Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ლევიანნი

ბიბლია - ძველი ქართულით

გამოსვლა ლევიანნი რიცხვნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

1 უკუეთუ სულსა შესწირვიდეს ძღუნად შესაწირავად ღმრთისა, სამინდოჲ იყოს შესაწირავი მისი, და დაასხას მას ზედა ზეთი და დასდვას მას ზედა გუნდრუკი. შესაწირავი არს ესე.

2 და მოართუას ძეთა აჰრონისთა მღდელთა და აღიღოს მისგან სავსე მჭელი სამინდოჲსა მისგან ზეთითურთ და ყოველივე იგი გუნდრუკი მისი დასდვას მღდელმან მან საჴსენებელი მისი საკურთხეველსა მას სულად სულნელებად ღმრთისა.

3 და სხუაჲ იგი მსხუერპლისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა იყოს, წმიდათა მათგან მსხუერპლთა ღმრთისათა.

4 უკუეთუ შესწირვიდეს ძღუენსა შესაწირავად, გამოცხობილი თორნითა სამინდოჲსაგან პურნი უცომონი, ზეთითა შესუარულნი და ლელანგოჲ უცომოჲ ცხებული ზეთით.

5 და უკუეთუ შესაწირავი იგი ტაპაკისაგან იყოს, ძღუენი იგი შენი სამინდოჲ შესუარული ზეთითა უცომოჲ იყოს.

6 და დაალტვო იგი დამუსრვილი და დასხა მას ზეთი: შესაწირავი არს ღმრთისა.

7 უკუეთუ შესაწირავი ლანძჳსაგან იყოს, ძღუენი იგი შენი სამინდოჲ ზეთითა შეიქმნეს.

8 და შეწიროს მსხუერპლი იგი, რომელი ექმნეს ერთი ამათგანი, ღმრთისა, და მოართვას იგი მღდელსა. და მიეახლოს მღდელი იგი საკურთხეველსა მას.

9 და აღიღოს მსხუერპლისა მისგან მოსაჴსენებელი მისი, და დადვას მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა, ნაყოფად, სულად სულნელებისა ღმრთისა.

10 ხოლო ნეშტი იგი შესაწირავისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა იყოს, წმიდაჲ წმიდათაჲ ნაყოფთა მათგან ღმრთისათა.

11 ყოველსა მას შესაწირავსა, რომელსა შესწირვიდეთ ღმრთისა, არა ჰყოთ ცომოვანი, რამეთუ ყოველივე ცომი და ყოველივე თაფლი არა შესწიროთ მათგანი ნაყოფად ღმრთისა.

12 და ძღუნად პირველად შესაწირავად იგი ღმრთისა და საკურთხეველსა ზედა არა აღვიდეს სულად სულნელად ღმრთისა.

13 და ყოველივე შესაწირავი მსხუერპლისა თქუენისაჲ მარილითა დაიმარილენ. არა დააცადოთ მარილი შჯულისა ღმრთისა შესაწირავთაგან თქუენთა და ყოველსა ზედა შესაწირავსა თქუენსა მარილი დაასხით.

14 უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა პირველთა ნაყოფთაგან ღმრთისა, ახალი შეტუსვილი ნედლი ღერღილი ღმრთისა, შესწირო მსხუერპლად პირველთა ნაყოფთა.

15 და დაასხა მას ზედა ზეთი და დასდვა მას ზედა გუნდრუკი. შესაწირავი არს ესე.

16 და შეწიროს მღდელმან მან საჴსენებელი მისი ეტერთა მათგან ზეთითურთ, და ყოველივე გუნდრუკი მისი. შესაწირავი არს ესე ღმრთისა.

<< ← Prev Top Next → >>