Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ლევიანნი

ბიბლია - ძველი ქართულით

გამოსვლა ლევიანნი რიცხვნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

1 და ესე არს შჯული ვერძისაჲ მის, რომელი იყოს ცოდვისათჳს: რამეთუ წმიდაჲ წმიდათა არს.

2 ადგილსა მას, სადაცა დაკლიან ყოვლად დასაწველები იგი და დაკლან ვერძი იგი ცოდვისაჲ წინაშე ღმრთისა და სისხლი მისი მოაპკურონ ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.

3 და ცმელი მისი მოიღოს მისგან მუცლისა და ყოველივე ცმელი, გარდაბურვილი შინაგან, და ყოველივე ცმელი, რომელ არს ნაწლევთაჲ.

4 და ორნი იგი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ, და ღჳძლის ყური იგი თირკუმლითურთ მოჰჴადოს.

5 და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა ნაყოფად სულად სულნელად ღმრთისა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.

6 ყოველივე წული მღდელთაგანი ჭამდეს მას, ადგილსა წმიდასა ჭამდენ მას, რამეთუ წმიდაჲ წმიდათა არს.

7 ვითარცა-იგი ცოდვისაჲ, ეგრეცა ბრალისაჲ შჯული ერთისა მათგანისა: მღდელისა, რომელმან ყოს ლხინებაჲ, მისა იყავნ იგი.

8 მღდელი იგი, რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა მას კაცისასა, ტყავი იგი ყოვლად დასაწველისაჲ მის, რომელი მან შეწიროს, მისაცა იყოს.

9 და ყოველივე შესაწირავი, რომელი იქმნეს თორნესა და ყოველივე, რომელი იქმნეს ლანძუსა, გინა ტაპაკსა, მღდელისა მის შემწირველისა იყოს იგი.

10 და ყოველივე შესაწირავი ქმნილი ზეთითა, გინა უქმნელი ზეთითა, ყოველთავე კაცად-კაცადისა სწორად.

11 ესე არს შჯული შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელი შეწიროს ღმრთისა.

12 უკუეთუ ქებისათჳს შესწირვიდე მას და შეწიროს მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა პურნი სამინდოჲსაგან შესუარული ზეთითა და ლელანგოჲ უცომოჲ, ცხებული ზეთითა, და სამიდოჲ აღდგინებული ზეთითა,

13 პურთა თანა ცომოვანთა შეწიროს შესაწირავი იგი მისი მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა. და მოართუას მისგანი თითოჲ ყოვლისა ამისგან შესაწირავისა მისისა ნაყოფად პირველად უფალსა ღმერთსა.

14 მღდელმან მან, რომელმან აპკუროს სისხლი იგი ცხორებისაჲ, მისა იყოს იგი და მსხუერპლი იგი და ჴორცი ქებისა ცხორებისა მისავე იყოს

15 და რომელსა დღესა შეწიროს იგი, შეჭამოს, არა დაუტეონ იგი განთიადმდე.

16 და უკუეთუ აღთქმით, გინათუ ნეფსით შეწიროს მსხუერპლი მისი, რომელსაცა დღესა შეწიროს მსხუერპლი იგი მისი, შეჭამონ ხვალისაგანცა.

17 შესაწირავისაჲ, რომელი დაშთეს მესამედ დღედმდე, ცეცხლითა დაიწუეს.

18 უკუეთუ ჭამით ჭამოს დღესა მას მესამესა ჴორცისა მისგანი, არა შეიწირა იგი, რამეთუ შეგინება არს, ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს მისგანი, ცოდვაჲ მოიღოს თავისა თჳსისა.

19 და ჴორცსა, რომელმან შეახოს ყოვლისა არაწმიდებისასა, არა იჭამოს, ცეცხლითა დაიწონ! ყოველი არაწმიდაჲ ჭამდეს ჴორცსა.

20 ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს ჴორცისაგან შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელ არს ღმრთისა, არაწმიდებაჲ მისი მის ზედაცა იყოს, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.

21 და კაცი, რომელი შეეხოს საქმესა არაწმიდასა, არაწმიდებითგან კაცისაჲთ, გინა თუ ოთხფერჴთა არაწმიდათა, გინა საძაგელსა, ყოველსა არაწმიდასა და ჭამოს შესაწირავისაგან მის ჴორცისა ცხოვრებისა, რომელ არს უფლისა, წარწყმდეს კაცი იგი ერისაგან თჳსისა.

22 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

23 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ყოველივე ცმელი ზროხათაჲ და ცხოვართაჲ და თხათაჲ არა ჰჭამოთ!

24 და ცმელი მკუდრისაჲ და ნამჴეცავისაჲ არა ემსახუროს ყოველსა საქმესა, ჭამით არა იჭამოს.

25 ყოველმან რომელმან ჭამოს ცმელისა ცხოვართაგან, რომელთა შესწირვიდეთ მსხუერპლად ღმრთისა, წარწყმდეს კაცი იგი, რომელმან ჭამოს ერისაგან თჳსისა.

26 ყოველი ესე სისხლი არა ჰჭამოთ ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა მფრინველისაჲთგან ვიდრე საცხოვართამდე.

27 ყოველმან კაცმან, რომელმან ჭამოს სისხლი, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.

28 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

29 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა ცხორებისასა ღმრთისა, მოართუის შესაწირავი იგი მისი ღმერთსა მსხუერპლისაგან ცხორებისა.

30 ჴელითა თჳსითა მოართუას ნაყოფი იგი მისი ღმერთსა: ესე არს, ცმელი მკრდისაჲ და ღჳძლის ყური. მოართვას იგი, რათა დადვას დასადებელად წინაშე ღმრთისა.

31 და შეწიროს მღდელმან ცმელი იგი საკურთხეველსა ზედა და მკერდი იგი იყოს აჰრონისა და ძეთა მისთა.

32 და მჴარი იგი მარჯუენე მისცეთ შესაწირავისათჳს მღდელსა მას შესაწირავთაგან ცხორებისა თქუენისათა.

33 რომელი შესწირვიდეს სისხლსა მას ცხორებისასა და ცმელსა, ძეთაგანი აჰრონისთაჲ, მისა იყოს მჴარი იგი მარჯუენე ნაწილად.

34 რამეთუ მკერდი იგი დაგებისაჲ და მჴარი იგი შესაწირავისაჲ მოვიღე ძეთაგან ისრაჱლისათა მსხუერპლთაგან ცხორებისა თქუენისათა და მივეც იგი აჰრონს და ძეთა მისთა შჯულად საუკუნედ ძეთაგან ისრაჱლისათა.

35 ესე არს ცხებაჲ აჰრონისი და ცხებაჲ ძეთა მისთაჲ შესაწირავთაგან ღმრთისათა დღესა მას, რომელსა მოიყვანნა იგინი მღდელობად ღმრთისა, ვითარცა-იგი ამცნო ღმერთმან მიცემად მათა

36 დღესა მას, რომელსა ეცხო მათ ძეთაგან ისრაჱლისათა, შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის მათსა.

37 ესე არს შჯული ყოვლად დასაწუელთაჲ მათ და შესაწირავთაჲ და რომელ ცოდვათათჳს არნ და ბრალისათჳს და სრულებისათჳს და მსხუერპლთათჳს ცხორებისა.

38 ვითარცა ამცნო ღმერთმან მოსეს მთასა სინასა დღესა მას, რომელსა უბრძანა ძეთა ისრაჱლისათა შეწირვად მათა მსხუერპლები მათი წინაშე ღმრთისა უდაბნოსა მას სინაჲსასა.

<< ← Prev Top Next → >>