Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ლევიანნი

ბიბლია - ძველი ქართულით

გამოსვლა ლევიანნი რიცხვნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

1 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2 კაცმან უკკუეთუ ცოდოს და უგულებელობით უგულებელს-ყვნეს მცნებანი უფლისანი და ჰტყუოს მოყუასსა ვედრებისათჳს, გინა ზიარებისათჳს, გინა ტაცებისათჳს, გინა თუ ავნო რაჲმე მოყუასსა,

3 ანუ თუ პოვა წარწყმედული, და ტყუვა მისთჳს და ფუცა ნაცულად ერთისა ამათგანისათჳს, რომელი ყვის კაცმან

4 და ცოდის ამათ შინა, და ყოს, რაჟამს ცოდა და ბრალი ქმნა, და მისცა მუნ ნატაცები იგი, რომელ მოსტაცა,

5 გინა ვნებისა მისთჳს, რომელ ავნო გინა ვედრებისა მისთჳს, რომელი ვედრად აქუნდა მას, გინა წარწყმედულისა მისთჳს, რომელ პოვა ყოვლისაგან საქმისა, რომლისათჳს ფუცა ნაცულად და მისცეს მას თავადი იგი და მეხუთე იგი შესძინოს მას ზედა. ვისაცა იყოს, მასვე მისცეს, რომელსაცა დღესა ემხილოს.

6 და ბრალისა მისთჳს შეწიროს ღმრთისა ვერძი უბიწოჲ სასყიდლითა, რომლისათჳს ბრალი ქმნა.

7 და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა

8 და მიეტეოს მას ერთისა მათგანისათჳს, რომელ ქმნა საცოდავსა მას შინა და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

9 ამცენ შენ აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ: ესე არს შჯული ყოვლად დასაწველისაჲ: ესე ყოვლად დაწუვაჲ დაწვასა მისსა ზედა საკურთხეველსა ზედა ეგზნებოდის ღამე ყოველ განთიადმდე, და არა დაშრტეს, და ცეცხლი იგი საკურთხეველისაჲ ეგზნებოდის მას ზედა და არა დაშრტეს

10 და შეიმოსოს მღდელმან მან სამოსელი სელისაჲ, და ნიფხავი შეიმოსოს სხეულთა მისთა და აღიღოს შეწირული იგი, რომელ განლია ცეცხლმან ყოვლად დამწვარი იგი საკურთხეველისა მისგან და დადგას იგი მახლობელად საკურთხეველსა მას.

11 და განიძარცოს სამოსელი მისი, და შეიმოსოს სხუაჲ და განიღოს ნაყოფად შეწირული იგი გარეშე ბანაკსა მას ადგილსა წმიდასა.

12 და ცეცხლი ეგზებოდის საკურთხეველსა მას ზედა და არა დაშრტეს, და აგზებდეს მღდელი იგი შეშასა განთიად-განთიად, და დაზჳნოს მას ზედა ყოვლად დასაწველი იგი და დასდვას მას ზედა ცეცხლი იგი ცხოვრებისაჲ.

13 და ცეცხლი მარადის ეგზებოდის საკურთხეველსა ზედა და არა დაშრტეს.

14 ესე არს შჯული შესაწირავთაჲ, რომელ მოართოდიან ძეთა აჰრონისთა წინაშე ღმრთისა პირისპირ საკურთხეველისა.

15 და აღიღოს სამინდოჲსა მისგან შესაწირავისა მჭელითა ზეთითურთ მისით გუნდრუკსა თანა მისსა, რომელი-იგი იყოს შესაწირავსა მას ზედა და შეწიროს საკურთხეველსა მას ზედა ნაყოფად, სულად სულნელად, საჴსენებელი მისი უფლისა ღმრთისა.

16 ხოლო ნეშტი იგი მისგანი შეჭამოს აჰრონ და ძეთა მისთა; უცომოჲ შეჭამოს იგი ადგილსა წმიდასა ეზოსა კარვისა საწამებელისასა, სადა შეჭამონ იგი.

17 არა შეიცხოს ცომოვანი; ნაწილად მივსცე იგი მათ ნაყოფთაგან ღმრთისათა: წმიდაჲ წმიდათაჲ არს, ვითარცა ცოდვისაჲ იგი და ვითარცა ბრალისაჲ იგი.

18 ყოველივე წული მღდელთაჲ ჭამდეს მას: შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა ნაყოფად შეწირულთა მათგან ღმრთისათა. ყოველი, რომელი შეეხოს მას, განწმიდნეს.

19 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

20 ესე არს შესაწირავი აჰრონისი და ძეთა მისთაჲ, რომელი შეწირონ ღმრთისა დღესა მას, რომელსა ვცხო მათ: მეათე სათველისაჲ სამინდოჲ - მსხუერპლად სამარადისოდ, ზოგი მისი განთიად და ზოგი მისი მწუხრი.

21 ტაპაკსა ზედა ზეთითა შესვარული შექმნეს იგი, შეწიროს იგი გულარძნილი მსხუერპლი განატეხთაჲ შესაწირავი სულად სულნელად ღმრთისა.

22 მღდელმან ცხებულმან მის წილ, ძეთა მისთაგანმან ყოს იგი, შჯულად საუკუნოდ, ყოვლადვე დადვას საკურთხეველსა ზედა.

23 და ყოველი მსხუერპლი მღდლისაჲ ყოვლად დამწვარ იყოს და არა იჭამოს.

24 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

25 ეტყოდე შენ აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ: ესე არს შჯული ცოდვისაჲ: ადგილსა მას, სადა-იგი დაჰკლვიდენ ყოვლად დასაწველთა, დაკლან ცოდვისაჲ იგი წინაშე ღმრთისა: წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

26 მღდელმან მან, რომელმან შეწიროს იგი, მანვე შეჭამოს იგი ადგილსა წმიდასა და შეჭამოს იგი, ეზოსა მას კარვისა საწამებელისასა.

27 ყოველი, რომელი შეეხოს ჴორცსა მას, განწმიდნეს, და რომელსა ასხურეს სისხლისა მისისაგანი სამოსელსა და დაბღალოს, გამორცხენ იგი ადგილსა წმიდასა.

28 და ჭურჭერი კეცისაჲ, რომლითა შეიგბას იგი, შეიმუსრენ, უკუეთუ ჭურჭრითა რვალისათა შეიგბას, მოხუეტენ იგი, და დაწონ და ჭურჭელი განრცხენ წყლითა.

29 ყოველი წული მღდელთაჲ ჭამდეს მას: წმიდაჲ წმიდათაჲ არს ღმრთისა.

30 და ყოველივე, რომელ ცოდვისათჳს არს, რომელი შეიწიროს სისხლისა მათისაგანი კარავსა მას საწამებელისასა სალხინებელად სიწმიდესა შინა, არა იჭამოს, ცეცხლითა დაიწუეს იგი.

<< ← Prev Top Next → >>