Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 არა შეიწყნარით სასმენელი ამაო, არა დაშჯდე ცრუჲსა თანა ყოფად მოწამედ ცრუდ.

2 არა იყო მრავალთა თანა სიბოროტესა ზედა, არა შეეძინო სიმრავლესა თანა მიდრეკად მრავალთა თანა, ვითარმცა მისდრიკე საშჯელი.

3 და დავრდომილი არა შეიწყალო საშჯელსა შინა.

4 და უკუეთუ შეემთხჳო ზროხასა მტერისა შენისასა, ანუ კარაულსა მისსა შეცთომილსა, მომაქცეველმან მისმან კუალად აგნე მას.

5 ხოლო უკუეთუ იხილო კარაული მტერისა შენისა დაცემული ტჳრთსა შინა მისსა, არა თანაწარჰჴდე მას, არამედ შეეწიო მას მის თანა.

6 არა გარდაჰგულარძნო სამართალი დავრდომილისაჲ საშჯელსა შინა მისსა.

7 ყოვლისაგან სიტყჳსა ცრუჲსა განეშორო, უბრალოჲ და მართალი არა მოაკუდინო და უღმრთოჲ არა განამართლო ქრთამისათჳს.

8 და ქრთამი არა მიიღო, რამეთუ ქრთამი დააბრმობს თუალთა მხედველთასა და განაბოროტებს სიტყუათა მართალთა.

9 და მწირი არა შეაწუხოთ, არცა შეაურვოთ, რამეთუ თქუენ უწყით სული მწირისაჲ, რამეთუ თქუენცა მწირ იყვენით ქუეყანასა ეგჳპტისასა.

10 ექუს წელ სთესვიდე ქუეყანასა შენსა და შეჰკრებდე ნაშრომთა მისთა.

11 ხოლო მეშჳდესა წელსა განტევებაჲ ჰყო და განუსუენო მას და ჭამდენ გლახაკანი ნათესავისანი, ხოლო დანაშთომთა მისთა ჭამდენ მჴეცნი ველურნი. ესრეთ უყო ვენაჴსა შენსა და ზეთის ხილოანსაცა შენსა.

12 ექუს დღე იქმოდი საქმესა შენსა, ხოლო დღესა მეშჳდესა განისუენო, რათა განისუენოს ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და რათა ილხინოს ძემან მჴევლისა შენისამან და მწირმან.

13 ყოველნი რაოდენნი ვთქუენ თქუედა მომართ, დაიმარხენით და სახელი ღმრთისა სხუათა არა მოიჴსენოთ, არცა ისმეს პირთაგან თქუენთა.

14 სამთა ჟამთა წელიწადისათა იდღესასწაულოთ ჩემდა.

15 დღესასწაული უცომოთაჲ დაიმარხეთ, შჳდთა დღეთა შჭამდეთ უცომოსა ვითარ-იგი გამცენ შენ ჟამსა თთჳსა ახალთაჲსასაჲ, რამეთუ მას შინა გამოხუედ ეგჳპტით. არა მეჩუენო ცალიერი წინაშე ჩემსა.

16 და დღესასწაული მკისა პირველისა ნაშრომთასაჲ ჰყო საქმეთა შენთა, რომელნიცა სთესნე აგარაკსა შენსა და დღესასწაული დასასრულისაჲ განსლვასა წელიწდისასა, შეკრებასა საქმეთა შენთასა აგარაკისაგან შენისა.

17 სამთა ჟამთა წელიწდისათა ეჩუენოს ყოველი წული შენი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

18 არა აკუმივო ცომითა სისხლი საკუმეველისა ჩემისა, არცა დაიძინოს ცმელმან დღესასწაულისა ჩემისამან განთიადმდე.

19 დასაბამნი პირველთა ნაშრომთა ქუეყანისა შენისათანი შეიხუნე სახლად უფლისა ღმრთისა შენისა, არა შეაგბო კრავი სძითა დედისა მისისათა.

20 და აჰა, მე წარვავლენ ანგელოზსა ჩემსა წინაშე პირსა შენსა, რათა დაგიცვას შენ გზასა ზედა, რათა შეგიყვანოს შენ ქუეყანასა, რომელი განგიმზადე შენ.

21 ეკრძალე თავსა შენსა და ისმინე მისი. და ნუ ურჩ ექმნები მას, რამეთუ არა გრიდოს შენ, რამეთუ სახელი ჩემი არს მას ზედა.

22 უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და ჰყუნეთ ყოველი, რაოდენნიცა გრქუნე თქუენ. უკუეთუ ისმინნე სიტყუანი ჩემნი და ჰყვნე ყოველნი, რაოდენთა გეტყოდე შენ, მტერ ვექმნე მტერთა შენთა ღა წინა-აღუდგე წინააღმდგომთა შენთა.

23 რამეთუ ვიდოდის ანგელოზი ჩემი წინამძღურად შენდა და შეგიყვანოს შენ აღმორეველისა მიმართ და ქეტელისა და ფერეზელისა და ქანანელისა და გერგესეველისა და ეველისა და იებოსელისა და აღვჴოცნე იგინი.

24 არა თაყუანი-სცე ღმერითა მათთა, არამედ დამჴობით დაამჴუნე იგინი და შემუსრვით შეჰმუსრნე სუეტნი მათნი.

25 და ჰმსახურო უფალსა ღმერთსა შენსა და ვაკურთხო პური შენი და ღჳნოჲ შენი და წყალი შენი და გარე-მოვაქციო ყოველი დაჴსნილობაჲ შენგან.

26 არა იყოს უბიწოჲ, არცა ბერწი ქუეყანასა შენსა ზედა, რიცხჳ დღეთა შენთა აღვავსო.

27 და შიში ჩემი წარვავლინო წინამძღურად შენდა და განვაცჳბრნე ყოველნი წარმართნი, რომელთაცა მიერ შენ განხჳდე მათ მიერ და მოგცნე წინააღმდგომნი შენნი მეოტად.

28 და წარვავლინნე ბზიკნი უპირატეს შენსა და განასხნეს აღმორეველნი და ეველნი და ქანანელნი და ქეტელნი შენგან და ფერეზელნი და გერგესეველნი და იებოსელნი.

29 არა განვჴადნე იგინი პირისაგან შენისა წელიწადსა ერთსა, რათა არა დაშთეს ქუეყანა ოჴრად და მრავალ იქმნენ შენ ზედა მჴეცნი მის ქუეყანისანი.

30 მცირედ-მცირედ განვჴადნე იგინი შენგან, ვიდრემდის აღორძინდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ.

31 და დავსხნე საზღვარნი შენნი ზღჳთ მეწამულით ვიდრე ფილისტიმისათ და უდაბნოჲთ ვიდრე მდინარედ დიდად ევფრატადმდე და მოგცნე ჴელთა თქუენთა მსხდომარენი ქუეყანასა მას ღა განვასხნე იგინი შენგან.

32 არა დასდვა მათ თანა და ღმერთთა მათთა თანა აღთქუმაჲ.

33 და არა დაადგრენ ქუეყანასა შენსა, რათა არა შემცოდე-გყონ შენ ჩემდა მომართ, რამეთუ უკუეთუ ჰმსახურო ღმერთთა მათთა, იგინი იყვნენ შენდა შესაბრკოლებელ.

<< ← Prev Top Next → >>