Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2 ერთსა დღესა თთჳსა მის მირკანისასა, თჳს თავსა აღმართო კარავი იგი საწამებელისა,

3 და დასდგა კიდობანი იგი საწამებელისაჲ, და დაჰბურო კიდობანი იგი საბურველითა.

4 და შეიღო ტაბლა იგი ოქროჲსა და დააგო პური იგი დასაგებელი მისი, და შეიღო სასანთლე იგი და დასდგნე მის ზედა სანთელნი მისნი.

5 და დასდგა საკურთხეველი იგი ოქროჲსა კმევად საკუმეველისა წინაშე კიდობანსა მას საწამებელისა და დაჰბურო საბურველი იგი კრეტსაბმელისაჲ კარსა კარვისა მის საწამებელისა,

6 და დასდგა საკურთხეველი იგი ნაყოფითა კართა მის კარვისა საწამებელისათა.

7 და დასდგა საბანელი წინაშე კარსა კარვისა საწამებელისათა, და შთაასხა მას შინა წყალი.

8 და სცხო ეზოსა მას გარემოს და განმარტო კრეტსაბმელი კარსა მას ზედა ეზოსასა,

9 და მოიღო ზეთი იგი ცხებისაჲ და სცხო კარავსა მას და ყოველი, რაჲ არს მას შინა, და განსწმიდო იგი და ყოველი ჭურჭელი მისი და იყოს წმიდა.

10 და სცხო საკურთხეველსა მას ნაყოფთასა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა,

11 და განსწმიდო საკურთხეველი იგი და იყოს წმიდა წმიდათა. და სცხო საბანელსა და ხარისხთა მისთა, და, განსწმიდო იგი.

12 და მოიყვანო აჰრონ და ძენი მისნი წინაშე კარსა კარვისა მის საწამებელისასა, და განბანნე იგინი წყლითა,

13 და შეჰმოსო აჰრონს იგი წმიდაჲ, და სცხო მას და წმიდა იყოს იგი მღდელად ჩემდა; და იყოს მათა ცხებულება მღდელობისა უკუნისამდე ნათესავთა შორის მათსა.

14

15

16 და ყო ეგრე მოსე, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრე ქმნა.

17 და იყო, თთვესა მას პირველსა მეორესა წელთათა გამოსლვისა მის ეგჳპტით, თთვის თავსა, რომელთა კარავი იგი განესრულა.

18 და აღმართა მოსე კარავი და დადგინა ხარისხნი მისნი, და აღმართნა სვეტნი იგი მისნი, და დასდვა სვეტის თავნი,

19 და მოქლონნი, და აღმართნა სუეტნი, და განმარტნა ეზოები იგი კარვისა მის, და დაჰბურა საფარველი კარავსა მას ზედა კერძო, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

20 და მოიხუნა საწამებელნი იგი და შთაასხნა იგინი კიდობანსა მას და განუთხინა უღელნი იგი ქვეშე კერძო კიდობანსა მას.

21 და შეიღო კიდობანი იგი შინაგან კარვისა მის, დაჰბურა საფარველი იგი კრეტსაბმელისა მის და დაფარა კიდობანი იგი წამებისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

22 დადგა ტაბლა იგი კარავსა მას შინა საწამებელისასა, ჩრდილოთ კერძო, გარე კრეტსაბმელსა მას, კარვისა მის საწამებელისასა.

23 და დააგო მას ზედა პური იგი შესაწირავი წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

24 და დადგა სასანოვაგე იგი კარავსა მას საწამებელისასა ადგილსა მას სამხრეთ კერძო კარვისასა.

25 და დააგნა სასანთლენი მას ზედა წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

26 დადგა საკურთხეველი იგი ოქროჲსა კარავსა მას შინა საწამებელისასა, წინაშე კრეტსაბმელისა.

27 და დააკმია საკმეველი იგი აღზავებული მას ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

28 და განმატა კრეტსაბმელი კარსა ზედა კარვისა მის.

29 და საკურთხეველი ნაყოფთა დადგა კართა მათ თანა კარვისა მის საწამებელისათა. დაასხნა მას ზედა მსხუერპლი და შესაწირავი იგი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

30 და დასდგა საბანელი იგი კარავსა მის თანა საწამებელისათა ტაბლასა თანა და შთაასხა მას შინა წყალი.

31 და იბანებდენ მისგან მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴელთა და ფერჴთა მათთა.

32 რაჟამს შევიდოდიან კარავსა მას საწამებელისასა, გინა რაჟამს შეეხებოდენ საკურთხეველსა მას მსახურებად, და დაიბანდენ მით, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

33 და აღმართა ეზო გარემოს კარვისა მის საკურთხევლითურთ და დაჰბურა კარნი ბრჭისა ეზოსა მის საბურველითა მით და აღასრულა მოსე ყოველივე საქმე.

34 დაფარა ღრუბელმან კარავი იგი საწამებელისა და აღივსო დიდებითა უფლისაჲთა კარავი იგი.

35 და ვერ ჴელ-ეწიფა მოსეს შესლვად კარავსა მას საწამებელისასა, რამეთუ აგრილობდა მას ზედა ღრუბელი იგი და დიდებითა უფლისაჲთა აღივსო კარავი იგი.

36 და რაჟამს ამაღლდის ღრუბელი იგი კარვისა მისგან, აღეგნიან ძენი ისრაჱლისანი ტრვად ყოვლით ვანითურთ მათით.

37 და უკუეთუ არა აღიმაღლის ღრუბელმან მან, არა აღეგნიან ტრვად მუნ დღედმდე, ვიდრემდე აღიმაღლის ღრუბელმან მან.

38 რამეთუ ღრუბელი უფლისაჲ იყო კარავსა მას ზედა დღისი და ცეცხლი იყო მას ზედა ღამე წინაშე ყოვლისა სახლისა ისრაჱლისა და ყოვლისა მის ვანისა ტრვასა მათსა.

<< ← Prev Top Next >>