგანი არა მოკუდეს არცაღა ერთი და საცხოვრისა მისგან ეგჳპტელთასა არა დაშთეს არცაღა თუ ერთ.

5 და დრო-უყო ღმერთმან და თქუა: ხვალისა დღესა ყოს ღმერთმან სიტყუაჲ ესე ქუეყანასა ზედა.

6 და ხვალისაგან ყო უფალმან სიტყუაჲ იგი და მოიწია სიკუდილი ყოველსა ზედა პირუტყუსა ეგჳპტელთასა და პირუტყუთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა არა განეჴუა არცაღა ერთ.

7 იხილა რაჲ ფარაო, რამეთუ საცხოვათა მათგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ არა განეჴუა არცაღა ერთი, განიფიცხა გული თჳსი და არა გამოუტევა ერი იგი.

8 და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს: აღიღეთ თქუენ და აღივსენით ჴელნი თქუენნი ნაცრითა თორნისათა და აღაფქურიეთ ცად აღმართ წინაშე ფარაოსა, წინაშე ყოვლისა მის ერისა მისისა.

9 და იყოს მტუერი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და აღმოესხას ყოველსა კაცსა და ყოველსა საცხოვარსა ფაქლი გამომტკუფოლვარე გამოსხმით ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.

10 და მოიღეს ნაცარი იგი თორნისაჲ და აღაცცა მოსე ზეცად წინაშე ფარაოსა და იწყო გამოსხმად ფაქლმან და აღდუღებად ნატკუფოლავსა მას ზედა კაცსა და პირუტყუსა.

11 და ვერღარა დაუდგებოდეს გრძნეულნი იგი წინაშე მოსესა ფაქლისა მისთჳს, რომელი-იგი გამოსხმულ იყო მათ ზედა, რამეთუ ეგრე სასტაკად გამოესხმოდა პირველად გრძნეულთა მათ და მერმეღა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

12 და განუფიცხა უფალმან გული ფარაოსი და არა ერჩდა მათ, ვითარცა-იგი უბრძანებდა უფალი.

13 და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე შენ ცისკარსა წინაშე ფარაოჲსა და არქუ ესრე: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთა: გამოუტევე ერი ჩემი და მმსახურონ მე ამას ჟამსა.

14 და მე მიუტეო ყოველი შესამთხუეველი, რაჲ-იგი შეგემთხჳოს გულსა შენსა და გულსა მონათა შენთასა და ყოვლისა ერისა შენისასა, რათა უწყოდით, რამეთუ არა ვინ არს სხუა ჩემებრ ყოველსა ზედა ქუეყანასა.

15 რამეთუ აწ მივყო ჴელი ჩემი და გგუემო შენ გუემითა მრავლითა და ერი ეგე შენი მოვსრა სიკუდილითა და აღგჴოცო შენ ქუეყანისაგან.

16 რამეთუ ამისთჳს დაგმარხე შენ მოაქამდე, რათა შენ ზედა ვაჩუენო ძლიერებაჲ ჩემი, რათა მიეთხრას სახელი ესე ჩემი ყოველსა ქუეყანასა.

17 აწ უკუე შენ იპყრობვეღა ერსა მაგას ჩემსა და არა გამოუტევებ მაგათ.

18 აჰა ეგერა, ვაწვიმებ მე ამას ჟამსა ხვალე სეტყუასა ფრიად სასტიკსა, რომელ ეგევითარი არასადა ყოფილ არს ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა ჟამითგან დაბადებისა მისისათ მოაქამომდე.

19 აწ უკვე სწრაფით უბრძანე შემოკრებად საცხოვრისა, რომელ-იგი იყოს ველსა გარე, რამეთუ ყოველი კაცი და პირუტყჳ, რომელ იპოოს ველსა და არა შევიდეს სახიდ, დაეცემოდის მას ზედა სეტყუაჲ იგი და მოსპოლვიდეს მას.

20 და ყოველთა, რომელთა შეეშინა სიტყჳსა მისგან უფლისა მონათა მისთაგან ფარაოსთა, შემოკრიბეს საცხოვარი იგი მათი სახლებსა და განერა.

21 და რომელთა-იგი არა მიხედეს სიტყუასა მას უფლისასა, დაუტევეს ველსა გარე და მოისრა.

22 და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღყავ ჴელი ეგე შენი ზეცად და მოჴდეს სეტყუაჲ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა ზედა კაცთა, საცხოვართა და ყოველსა ზედა თივასა, რომელ არს ველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

23 აღირთხა მოსე ჴელი თჳსი ცად და უფალმან მოსცა ჴმაჲ ზეცით გარდამო და იყო ქუხილი და მოჴდა სეტყუაჲ იგი სასტიკი და რბიოდა ნაბერწყალები ზედა ქუეყანასა მას. და აწჳმა უფალმან სეტყუაჲ იგი სასტიკი ყოველსა მას ზედა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.

24 და სეტყუდა სეტყუაჲ იგი და შესტუსვიდა ცეცხლი შორის სეტყუასა მას და იყო სეტყუაჲ იგი სასტიკ ფრიად, რომელ არა ოდეს ყოფილ იყო ეგევითარი დასაბამითგან ჟამთა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

25 და გუემა სეტყუამან ყოველი იგი ქუეყანაჲ ეგჳპტელთა მათ კაცითგან მიპირუტყუთადმდე. და ყოველი თივაჲ ველისა მოსპო სეტყუამან მან და ყოველი ხე ველისაჲ შემუსრა.

26 გარნა ქუეყანასა მას ხოლო გესემისასა, სადა-იგი იყუნეს ძენი ისრაჱლისანი, არა იყო სეტყუაჲ იგი.

27 მიავლინა ფარაო და მოუწოდა მაოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: აწ შეცოდებულ ვარ მე ამიერითგან, რამეთუ უფალი მართალ არს, მე და ერი ჩემი ცრუ ვართ.

28 ილოცეთ ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა და დასცხრეს ჴმაჲ ესე სეტყჳსა და ცეცხლისაჲ და ნაბერწყალი ესე და განგავლინნე თქუენ, რათა მერმე არღარა დაჰყუდნეთ.

29 ჰრქუა მას მოსე: აწ ვითარცა განვიდე ქალაქსა ამას, განვიპყრნე ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა. და ჴმაჲ ეგე ქუხილისა მაგის დაყუდნეს და სეტყუაჲ ეგე დასცხრეს და დადგეს წჳმაჲ ეგე, რათა უწყოდი, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ.

30 არამედ შენ და ერი ეგე შენი, ესოდენ უწყი, ვითარმედ არღა გეშინის უფლისა.

31 რამეთუ სელი იგი და ქრთილი იგუემა, რამეთუ ქრთილი იგი გოდლოოდა ოდენღა და სელი თესლოოდა.

32 ხოლო იფქლი იგი და ასლი არა იგუემა, რამეთუ მცხუედ იყო.

33 და გამოვიდა მოსე ფარაოჲსაგან ქალაქსა მას, აღიპყრა ჴელნი თჳსნი უფლისა მიმართ და ქუხილნი იგი და ელვანი, წჳმაჲ იგი და სეტყუაჲ დასცხრეს და არღარა დასწუთა ნაწუეთი ერთი ქუეყანასა ზედა.

34 იხილა რაჲ ფარაო. რამეთუ დასცხრეს წჳმანი იგი და სეტყუაჲ და დაყუდნეს ჴმანი იგი ქუხილისანი მის, შე-ვეღა-სძინა შეცოდებაჲ.

35 და განიფიცხა გული მისი და გული ერისა მისისა და არღარა განუტევნა ძენი ისრაჱლისანი. ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

<< ← Prev Top Next → >>