Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 და შენ მოიყვანე თავისა მომართ შენისა აჰრონ, ძმაჲ შენი, და ძენი მისნი ძეთაგან ისრაჱლისათა მღდელობად ჩემდა, აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და ელეაზარ და ითამარ, ძენი აჰრონისნი.

2 და უქმნე შესამოსელი წმიდაჲ აჰრონს, ძმასა შენსა, უქმნე პატივად და დიდებად.

3 და შენ მოუწოდე ყოველთა ბრძენთა გაგონებითა, რომელნი აღვავსენ სულითა მგძნობელობისათა და უქმნენ სამოსელი წმიდა აჰრონს სიწმიდედ, რომლითა მღდლობდეს ჩემდა.

4 და ესე არიან შესამოსელნი, რომელნი უქმნენ მკრდისა ზედა და სამჴარი და პოდირი და შესამოსელი ფესუედი და კიდარი და სარტყელი, და უქმნენ შესამოსელნი წმიდანი არონს და ძეთა მისთა მღდელობად ჩემდა.

5 და მათ მოიღონ ოქროჲ და ძოწეული და ჳაკინთი და პორფირი და ბისონი.

6 და შექმნან სამჴარი ბისონისაგან გრეხილისა ნაქმრად ქსოილად ჭრელებულად.

7 ორნი სამჴარნი იყვნენ მისნი, სხჳთა და სხჳთა თანა შემწყუმელნი მისნი, ორთავე კერძოთა ზედა განმარტებულნი.

8 და ნაქსოჲ - სამჴართა, რომელ არს მას ზედა, ქმნულებისაებრ მისგანვე იყოს ოქროჲსაგან და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა.

9 და მოიხუნე ორნი ქვანი სამარაგდონნი და სწახნაგნე მათ ზედა სახელნი ძეთა ისრაჱლისათანი.

10 და ექუსნი სახელნი - ქვასა ზედა ერთსა და ექუსნი სახელნი სხუანი - ქვასა მეორესა ნათესავთაებრ მათთა.

11 საქმედ ქვის მოქმედებითისა ჴელოვნებისად წახნაგებად საბეჭდავისად სწახნაგნე ორნი ქვანი სახელებისაებრ ძეთა ისრაჱლისათასა, გამოსახულად და გამოწახნაგებულად ოქროჲთა ჰქმნე იგინი.

12 და დაჰსხნე ორნი იგი ქვანი მჴართა ზედა სამჴართასა, ქვანი მოსაჴსენებელისანი არიან ძეთა ისრაჱლისათანი და აღიღებდეს აჰრონ სახელებსა ძეთა ისრაჱლისათასა წინაშე უფლისა ორთა ზედა მჴართა მისთა მოსაჴსენებელად მათთჳს.

13 და ჰქმნნე ფარის სახენი ოქროჲსაგან წმიდისა.

14 და ჰქმნნე ორნი ფესჳს სახენი ოქროჲსაგან წმიდისა აღრეული ყუავილთა თანა ნაქმრად თხზულებისა, და დასხნე ფესჳს სახენი იგი განთხზულნი ფარის სახეთა მათ ზედა დასასრულსა

15 თანა მათსა წინაჲ კერძოჲთგან. და ჰქმნა სიტყჳერი მსჯავრთა მსგავსად ჭრელებულად შენაწევრებისაებრ სამჴართასა. ჰქმნა იგი ოქროჲსაგან და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა გრეხილისა და ბისონისა ძახილისა.

16 ჰმნე იგი მოთხვით. იყოს იგი მრჩობლ მტკავლეული სიგრძით და მტკავლეული სივრცით.

17 და ქსოო მას შინა ნაქსოვი ქვათაგან ოთხ სტიქონი და სტიქონი ქვათაჲ იყოს: სარდიონი, პაზიონი, სამარაგდონი - სტიქონი.

18 და სტიქონი მეორე - ანთრაკი და საპფირონი და იასპი.

19 და სტიქონი მესამე - ლიგჳრი და აქატი და ამეთჳსოს.

20 და სტიქონი მეოთხე - ოქროქვაჲ და ბჳრილლიონი და ფრცხილი. გარემობურვილ ოქროჲთა იყვნენ სტიქონეულად სახელნი მათნი.

21 და ქვანი იყვნენ სახელთაებრ ძეთა ისრაჱლისათა ათორმეტ მსგავსად სახელთა მათთა წახნაგებულ ბეჭდებრ, თითოეული იყვნენ სახელსა ზედა ათორმეტთა ტომთასა.

22 და ჰქმნნე სიტყჳერსა ზედა ფესუნი განთხზულნი ნაქმარად ჯაჭუედად ოქროსაგან წმიდისა.

23 და ჰქმნნე სიტყჳერსა ზედა ორნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე ორნი იგი ბეჭედნი ორთა ზედა კიდეთა სიტყჳერისათა.

24 და დაასხნე ორნი იგი ჯაჭუედნი ოქროჲსანი ორთა ზედა ბეჭედთა კიდესა თანა სიტყჳერისასა.

25 და ორნი მწუერვალნი ორთა ზედა ჯაჭუედთანი განუხუნე ორთა შინა შესაკრავთა და დაჰსხნე მჴართა ზედა სამჴრისათა შუბლსა თანა პირისა მისისასა.

26 და ჰქნნე ორნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე იგინი ორთა ზედა მწუერვალთა სიტყჳერისათა, კიდესა თანა მისსა, რომელ არს კერძოჲსა თანა სამჴართასა შინათ კერძო.

27 და ჰქმნნე ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე იგინი ორთა ზედა მჴართა სამჴრისათა ქუეშე კერძო პირით კერძოჲსა თანა შესაკრებელსა მათსა, ზედა კერძო ღონესა მას სამჴრისასა.

28 და შეჰკრვიდენ სიტყჳერსა ბეჭედსა ზედა მისსა ბეჭდისა მიმართ სამჴართასა გრეხილითა ჳაკინთისათა, რათა იყოს იგი ღონესა ზედა სამჴრისასა, და არა განჰყო სიტყჳერი სამჴრისაგან.

29 და მოიხუნეს აჰრონ სახელნი ძეთა ისრაჱლისათანი სიტყჳერსა ზედა მშჯავრთასა მკრდითა თჳსითა შემავალმან წმიდად მიმართ საჴსენებელად სამარადისოდ წინაშე ღმრთისა.

30 და დაჰსხნე სიტყჳერსა ზედა მსჯავრისასა ფესუნი ჯაჭუედნი, ორთავე კიდეთა ზედა სიტყჳერისათა დაჰსხნე, და ორნი ფარის სახენი დაჰსხნე ორთავე ზედა მჴართა სამჴრისათა პირით კერძო, და დასდვა სიტყჳერსა ზედა მსჯავრისასა გამოცხადებაჲ და ჭეშმარიტებაჲ და იყვნენ მკერდსა ზედა აჰრონისასა, რაჟამს შევიდოდის წმიდად მიმართ წინაშე უფლისა და მიიხუნეს აჰრონ მშჯავრნი ძეთა ისრაჱლისათანი მკერდსა ზედა უფლისა მარადის.

31 და ჰქმნა ქუეშეთსაცუმელი პოდირი ყოვლად ჳაკინთოვანი.

32 და იყოს პირის გარემოჲსი დასაწყისისა მისისა საშუალო მქონებელი სირასა გარემო პირის გარემოჲსისა ნაქმარსა ქსოით და შესარწყუმელსა მის თანა ქსოილსა მისგანვე, რათა არა განიბძაროს.

33 და ჰქმნე ქუე ქუემოსა ზედა ქუეშეთსაცუმელისასა ქუეით, ვითარცა აღყუავებულთა ბროწეულთა ბროწეულებანი ჳაკინთისაგან და პორფირისა და მეწამულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა ქუე ქუემოსა ზედა ქუეშეთსაცუმელსა, ხოლო მითვე სახითა ბროწეულნი ოქროჲსანი და ეჟუანნი საშუალ მათსა გარემოჲს გარე ბროწეულთა თანა ოქროჲსასა.

34 ეჟუანი და ყუავილედი ქუე ქუემოჲსა ზედა ქუეშეთსაცუმელისასა გარემოჲს.

35 და იყოს აჰრონ მსახურებასა შინა მისსა, ისმოდის ჴმაჲ მისი, შე-რა-ვიდოდის სიწმიდესა წინაშე უფლისა და გამო-რა-ვიდოდის, რათა არა მოკუდეს.

36 და ჰქმნა პეტალი ოქროჲსა წმიდაჲ და ჰსწახნაგო მას ზედა წახნაგებად ბეჭდისად სიწმიდე უფლისა.

37 და დასდვა იგი ჳაკინთსა ქუეშე გრეხილსა და იყოს მიტრასა ზედა, პირსა ზედა მიტრასასა იყოს.

38 და იყოს შუბლსა ზედა აჰრონისასა და აღიხუნეს აჰრონ ცოდვანი წმიდათანი, რაოდენნიცა განწმიდნენ ძეთა ისრაჱლისათა, ყოველი მოსაცემელი წმიდათა მათთა, და იყოს შუბლსა ზედა აჰრონისსა სამარადისოდ მითუალულად მათთჳს წინაშე უფლისა.

39 დასკუნილნი სამოსელთაგან ბისონისაგან და ჰქმნა კიდარი ბისონისაჲ და სარტყელი ჰქმნა ნაქმარად ჭრელებულად.

40 და ძეთაცა აჰრონისთა უქმნე სამოსელნი და სარტყელნი და კიდარნი, უქმნნე მათ დიდებად და პატივად.

41 და შეჰმოსნე იგინი აჰრონს, ძმასა შენსა, და ძეთა მისთა მის თანა და სცხო მათ, და აღუვსნე მათ ჴელნი მათნი და განსწმიდნე იგინი, რათა მიმღდელობდენ მე.

42 და უქმნნე მათ საწვივენი სელისანი დაფარვად უშუერებასა სარცხჳნელისა მათისასა, წელთაგან ბარკალსხჳლადმდე იყოს.

43 და ემოსნენ იგინი აჰრონს და ძეთა მისთა, რაჟამს შევიდოდიან კარავსა საწამებელსა, და ანუ რაჟამს შევიდოდიან მსახურებად საკურთხეველსა წმიდისა, და არა აღიღონ თავთა მათთა თანა ცოდვაჲ, რათა არა მოკუდენ შჯულად საუკუნოდ მისსა და თესლისა მისისა მის თანა.

<< ← Prev Top Next → >>