Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2 აჰა ეგერა, მიწოდებიეს სახელით ბესელიელ, ძე ურისი, რომელი-იგი არს ოვრაი ტომისაგან იუდასი.

3 და აღვავსო იგი სულითა საღმრთოჲთა, სიბრძნითა და მეცნიერებითა, ყოვლითა საქმითა.

4 განზრახვად და ხუროთმოძღვრებად საქმედ ოქროჲსა მის და ვეცხლისა და რვალისა.

5 და იაკინთისა და ძოწეულისა, და მეწამულისა მის სთულისა და ზეზისა მის ძახილისა სამსახურებელისა მის, და საქმისა მისა ძელით ხუროობისა საქმედ, ყოვლისავე საქმისაებრ.

6 და მე მივსცე მას ელიაბ, ძე აქისამაქისი, ტომისაგან დაანისა და ყოველსა გულისხმის-მყოფელსა გულითა მივეც მეცნიერებაჲ, და ქმნენ ყოველი, რომელი გიბრძანე შენ.

7 კარავი იგი საწამებელისაჲ და კიდობანი იგი შჯულისა და სალხინებელი მას ზედა და შესამზადებელი იგი კარვისაჲ.

8 საკურთხეველები და ტაბლა და ყოველი ჭურჭელი მისი, და სასანთლენი წმიდაჲ და ყოველნი ჭურჭელნი მისნი და საკურთხეველი საკუმეველთა.

9 და საკურთხეველი შესაწირავთა და ყოველი ჭურჭელი მისი და საბანელი და ხარისხი მისი.

10 და შესამოსელი ქვესამსახურებელი სიწმიდისანი და სამოსელნი იგი, სამსახურებელნი აჰრონისი და სამოსელნი იგი ძეთა მისთანი სამღდელოდ ჩემდა.

11 და ზეთი იგი ცხებულებისა და საკუმეველი იგი შეზავებული სიწმიდისა მსგავსად ყოვლისა, რომელი გიბრძანე შენ, ქმნენ ყოველთაებრ, რომელთა მე გამცნებდ შენ ქმნად.

12 და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყველი:

13 შენ ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ეკრძალენით და შაბათი ჩემი დაიმარხენით, რამეთუ იგი სასწაული ჩემდამო და თქუენ შორის და ნათესავთა თქვენთა, რათა სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან განგწმიდენ თქუენ.

14 დაიმარხეთ შაბათი ჩემი, რამეთუ წმიდაჲ არს უფლისა მიერ თქუენ შორის, რომელმან შეაგინოს იგი, სიკუდილითა მოკუდეს და ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, მოისპოს სული იგი შორის ერისა მის.

15 ექუს დღე იქმოდე საქმესა შენსა, ხოლო დღე იგი მეშჳდე განსუენება არს, წმიდაჲ უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას დღესა, სიკუდილითა მოკუედინ.

16 და დაიმარხედ ძეთა ისრაჱლისათა შაბათისა მის. ყოფად მისა ნათესავთა მათ შორის სჯულად საუკუნოდ.

17 შორის ჩემსა და შორის ძეთა ისრაჱლისათა სასწაული არს ჩემ წინაშე საუკუნო, რამეთუ ექუსთა დღეთა ქმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და დღესა მეშჳდესა დააცადა.

18 და მოსცა უფალმან მოსეს, რაჟამს დასცხრა სიტყუად მისა მთასა მას ზედა სინასა, ორნი იგი ფიცარნი ქვისანი დაწერილნი თითითა ღმრთისაჲთა.

<< ← Prev Top Next → >>