Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ლევიანნი

ბიბლია - ძველი ქართულით

გამოსვლა ლევიანნი რიცხვნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

1 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

2 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

3 მსგავსად საზღვართა მათ ქუეყანისა ეგჳპტელთაჲსა, რომელთა შორის დამკჳდრებულ იყვენით თქუენ, ეგრე არა ჰყოთ და მსგავსად სლვისა მის ქუეყანისა ქანანელთაჲსა, ვიდრე-იგი შეგიყვანნე თქუენ მუნ, არა ჰყოთ და შჯულსა მას მათსა არა ხჳდოდით.

4 სამართალთა ჩემთა ჰყოფდით და ბრძანებათა ჩემთა იმარხევდით და ვიდოდეთ მათ შინა: მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

5 და დაიმარხენით ყოველნივე ბრძანებანი ჩემნი და მშჯავრნი ჩემნი და ჰყოფდით მათ. რომელმან ყუნეს იგი კაცმან, ცხონდეს მათ შინა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

6 კაცი-კაცი ყოველივე თჳსსა ჴორცსა არა მოუჴდეს გამოცხადებად სარცხჳნელისა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

7 სარცხჳნელი მამისა შენისაჲ და სარცხჳნელი დედისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ დედაჲ შენი არს, და არა გამოაცხადო სარცხჳნელი მათი.

8 სარცხჳნელი მამისცოლისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ სარცხჳნელი მამისა შენისაჲ არს.

9 სარცხჳნელი დისა შენისაჲ არა გამოაცხადო მამით, ანუ დედით, შინაგან ნათესავისაჲ, რომელი განსრულ იყოს გარე, არა გამოაცხადო სარცხჳნელი მისი.

10 სარცხჳნელი ასულისა ძისა შენისაჲ, გინა თუ ასულისა წულისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ სარცხჳნელი შენი არს.

11 სარცხჳნელი ასულისა მამისცოლისა შენისაჲ, ზოგადისა მამისაჲ არს, არა გამოაცხადო სარცხჳნელი მისი.

12 სარცხჳნელი მამისდისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ თჳსი მამისა შენისაჲ არს.

13 სარცხჳნელი დედისდისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ თჳსი დედისა შენისაჲ არს.

14 სარცხჳნელი მამისძმისა შენისაჲ არა გამოაცხადო და ცოლსა მისსა არა მოუჴდე, რამეთუ ნათესავი შენი არს.

15 სარცხჳნელი სძლისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ ძისცოლი შენი არს და არა გამოაცხადო სარცხჳნელი მისი, ასული ძისა მისისაჲ და ასული წული მისი არა მოიყვანნე გამოცხადებად სარცხჳნელისა მათისა, რამეთუ თჳსნი შენნი არიან და უღმრთოება არს.

16 სარცხჳნელი ძმისცოლისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ სარცხჳნელი ძმისა შენისაჲ არს.

17 სარცხჳნელი ცოლისა და ასულისა მისისაჲ არა გამოაცხადო, ასული ძისა მისისაჲ და ასული ასულისა მისისაჲ არა მოიყვანო გამოცხადებად სარცხჳნელისა მათისა, რამეთუ თჳსნი შენნი არიან და უღმრთოება არს.

18 და ცოლად დაჲ მისი არა მოიყვანო მოშურნედ, გამოცხადებად სარცხჳნელი მისი მის თანა ცხორებასა მისსა.

19 და დედაკაცსა განშორვებასა არაწმიდებისა მისისასა არა მოუჴდე გამოცხადებად სარცხჳნელისა მისისა.

20 და ცოლისა მოყუსისა შენისა არა შეხჳდე დაწოლად და შეგინებად მისა.

21 და ნათესავისა შენისაგან არა მისცე მსახურებად იგი მთავარსა და არა შეაგინოთ სახელი წმიდაჲ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

22 და წულისა თანა არა დასწვე საწოლითა დედებრითა, რამეთუ საძაგელ არს.

23 და ყოველისა თანა ოთხფერჴისა არა შეხჳდე დაწოლად და შეგინებად მის თანა და დედაკაცი არა დადგეს მოსლვად მის ზედა ყოველივე ოთხფერჴი და მამლობად, რამეთუ საძაგელ არს.

24 და ნუ შიეგინებით ამას ყოველსა შინა, რამეთუ ამას ყოველსა შინა შეიგინნეს წარმართნი, რომელნი მე განვასხნი პირისაგან თქუენისა, რომელთაგან შეიგინა ქუეყანაჲ.

25 და მივაგე მას სიცრუჱ მისი ამისთჳს, და მოიწყინა ქუეყანამან დამკჳდრებულნი მისნი მას ზედა.

26 დაიმარხეთ ყოველივე შჯული ჩემი და ყოველნივე ბრძანებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი და არა ჰყოთ ამათ ყოველთაგანი საძაგელთაჲ მსოფლელმან, და რომელი მოსრულ იყოს მწირი, თქუენ შორის.

27 რამეთუ ყოველივე ამას იქმოდეს საძაგელსა კაცნი ქუეყანისანი, რომელნი უპირადეს იყუნეს თქუენსა, და შეიგინა ქუეყანაჲ.

28 და რომელმან არა მოგიძაგოს თქუენ ქუეყანამან შეგინებითა მით მისითა თქუენ მიერ, ვითარცა-იგი მოიძაგნა უწინარესნი თქუენსა.

29 რამეთუ ყოველმან, რომელმან ყოს ესრეთ, მოისპენ სული იგი, რომელთა ყონ, ერისაგან თჳსისასა.

30 და დაიცუნეთ მცნებანი ჩემნი, რათა არა ჰყოფდეთ უშჯულოებათა მათგან საძაგელთა, რომელნი იქმნეს უწინარეს თქუენსა და არა შეიგინნეთ მათ შინა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

<< ← Prev Top Next → >>