Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ლევიანნი

ბიბლია - ძველი ქართულით

გამოსვლა ლევიანნი რიცხვნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

1 და იყო, დღესა მას მერვესა მოუწოდა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა და მოხუცებულთა ისრაჱლისათა. და ჰრქუა მოსე აჰრონს:

2 მოიბ თავისა შენისა ჴბოჲ ზროხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი იგი ყოვლად დასაწველი უბიწოჲ და შეწირე იგი წინაშე ღმრთისა.

3 და მოხუცებულთა ისრაჱლისათა ეტყოდე და არქუ: მოიბთ ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი და ჴბოჲ და ტარიგი წელიწდეული მსხუერპლად, ყოველივე უბიწოჲ.

4 და ზვარაკი და ვერძი შესაწირავად ცხორებისა წინაშე ღმრთისა და სამინდოჲ შესუარული ზეთითა, რამეთუ უფალი გამოჩნდეს თქუენ შორის.

5 და მოიღეს, ვითარცა-იგი ამცნო მოსე წინაშე კარავსა მას საწამებელისასა და ყოველივე იგი, მოვიდა კრებული და დადგეს წინაშე ღმრთისა.

6 და ჰრქუა მათ მოსე: ესე იგი სიტყუაჲ არს, რომელ თქუა ღმერთმან, რაჲთა ჰყოთ და გამოჩნდეს თქუენ შორის დიდებაჲ ღმრთისა.

7 და ჰრქუა მოსე აჰრონს: წარმოდეგ წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა და შეწირე ცოდვისა შენისაჲ და მსხუერპლი შენი და ლხინება-ყავ თავისა შენისა და სახლისა შენისა, და შეწირე მსხუერპლი ერისა და ლხინება-ყავ მათთჳს, ვითარცა-იგი ბრძანა ღმერთმან.

8 და წარდგა აჰრონ წინაშე საკურთხეველსა მას და დაკლა ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ.

9 და მოართუეს ძეთა აჰრონისთა სისხლი იგი მას. და დააწო თითი მისი სისხლსა მას და სცხო რქათა მათ საკურთხეველისათა, და სისხლი იგი სხუაჲ დასთხია ხარისხსა თანა მის საკურთხეველისასა.

10 და ცმელი, და თირკუმელნი და ძირი იგი ღჳძლისაჲ, რომელ არს ცოდათათჳს, შეწირა საკურთხეველსა ზედა, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

11 და ჴორცი, და ტყავი და ფუშნიერი მისი დაწუეს გარეშე ბანაკსა მას.

12 და დაკლა მრგულიად დასაწველი იგი და მოართუეს ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მამასა მათსა და მოაბკურა გარემო საკურთხეველსა მას.

13 და მრგულიად დასაწველი იგი მოართუეს მას ასოდ-ასოდ და თავი იგი მისი, და დააგო იგი საკურთხეველსა ზედა.

14 და განრცხნეს ნაწლევი და ფერჴნი მისნი წყლითა და დააგო იგიცა აკურთხევვლსა ზედა ყოვლად დასაწველთასა.

15 და მოიღეს შესაწირავი იგი ერისაჲ

16 და მოჰგუარეს ვაცი იგი ცოდვისათჳს ერისა. და დაკლა, ვითარცა-იგი პირველი, და მოართუეს ყოვლად დასაწველი იგი

17 და ყო იგი ეგრევე, ვითარცა ჯერ-არნ. და მოართუეს შესაწირავი და აღივსნეს ჴელნი მისგან და დააგო საკურთხეველსა მას ზედა თჳნიერ მსხუერპლისა მის განთიადისა.

18 და დაკლა ჴბოჲ იგი და ვერძი შესაწირავისაჲ ცხორებისათჳს ერისა. და მოართუეს ძეთა აჰრონისთა სისხლი იგი მათი მამასა მათსა.

19 და ცმელი იგი ჴბოჲსა მისგან და ვერძისა მისგან, მუცელი და ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი ნაწლევთაჲ და ორნი თირკუმელნი, და ცმელი იგი მათ ზედა და ძირი იგი ღჳძლისაჲ.

20 და დასდვა ცმელი იგი მკერდსა მას ზედა და შეწირა ცმელები ესე საკურთხეველსა ზედა.

21 და მკერდი იგი და მჴარი მარჯუენე მოჰჴადა აჰრონ აღსაღებელად წინაშე ღმრთისა, ვითარცა-იგი უბრძანა ღმერთმან მოსეს.

22 და აღიპყრნა აჰრონ ჴელნი თჳსნი ერსა მას ზედა და აკურთხნა იგინი და გარდამოჴდა შემდგომად შეწირვისა მის მსხუერპლისა და რომელი-იგი ცოდვათათჳს არნ, და რომელი-იგი ცხორებისათჳს არიან.

23 და შევიდეს მოსე და აჰრონ კარავსა მას საწამებელისასა, და ვითარცა მიერ გამოვიდეს, აკურთხეს ერი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ ღმრთისა ყოველსა მას ერსა.

24 და გამოჰჴდა ცეცხლი ღმრთისა მიერ და შეჭამა ყოველივე, რაჲცა იყო საკურთხეველსა მას ზედა, ყოვლად დასაწველი იგი და ცმელები. და იხილა ყოველმან ერმან და განუკჳრდა და დაეცნეს პირსა თჳსსა ზედა და თაყუანი-სცეს.

<< ← Prev Top Next → >>