ბიბლია, გამოსვლა, თავი 22. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10072&pid=4&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 უკუეთუ ვინმე მოიპაროს ზუარაკი, ანუ ცხოვარი და დაკლას იგი, ანუ განყიდოს, ხუთნი ზუარაკნი მისცნეს ზუარაკისათჳს და ოთხნი ცხოვარნი ცხოვარისათჳს.
ხოლო უკუეთუ ნათხარსა შინა იპოოს მპარავი და მოწყლული მოკუდეს, არა არს ესე კაცის-კლვაჲ.

2 ხოლო უკუეთუ აღმოჰჴდეს მზე მის შინა, თანა-მდებ არს, მოკუედინ. ხოლო უკუეთუ არა აქუნდეს მას, განისყიდენ იგი ნაცულად ნაპარევისა.

3 ხოლო უკუეთუ დაშთეს და იპოოს, ჴელსა შინა მისსა ნაპარევი ვირითგან ვიდრე ცხოვრადმდე, ორ წილად გარდაიჴადოს იგი.

4 უკუეთუ ვინმე მოაძოოს აგარაკი, ანუ ვენაჴი, დაუტეოს საცხოვარი თჳსი ძოვნად აგარაკსა სხჳსასა, მისცეს აგარაკისაგან ნაყოფისაებრ მისისა, ხოლო უკუეთუ ყოველი აგარაკისა მოძოოს, ანუ უმჯობესნი აგარაკისა მისისანი, ანუ უკეთესნი ვენაჴისა მისისანი მისცნეს.

5 უკუეთუ გამოსრულმან ცეცხლმან პოვნეს ეკალნი და მოწუას კალოჲ, ანუ ჴუვილნი, ანუ ველი, აღმატყინებელმან ცეცხლისამან გარდაიჴადოს.

6 უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა ვეცხლი, ანუ ჭურჭელი დასამარხველად და მოპარულ იქმნეს სახლისაგან კაცისა მის, უკუეთუ იპოოს მპარავი, გარდაიჴადოს ორ წილ.

7 ხოლო უკუეთუ არა იპოოს მპარავი, შევიდეს უფალი სახლისაჲ წინაშე ღმრთისა და ფუცოს, ვითარმედ მას არა უზაკუავს ყოველსავე დანადებსა ზედა მოყუსისასა

8 ყოვლისაებრ სიტყჳსა უსამართლოჲსა ზუარაკისათჳს და კაჰრაულისა და ცხოვრისა და შესამოსლისა და ყოვლისა წარწყმედისა სასარჩლოჲსა მის, რაჲცა რაჲმე იყოს იგი და წინაშე ღმრთისა გამოვიდეს საშჯელი ორთავე და მხილებულმან ღმრთისა მიერ ორწილ მიაგოს მოყუასსა.

9 უკუეთუ ვინმე მისცეს მოყუასსა კაჰრაული, ანუ ცხოვარი, ანუ ზუარაკი, ანუ ყოველი საცხოვარი დასამარხველად და მოკუდეს, ანუ დაიმუსროს, ანუ ტყუე იქმნას და ვერვინ ცნას.

10 ფიცი ღმრთისაჲ იყოს შორის ორთავე, ვითარმედ მას არა რაჲ უზაკუავს რაჲთურთით დანატეობისა მისთჳს მოყუსისა და ესრეთ შეიწყნაროს იგი უფალმან, არა მისცეს.

11 ხოლო უკუეთუ მოიპაროს მის მიერ, უზღოს უფალსა მისსა.

12 ხოლო უკუეთუ მჴეცის შესაჭმელ იქმნეს, მიიყუანოს უფალი მისი ნამჴეცავსა მას ზედა და არა უზღოს.

13 უკუეთუ ვინმე ითხოოს მოყუსისაგან და დაიმუსროს, ანუ მოკუდეს, ანუ მჴეცის შესაჭმელ იქმნეს, ხოლო უფალი მისი არა იყოს მის თანა, უზღოს მას.

14 ხოლო უკუეთუ უფალი მისი მუნ იყოს, არა უზღოს. ხოლო უკუეთუ. მიზდური იყოს, ეყოს მას ნაცულად მიზდისა მისისა.

15 უკუეთუ ვინმე შეაცთუნოს ქალწული დაუწინდებელი და დაწვეს მის თანა, მიყვანებით მიიყვანოს იგი თავისა თჳსისა ცოლად.

16 ხოლო უკუეთუ განფრთხობით განიფრთხოს და არა ენებოს მამასა მისსა მიცემად მისდა ცოლად, ვეცხლი მისცეს მამასა მისსა, რაოდენი მოღებად არს ქალწულთაგან.

17 მწამლველთა არა მიჰხედნეთ.

18 ყოველი, რომელი დაწვეს პირუტყჳსა თანა, სიკუდილით მოკუედინ.

19 მემსხუერპლე ღმერთთა მოსპოთ თჳნიერ მხოლოჲსა ღმრთისა.

20 მწირი არა განაბოროტოთ, არცა აჭირვოთ მას, რამეთუ იყვენით თქუენცა მწირ ქუეყანასა ეგჳპტისასა.

21 ყოველი ქურივი და ობოლი არა დაჰქენჯნოთ.

22 ხოლო უკუეთუ ქენჯნით დაჰქენჯნნეთ იგინი და იწყონ ჴმობად ჩემდამო, სმენით ვისმინო ჴმისა მათისა.

23 და განვრისხნე გულისწყრომით თქუენდა მომართ და მოგწყჳდნე თქუენ მახჳლითა და იყვნენ ცოლნი თქუენნი ქურივ და შვილნი თქუენნი ობოლ.

24 უკუეთუ ვეცხლი ისესხოს ძმამან შენგან, რომელი იყოს გლახაკ, არა იყო მაჭირვებელ მისსა, არა დასდვა მას ვახში.

25 უკუეთუ წინდად დაიწინდო სამოსელი მოყუასისაჲ, უკენსცე იგი უწინარეს მზის დასლვისა.

26 რამეთუ იგი ხოლო მარტო არს შესამოსელი მისი, ესე არს სამოსელი უშუერებისა მისისა, რომლითა დაიძინის და უკუეთუ ჴმა-ყოს ჩემდა მომართ, მე ვისმინო მისი, რამეთუ მოწყალე ვარ.

27 ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი.

28 დასაბამნი კალოსა და საწნეხელისანი არა დააკლნე, პირმშონი ძეთა შენთანი მომცე მე.

29 ესრეთ უყო ზუარაკსა შენსა და ცხოვარსა შენსა და კაჰრაულსა შენსა, შჳდღა დღეთა იყოს დედისა თანა, ხოლო დღესა მერვესა მომცე მე იგი.

30 და კაცნი წმიდანი იყვნეთ და ჴორცი ნამჴეცავი არა შჭამოთ, ძაღლსა მიუგდოთ იგი.

<< ← Prev Top Next → >>