Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ლევიანნი

ბიბლია - ძველი ქართულით

გამოსვლა ლევიანნი რიცხვნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

1 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე აჰრონს და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა.

2 და არქუ მათ: ესე სიტყუაჲ არს, რომელ ამცნო ღმერთმან.

3 და ჰრქუა: კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან და მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან დაკლას ზუარაკი, გინა ცხოვარი, ანუ თუ თხაჲ ბანაკსა შინა და რომელმან დაკლას გარეშე ბანაკსა.

4 და კარად კარვისა საწამებელისა არა მოიღოს ყოფად მისა მსხუერპლად ცხორებისა, უფლისა სათნოდ სულად სულნელად და დაკლას გარეშე ბანაკსა და კარად კარვისა საწამებელისა, არა მოიღოს იგი შესაწირავად ძღუნად ღმრთისა წინაშე კარავსა ღმრთისსა, სისხლად შეერაცხოს მას კაცსა, იგი სისხლი დასთხია მან, მოისპოს სული იგი ერისაგან მისისა.

5 არამედ რათა მოიღოდიან ძეთა ისრაჱლისათა მსხუერპლები მათი, რაოდენი-რაჲ დაკლან ველსა ზედა, მოიღედ იგი ღმრთისა კარად კარვისა საწამებელისა მღდელისა მის და შეწიროს იგი მსხუერპლად ცხორებისა წინაშე ღმრთისა.

6 და მოასხუროს სისხლი იგი გარემო საკურთხეველსა მას წინაშე უფლისა, კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

7 და შეწიროს ცმელი მისი სულად სულნელად ღმრთისა და არღარა შესწირვიდენ მსხუერპლთა მათთა ამაოთა მიმართ, რათა არა ისიძვიდენ შემდგომად კვალსა მათსა, შჯულად საუკუნოდ იყოს, ესე თქუენდა და ნათესავსა შორის თქუენსა.

8 და არქუ მათ: კაცმან-კაცმან ძეთა ისრაილისათამან, ანუ თუ მწირთაგანმან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან ყოს მსხუერპლი, გინა შესაწირავი,

9 და კარად კარვისა საწამებელისა არა მოიღოს შეწირვად იგი ღმრთისა, მოისპოს კაცი იგი ერისაგან თჳსისა.

10 და კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან, გინათუ მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან ჭამოს ყოველივე სისხლი, დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა, რომელმან ჭამოს სისხლი და წარვწყმიდო იგი ერისაგან თჳსისა.

11 რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს და იგი მიგცე თქვენ საკურთხეველსა ზედა სალხინებელად სულთა თქუენთათჳს, რამეთუ სისხლი მისი არს სალხინებელად სულთა თქუენთა წილ.

12 ამისთჳს ვარქუ ძეთა ისრაჱლისათა: ყოველმან კაცმან თქუენგანმან არა ჭამოს სისხლი და მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, არა ჭამოს სისხლი.

13 და კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან და მწირმან მან, რომელი-იგი იყოს თქუენ შორის, რომელმან ინადიროს ნადირი მჴეცი, გინა თუ მფრინველი, რომელი იჭამების, დასთხიოს სისხლი მისი, დაფარენ იგი მიწითა, რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს. და ვარქუ ძეთა ისრაჱლისათა: სისხლისა ყოვლისა ჴორციელისაჲ არა ჰჭამოთ.

14 რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ არს სისხლი თჳსი.

15 ყოველმან, რომელმან ჭამოს იგი, მოისპოს და ყოველმან კაცმან, რომელმან ჭამოს მკუდრისაჲ, ანუ ნამჴეცავი, მკჳდრთაგანმან, გინა მწირთაგანმან, მოისპოს სული იგი ერისაგან თჳსისა და რომელი შეეხოს მათგანსა, განირცხეს სამოსელი თჳსი და განიბანოს წყლითა; და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე და მიერ განწმიდნეს.

16 უკეთუ არა განირცხეს სამოსელი თჳსი და არა დაიბანოს გუამი თჳსი წყლითა, მოიღოს მან უშჯულოებაჲ თჳსი.

<< ← Prev Top Next → >>