ბიბლია, გამოსვლა, თავი 36. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10086&pid=4&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 და იქმოდეს ბესელიელ და ელიაბ და ყოველი ბრძენი გონებითა, რომელთა მისცა უფალმან სიბრძნე და მეცნიერება მათ შორის გულისხმის-ყოფად საქმედ ყოველსავე მას საქმესა მის სიწმიდისა ჯეროვანად ყოვლისა მისთჳს საქმისა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან.

2 მოუწოდა ბესელიეს და ელიაბს მოსე და ყოველსა, რომელსა აქუნდა გულისხმის-ყოფაჲ, რომელსა მოსცა ღმერთმან მეცნიერებაჲ გულსა მისსა და ყოველთავე მათ ნებსით მომავალთა, რომელთა უნდა მოსლვად საქმისა აღსრულებად მისსა.

3 და მიიღეს მოსესგან ყოველივე შეწირული, რომელი მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა ყოვლისა მისთჳს საქმისა სიწმიდისა საქმედ მისა და ესენიცა მოიღებდეს განთიად, რომელი მოაქუნდა მერმე შემწირველთა მათ.

4 და მოვიდეს ყოველი იგი ბრძენნი, რომელნი იქმოდეს საქმესა მას წიდისასა, რომელსა იქმოდენ იგინი კაცად-კაცადი საქმისაებრ თჳსისა.

5 ჰრქუეს მოსეს, ვითარმედ: ფრიად მააქუს ერსა ამას უმეტეს საქმარისა მის. რომელი ბრძანა უფალმან საქმედ.

6 უბრძანა მოსე და ქადაგებდეს ბანაკსა მას შინა და იტყოდეს: მამაკაცი და დედაკაცი ნურღარა მოგაქუს ჴსნილად საჴმრად ნივთი იგი კაცისა მის სიწმიდისა, ამიერითგან კმა-ყვედ.

7 და დააცადა ერმან მან არღარა მოღებად, რამეთუ კმა-ეყო მზა იგი ნივთი, კარვისა მის საქმე წარემართებოდა და ნივთი იგი გარდაერეოდა.

8 და ქმნეს ყოველთა ბრძენთა გონებითა მოქმედთა მათ საქმისათა კარავი იგი ათ ეზოედად იაკინთისაგან სთულისა მეწამულისა, და პორფირისა, და ძოწეულისა ძახილისა ქერობინებრ ქმნილად.

9 სიგრძე ეზოჲსა ერთისა ფელიკისა მის ოცდარვა წყრთა მისი, და სივრცე ოთხით წყრთით ერთისა მის ფელიკისა. და ყოველთავე ფელიკთა ზომა ეგრეთვე იყო.

10 შეაბრძვილო ხუთნი იგი ფელიკნი სხვათა მათ ხუთთა ფელიკთა ზედა, და ხუთნიცა სხუანი იგი ფელიკნი - ხუთთა მათ სხვათავე ზედა.

11 და ჰქმნა წალაები ვიაკინთისაგან გარეგან ერთისა მის ფელიკისა.

12 კიდით კიდე შეაბრძვილო გარემოჲს, ეგრეთვე ყო გარეგნითცა ფელიკნი მეორენი შებრძვილებულად.

13 წალაები ერგასნი უქმნა ერთსა ფელიკსა და წალაები ერგასნი უქმნა გვერდით მეორისა ფელიკისა მეორისაებრ შებრძჳლებულსა, რათა შეებრძვილოს ურთიერთას წალაებთა ურთიერთს თანა. და უქმნა კარშიკები ოქროჲსა ერგასი შესაკინძველად ფელიკთა ურთიერთს თანა კარშიკებითა მით, რათა იქმნას შებრძჳლებულად ერთად.

14 უქმნა ფელიკნი ბალანთაგან საბურველად კარვისა მის, ათერთმეტნი ფელიკნი უქმნა მას.

15 სიგრძე ერთისა მის ფელიკისა - ერგასი წყრთა და სივრცე ერთისა ფელიკისა - ოთხი წყრთა, ზომით ეგრეთვე იყოს ათერთმეტთა მათ ფელიკთანი.

16 და შეაბრძვილნა ხუთნი ფელიკნი ერთად და ექუსნი იგი ფელიკნი ერთად

17 და ქმნა ერგასნი წალაები გარემოჲს ფელიკთა მათ შორის შესაბრძჳლველად. და ქმნა ერგასნიცა სხვანი წალაები გარემოჲს ფელიკთა მათ მეორისა შებრძვილებულისა თანა.

18 და შექმნა კარშიკები რვალთაგან ერგასნი და შესაკინძველად კარვისა, რათა იქმნას ერთ.

19 და ქმნა სუეტის თავთა ზედა კარვისათა ტყავთაგან ვერძისათა ტარსიკონი მეწამული დასაბურველად ცისსხეული ზედა კერძო.

20 და ქმნა ორნი სუეტნი კარვისა მის ძელთაგან ულპოლველთა და აღმართებული.

21 ათ წყრთა სიგრძე ერთისა მის სუეტისა და წყრთისა და კერძოსი სივრცე ერთისა სვეტისა.

22 და ორნი თჳთეულთა სუეტთა შესაბრძვილველად ურთიერთას, ეგრეთვე უქმნა ყოველთა მათ სვეტთა კარვისათა.

23 და ქმნა სვეტნი კარვისანი ოცნი სვეტნი სამხრით კერძო და ორმეოცნი ხარისხნი ვეცხლისანი სვეტთა ოთხთა მათ.

24 და ორნი ხარისხნი - ერთსა მას სვეტთა ორთავე კერძოთა და ორნი ხარისხნი - ერთისაცა მის სვეტთასა ორთავე კერძოთა.

25 და მეორე კერძო კარვისა მის ჩრდილოჲთ კერძო ოცნი სვეტნი.

26 და ორმეოცნი ხარისხნი - ვეცხლისანი, ორნი ხარისხნი ერთისა თანა.

27 და ზურგით კარვისა მის ზღჳთ კერძო ქმნა ექუსნი სვეტნი.

28 და ჰქმნა ორნი სუეტნი უკანით კერძო.

29 და იყვნეს სწორად შინაგან და ეგრეთვე მსგავსად მისა იყვნეს სწორად თავის კერძოდ ერთად შებრძჳლებულად. და ეგრეთვე უქმნა ოთხთა მათ სუეტთა, რომელნი იყვნეს საფუძველად ძგიდეთა მათ.

30 და იყვნენ რვანი სუეტნი და ხარისხნი მათნი ვეცხლისა ათექუსმეტნი და ორნი ხარისხნი - ერთი ერთისა სუეტისა მიმართ და ერთი ერთისა სუეტისა.

31 და ქმნა სართული მისი ძელთაგან ულპოლველისა, ხუთნი ერთისა მის სვეტისა ერთ კერძო კარვისა მის.

32 და ხუთნი იგი სხვანი სართულნი მეორისა კერძო კარვისა მის და ხუთნი სართულნი ზურგით ზღჳს კერძო.

33 ყო შუა კერძო სართული სვეტთა შორის გვერდით კერძო.

34 ორნივე სვეტნი ოქროჲთა შემოსა და ორნი იდაყუნი მისნი ოქროჲსანი, რომელი განეცმოდიან ურთიერთას. და შემოსა სართული იგი ოქროჲთა.

35 და ჰქმნეს კრეტსაბმელი იგი იაკინთისაგან, და ძოწეულისა, და მეწამულისა, და ზეზისაგან ძახილისა და ქმნული ქსოვით ქერობინად.

36 და დგეს იგი ოთხთა სუეტთა ძელთაგან ულპოლველთა, რომელნი შემოსილ იყუნეს ოქროჲთა და სვეტის თავნი მათნი ოქროჲსანი, და ხარისხები მათნი ოთხნი - ვეცხლისანი.

37 და ქმნეს კრეთსაბმელი იგი კარისა მის კარვისა საწამებელისა იაკინთისაგან ძოწეულისა, და მეწამულისა სთულისა და ზეზისაგან ძახილისა ქმნული ქსოვით ქერაბინად.

38 და სვეტნი მათნი ხუთ, და კრკლები მათი, და მარწუხები მათი შემოსილ ოქროჲთა და ხარისხები მათ, ხუთი რვალისაჲ.

<< ← Prev Top Next → >>