Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 ხოლო ჰრქუა უფალმან მოსეს მეტყუელმან:

2 წმიდა-მიყავ მე ყოველი პირმშოჲ პირველშობილი განმღებელი ყოვლისა საშოჲსა ძეთა შორის ისრაჱლისათა, კაცითგან მიპირუტყუამდე: ჩემი არს.

3 და თქუა მოსე ერისა მიმართ: იჴსენებდით დღესა ამას, რომელსა შინა გამოხუედით ეგჳპტით სახლისაგან მონებისა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა განგიყუანა თქუენ უფალმან ამიერ და არა შჭამოთ ცომი.

4 რამეთუ ამას დღესა შინა განხჳდეთ თქუენ თთუესა შინა ახალთასა.

5 და იყოს, ოდესცა შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა ქანანელთასა, და ქეტელთასა, და აღმორეველთასა, და ეველთასა, და იებოსელთასა, და გერგესეველთასა, და ფერეზელთასა, რომლისათჳს ვეფუცე მამათა შენთა მიცემად თქუენდა ქუეყანა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, და ჰყოთ მსახურებაჲ თთუესა ამას.

6 და შჳდ დღე შჭამდეთ უცომოსა, ხოლო მეშჳდესა დღესა დღესასწაული არს უფლისაჲ.

7 უცომოსა შჭამდეთ შჳდთა დღეთა, არა იხილვოს შენდა ცომოანი, არცა იყოს ცომი შენდა ყოველთა შინა საზღვართა შენთა შჳდ დღე.

8 და უთხრობდე ძესა შენსა მას დღესა შინა მეტყუელი; ამის მიერ, ქმნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან, ვითარცა-იგი მოვიდოდე ეგჳპტით.

9 და იყოს შენდა სასწაულად ჴელსა ზედა შენსა და მოსაჴსენებლად წინაშე. თუალთა შენთა, რათა იყოს შჯული უფლისაჲ პირსა შინა შენსა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოგიყუანა შენ უფალმან ეგჳპტით.

10 და დაიცევით შჯული ესე ჟამითი ჟამადთა შინა ჟამთასა დღითი დღეთაგან დღეთა მიმართ.

11 და იყოს, ვითარცა შეგიყვანოს შენ უფალმან ქუეყანასა ქანანელთასა, ვითარ სახედ ეფუცა მამათა შენთა, და მიგცეს იგი შენ.

12 და განუჩინო ყოველი განმღებელი საშოჲსა წული უფალსა და ყოველი განმღებელი საშოჲსაჲ სამროწლეთაგან შენთა ანუ საცხთვართა შორის შენთა. წმიდა-ჰყო უფლისად, რაოდენი-რაჲ იყოს შენდა წული.

13 ყოველი განმღებელი საშოჲსაჲ კარაული განსცვალო ცხოვრად, ხოლო უკუეთჱ არა განსცვალო, იჴსნა იგი. ყოველი პირმშოჲ კაცისაჲ ძეთა შენთასა იჴსნა.

14 ხოლო უკუეთუ გკითხოს შენ ამისსა შემდგომად ძემან შენმან მეტყუელმან: რაჲ არს ესე? და ჰრქუა მას, ვითარმედ: ჴელითა მტკიცითა გამომიყუანნა ჩუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან მონებისა.

15 ხოლო რაჟამს განფიცხნა ფარაო გამოვლინებად ჩუენდა, მოკლა ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა პირმშოჲთგან კაცისათ ვიდრე პირმშოდმდე საცხოვართა. ამისთჳს შევსწირავ მეცა უფლისა ყოველსა განმღებელსა საშოჲსასა წულსა, და ყოველსა პირმშოსა ძეთა ჩემთასა ვიჴსნი.

16 და იყოს სასწაულად ჴელსა ზედა შენსა და შეურყეველ წინაშე თუალთა შენთა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოგიყვანა შენ უფალმან ეგჳპტით.

17 ხოლო ვითარცა განავლინა ფარაო ერი იგი, არა გზა-უყო მათ ღმერთმან გზაჲ ქუეყანისა ფილისტიმისაჲ, რამეთუ ახლო იყო. რამეთუ თქუა უფალმან: ნუსადა შეინანოს ერმან, იხილოს რაჲ ბრძოლაჲ, და მიაქციოს ეგჳპტედ.

18 და მოაქცია უფალმან ერი უდაბნოდ მიმართ ზღუად მიმართ მეწამულად, ხოლო მეხუთე ნათესავი აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

19 და მიიხუნა მოსე ძუალნი იოსებისნი მის თანა, რამეთუ ფიცით აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა, მეტყუელმან: მოხილვასა მას, რომლითა მოგხედოს თქუენ უფალმან, თანა-აღიხუენით ძალნიცა ჩემნი ამიერ თქუენ თანა

20 ხოლო იტრნეს რაჲ ძენი ისრაჱლისანი სოქოთით, წყობა-ყვეს ანათომს შინა უდაბნოდ მიმართ.

21 ხოლო ღმერთი უძღოდა მათ დღისი უკუე სუეტითა ღრუბლისათა ჩუენებად მათდა გზასა, ხოლო ღამე - სუეტითა ცეცხლისათა.

22 და არა მოაკლდა სუეტი იგი ღრუბლისა დღისი და სუეტი ცეცხლისა ღამე წინაშე ყოვლისა ერისა.

<< ← Prev Top Next → >>