Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 და მოსეს ჰრქუა: აღმოვედით ჩემდა შენ და აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და სამეოცდაათნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა და თაყუანის-სცენ შორით უფალსა.

2 და მიეახლოს მოსე ხოლო ღმერთსა, ხოლო იგინი არა მიეახლნენ და ერი არა თანააღმოვიდეს მათ თანა.

3 ხოლო შევიდა მოსე და მიუთხრნა ერსა ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი და სამართალნი. და მიუგო ყოველმან ერმან ერთითა ჴმითა მეტყუელმან: ყოველნი სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი, ვყვნეთ და ვისმინნეთ.

4 და დაწერნა მოსე ყოველნი სიტყუანი უფლისანი, აღიმსთო მოსე განთიად და აღაშენა საკურთხეველი ქუეშე მთასა მას და დასხნა ათორმეტნი ქვანი ათორმეტთაებრ ტომთა ისრაჱლისათა.

5 და წარავლინნა ჭაბუკნი ძეთა ისრაჱლისათანი და მოიხუნეს ყოვლად დასაწველნი და ამსხუერპლნეს მსხუერპლად მაცხოვარებისად ღმერთსა ჴბონი.

6 და მოიღო მოსე ზოგი იგი სისხლისა მის და შთაასხა ტაკუკსა, ხოლო ზოგი იგი აპკურა საკურთხეველსა.

7 და მოიღო წიგნი აღთქუმისაჲ და წარიკითხა ყურთა მიმართ ერისათა. და თქუეს: ყოველი, რაოდენი თქუა უფალმან, ვყოთ და ვისმინოთ.

8 ხოლო მოიღო მოსე სისხლი, აპკურა ერსა და თქუა: აჰა სისხლი აღთქუმისა, რომელი აღთქუმა-ყო ღმერთმან თქუენდა მომართ ყოველთა ამათ სიტყუათათჳს.

9 და აღვიდა მოსე და აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და სამეოცდათნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა.

10 და იხილეს ადგილი, რომელსა დგა მუნ ღმერთი ისრაჱლისა და ქუეშე ფერჴთა მისთა, ვითარცა ნაქმარი ქვისა საპფირონისაჲ და ვითარცა სახე სამყაროჲსა ცისაჲ სიწმიდითა.

11 და რჩეულთაგანი ისრაჱლისათა არა ჴუებულ იქმნა არცა ერთი, და იხილეს ადგილი ღმრთისაჲ და ჭამეს და სუეს.

12 და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღმოვედ ჩემდა მომართ მთად და იყავ მუნ და მიგცნე შენ ფიცარნი ქვისანი, შჯული და მცნებანი, რომელნი დავწერენ შჯულისდებად მათდა.

13 და აღდგა მოსე და ისო, წინაშემდგომი მისი, აღვიდეს მთასა ღმრთისასა.

14 და მოხუცებულთა ჰრქუა: და დაყუდენით მანდა, ვიდრემდის მოვიქცეთ თქუენდა მომართ და აჰა, აჰრონ და ორ თქუენ თანა, უკუეთუ რაჲმე დაემთხჳოს საშჯელი, მივიდოდე მათდა მიმართ.

15 და აღვიდა მოსე მთად და დაფარა ღრუბელმან მთაჲ.

16 და გარდამოჴდა დიდებაჲ ღმრთისაჲ მთასა ზედა სინასა და დაფარა იგი ღრუბელმან ექუს დღე. და უწოდდა უფალი მოსეს დღესა მეშჳდესა საშუალით ღრუბლისათ.

17 ხოლო სახე დიდებისა უფლისაჲ ვითარცა ცეცხლი მოტყინარე თხემსა ზედა მთისასა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.

18 და შევიდა მოსე საშუალ ღრუბლისა და აღვიდა მთად და იყო მუნ მთასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა.

<< ← Prev Top Next → >>