Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 და ქმნა ყოველმან ბრძენმან მოქმედთა მათ შორის სამოსელი იგი წმიდაჲ, რომელი არს აჰრონ მღდლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან ღმერთმან მოსეს.

2 და ქმნეს სამჴარნი იგი ოქროჲსაგან, და იაკინთისა, და ძოწეულისა სთულისა და ზეზისაგან ძახილისა.

3 და დახიეს ოქროჲ იგი განჭედილი სხეპლად, რათა თანა-შეექსოოს იაკინთესა მას, და ძოწეულსა, და მეწამულსა სთულსა და ზეზსა მას ძახილსა, ქსოვილად ქმნეს იგი სამჴრად.

4 შეყოფილად ორ კერძოვე ნაწევართა მისთა, ქმნულად ურთიერთას შეწმასნილად მის ზედა.

5 და მისგანვე ქმნეს მისვე ქმნულებისაებრ ოქროჲსა და იაკინთოსა, და ძოწეულისა, და მეწამულისა სთულისა და ზეზისა ძახილისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

6 და ქმნეს ორნივე იგი ქვანი ზამარაგდენი თანა-შექსოვილად ოქროსა მას ქანდაკებულად, გამოჭრილად ბეჭდის სახედ სახელებისაებრ ძეთა ისრაილისათა.

7 და დასხნა იგინი მჴართა ზედა მის სამჴრისათა ქვანი მოსაჴსენებელნი, ძეთა ისრაჱლისათანი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

8 და ქმნა საკითხავი იგი ქმნული ქსოვილად ჭრელად ქმნულისა მისებრვე სამჴართა ოქროჲსაგან და იაკინთისა, და ძოწეულისა, და მეწამულისა და ზეზისაგან ძახილისა.

9 ოთხკიდედ ორკეცად ქმნა საკითხავი იგი, მტკაველ სიგრძე მისი და მტკაველ - სივრცე მისი ორკეცად.

10 და თან შეაქსოვა მას ქსოვილი თითოეული ანთრაკი კარგად-კარგად ოთხ სტიქონად; კარგი ერთი: ქვაჲ სარდიონი, და ტოპაზიონი და ზამარაგდონი.

11 და მეორე იგი კარგი: ანთრაკი, და საფირონი და იასპი.

12 და მესამე იგი კარგი: ლიგჳრი, აქატი და ამეთჳსტონი.

13 (36,20) და მეოთხე იგი კარგი: ოქროქვა, და ბივრილიონი და ფრცხილი და გარემოდგმული ოქროჲთა.

14 (36,21) და შემაგრებული ოქროსა შინა და ანთრაკნი ესე იყვნეს სახელებისაებრ ძეთა ისრაჱლისათა, ათორმეტ სახელები მათი გამოწერით ბეჭდებრ თჳთოეული სახელი ათორმეტთა მათ ტომთაჲ.

15 (36,22) და ჰქმნეს საკითხავსა მას ფერსუები თანა შეთხზულად ქმნულად თხზულსა ოქროჲსაგან წმიდისა.

16 (36,23) და ქმნეს ორნი იგი ფიცარნი ოქროჲსანი და გამოაბნეს ორნი იგი გრკალნი ოქროჲსანი ორთა მათ კიდეთა საკითხავისა.

17 (36,24) და განაცუნეს თხზულნი იგი ოქროჲსანი ორთა მათ გრკალთა ორკერძოვე კიდეთა მის საკითხავისათა (36,25) და ორთა მათ შესაკინძველთა ორთა მათ თხზულთასა, და განასხნეს ორთა მათ ასპიტაკთა და დაასხნეს ორთა მათ ზედა მჴართა მის სამჴრისათა

18 წინაუკმო პირისპირ მისსა (36,26) და ქმნეს ორნი კარშიკნი ოქროჲსანი, და განასხნეს იგინი ორთა მათ ფრთეთა კიდეთა მის საკითხავისათა, ერთ კერძო კიდეთა ბეჭით კერძოთა მის სამჴრისათა, შიგან კერძო და ქმნეს ორნი კარშიკნი ოქროჲსანი სხვანი, და განასხნეს ორთავე მათ კერძოთა ბეჭთა მის სამჴრისათა ქვემო კერძო მის წინაშე პირისპირ შეკინძულისა მის ზემო კერძოსა თანა-შექსოისა მისაებრვე სამჴართასა.

19 რათა შეამტკიცებდენ საკითხავსა მას კარშიკნი იგი, რომელნი იყვნენ მას ზედა კარშიკთა მათ სამჴრისათა შემტკეცილი იაკინთოთა და თანაშეთხზულ ნაქსოვსა მას სამჴართასა, რათა არა გამოეკეცებოდეს საკითხავი იგი სამჴართა მათგან, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

20 და ქმნეს შთასაცუმელნი იგი ქვემო კერძო სამჴართა მათ ქმნულად ქსოილად ყოვლად იაკინთონი.

21 ხოლო საყელე იგი შთასაცმელისა მის საშუალ გამოქსოვილად თანაშეთხზულ იყო მარტივსა მას. იყო მოსხმულ კილონი იგი გარემოსთა საყელესა მას განუხსნელად.

22 და ქმნეს ნივთსა მას ქუმეჯაკისასა ქუემო კერძო, ვითარცა ყვავილი ბროწეულისაჲ ბროწეულაკები იაკინთოჲსაგან, ძოწეულისა, და მეწამულისაგან სთულისა და ზეზისაგან ძახილისა.

23 და ქმნეს ეჟუნები ოქროჲსაჲ წმიდისა ფესუებსა მას მის ქუმენჯაკისასა გარემო.

24 შორის ბროწეულაკთა მათ ეჟუანი ოქროჲსა, ბროწეული გარემო ფესუებსა მას ქუმენჯაკისასა სამსახურებლად, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

25 და ქმნეს პალეგავტი ზეზისა ქმნულ ქსოილი აჰრონისათჳს ძეთა მისთა.

26 ნაფერტები ზეზისა ძახილისა და ვარშამანგები ზეზისა.

27 და უქმნეს როპანაკები ზეზისაგან ნივთისა.

28 და სარტყელები მათი ზეზისაგან, და ძოწეულისა, და იაკინთესა და მეწამულისა სთულისა ქმნულად ჭრელებულად ყვავილის სახედ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

29 და ქმნეს განჭედილი იგი ოქროჲსაგან რჩეულისა და გამოწერა მას ზედა წიგნი გამოდგმით ბეჭდის სახედ სიწმიდისა უფლისა.

30 და გამოჰკიდა მას სთული იაკინთისა, რათა იყოს ზედა კერძო ვარშამაგსა მას, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

31 და აღესრულა ყოველივე საქმარი საქმე მის კარვისა საწამებელისა, რაოდენი უბრძანა უფალმან მოსეს და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ეგრეთ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ხოლო ნეშტი იგი ოქროჲ მის შეწირულისა ქმნეს ჭურჭელნი სამსახურებელისა მათისა წინაშე უფლისა.

32 და მოიღეს სამოსელი იგი მოსეს წინაშე და კარავი იგი, და ყოველი ჭურჭელი მისი, და მოქლონები, და ხარისხები მისი, და სვეტები, და კიდობანი იგი სჯულისა და აღსაპყრობელნი მისნი.

33 და მაშკები ტყავებისა იგი ვერძთასა ენდროჲსფერი და საბურველი იგი ტყავებისა მის იაკინთესა.

34 და კრეტსაბმელი, რომელ ჰფარვიდა კიდობანსა მას აღთქუმისასა, და უღელნი.

35 და ტაბლა იგი წინაშე დასაგებელი, და ყოველივე სასანოვაგე ჭურჭელი მისი, და პურნი შესაწირავთანი,

36 და სასანთლე იგი წმიდაჲ, და სანთელნი იგი მისნი და სანთელნი სანათობელნი, და ზეთი იგი ნათლისაჲ.

37 და საკურთხეველი ოქროჲსა, და ყოველი ჭურჭელი მისი, და ზეთი იგი ცხებისა, და საკმეველი შეზავებული.

38 და კრეტსაბმელი კარვისა და კარისა მისისა.

39 და ტაბლა იგი სპილენძისა, და სალხინებელი მათი, და ყოველი ჭურჭელი მათი, და საბანელი და ხარისხი მათი.

40 სამოსელნი იგი სამსახურებელი სიწმიდისა, სამოსელნი სიწმიდისა, რომელ არიან აჰრონ მღდელთმოძღურისა, და სამოსელნი იგი ძეთა მისთანი სამღდელონი.

41 ყოველივე, რაოდენი უბრძანა მოსეს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ყოველივე მომზადება.

42 და იხილა მოსე ყოველივე იგი ქნული და იყო ქმნილ მსგავსად, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს, ეგრეთ მოექმნათ იგი. აკურთხნა იგინი მოსემ.

43 და იხილა მოსე ყოველივე იგი ქნული და იყო ქმნილ მსგავსად, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს, ეგრეთ მოექმნათ იგი. აკურთხნა იგინი მოსემ.

<< ← Prev Top Next → >>