Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ლევიანნი

ბიბლია - ძველი ქართულით

გამოსვლა ლევიანნი რიცხვნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

1 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

2 ეტყოდე შენ კრებულსა მას ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ, უფალი ღმერთი თქუენი.

3 კაცად-კაცადსა მამისა თჳსისა და დედისა თჳსისა ეშინოდენ და შაბათნი ჩემნი დაიმარხენით. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

4 არა შეუდგეთ თქუენ კერპთა და ღმერთნი გამოდნობილნი არა ჰქმნნეთ თქუენ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

5 და უკუეთუ შეწიროთ შესაწირავი ცხორებისაჲ უფლისა ღმრთისა, სათნოჲ შეწირეთ თქუენ.

6 და რომელსა დღესა შესწიროთ, იჭამენ ხვალისაგანცა და რომელი დაშთეს მესამედ დღემდე, ცეცხლითა დაიწუნ, უკუეთუ ჭამით იჭამოს დღესა მესამესა, უკლველი არს, არა შეიწიროს.

7 ხოლო რომელმან ჭამოს იგი, ცოდვაჲ თავისა თჳსისა მოიღოს, რამეთუ სიწმიდე უფლისა ღმრთისა შეაგინა და მოისპნენ სულნი იგი.

8 რომელთა ჭამონ ერისაგან მათისა და რომელთა მომკონ სამკალი იგი ქუეყანისა მის თქუენისაჲ, არა მოასრულოთ სამკალი იგი თქუენი ქუეყანისა თქუენისაჲ მომკად.

9 და რომელი დაცჳოდის სამკალისა თქუენისაჲ, არა შეჰკრიბოთ.

10 და ვენაჴსა შენსა არა შეიქცე მეორედ მოხილვად და არცაღა მარცვალი ვენაჴსა შენსა აღკრიბო, გლახაკთა და მწირთა დაუტევო იგი, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

11 არა იპარვიდეთ და არცაღა სტყუოდით, ნუცა ცილსა შესწამებნ კაცი მოყუასსა თჳსსა.

12 და არა ჰფუცვიდეთ სახელითა ჩემითა ნაცვლად და არა შეაგინოთ სახელი უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

13 არა ავნო მოყუასსა შენსა და არცაღა მო-რაჲ-სტაცო. და ნუცაღა დაადგრებინ სასყიდელი მორეწისაჲ შენ თანა განთიადმდე.

14 არარაჲ ბოროტი ჰრქუა ყრუსა და წინაშე ბრმისა არა დასდვა საცთური და გეშინოდენ უფლისა ღმრთისა შენისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

15 არა ჰქმნეთ ცრუ სარჩელსა შინა, არცა თუალ-ახუნე გლახაკსა, არცა თუალ-ახუნე პირსა ძლიერისასა სიმართლით განსაჯო მოყუასი შენი.

16 არა ხჳდოდი ზაკჳთ ნათესავსა შორის შენსა, არა შეერთო სისხლსა მოყუსისა შენისასა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

17 არა გძულდეს ძმაჲ შენი გონებითა შენითა, მხილებით ამხილო მოყუასსა შენსა და არა მოიღო მისთჳს ცოდვაჲ.

18 და არცა შური იძიოს ჴელმან შენმან და არცა ძჳრი იჴსენო ძეთათჳს ერისა შენისათა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

19 შჯული ჩემი დაიმარხეთ, საცხოვარი შენი არა შეაყო სხუასა მეუღლედ და ვენაჴოვანსა შენსა არა სთესო თითოფერი თესლი და სამოსელი ორთაგან ქსოვილი რეული არა შეიმოსო.

20 და უკუეთუ ვინმე დაწვეს დედაკაცისა თანა საწოლითა თესლისაჲთა, და იგი იყოს მჴევალი თხოვილ კაცისა, დაჴსნით არა ჴსნილ იყოს და განთავისუფლებულ არა იყოს, მოხედვაჲ იყავნ მათა, არა მოწყდენ, რამეთუ არა განთავისუფლებულ იყოს.

21 და შეიწიროს უფლისა შეცოდებისა მისთჳს მისისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა - ვერძი შეცოდებისათჳს.

22 და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ვერძითა მით შეცოდებათათჳს წინაშე ღმრთისა ცოდვისა მისისათჳს, რომელ ცოდა და მიეტეოს მას ცოდვაჲ იგი.

23 უკუეთუ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენდა, დაასხათ ყოველი ხე საჭმელი, და განწმიდოთ არაწმიდებაჲ მისი, და ხილი მისი სამ წელ იყოს თქუენდა განუწმედელ და არა იჭამოს.

24 და წელსა მეოთხესა იყოს ყოველი ნაყოფი მისი წმიდაჲ საქებელად ღმრთისა.

25 და მეხუთესა წელსა ჰჭამოთ ნაყოფი, შესაძინელად თქუენდა ნაყოფი მისი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

26 ნუ ჰჭამთ მთასა ზედა და ნუცა იზმნით და ნუცა ქათმითა იმისნით, არა ჰყოთ

27 სასწორი თმისაგან თავისა თქუენისა, არა განირყუნეთ პირი წუერთა თქუენთაჲ და ნაჭერი აღთქუმისა ჴორცთა ზედა თქუენთასა არა ჰყოთ.

28 და წერილი დაწერტით არა ჰყოთ თქუენ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

29 არა შეაგინო ასული შენი, სიძვად იგი, და არა ისიძვიდეს ქუეყანაჲ და აღივსოს იგი უშჯულოებითა.

30 და შაბათნი ჩემნი დაიმარხნეთ და წმიდათა ჩემთათჳს გეშინოდენ, რამეთუ მე ვარ ღმერთი.

31 არა შეუდგეთ თქუენ მუცლითმეზღაპრეთა და მსახრვალთა, არა შეეყენნეთ შეგინებად მათ შორის. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

32 წინაშე პირსა მჴცოვანისასა ზე აღუდგე და პატივ-სცე პირსა მოხუცებულისასა და გეშინოდენ ღმრთისა ცხოველისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

33 უკუეთუ ვინმე მოგიჴდეს თქუენ მწირი ქუეყანასა თქუენსა, არა აჭირვებდეთ მას.

34 არამედ ვითარცა მკჳდრი თქუენ შორის იყოს მწირი იგი, რომელი მოვიდეს თქუენდა და შეიყვარო იგი, ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ მწირ იყვენით თქუენცა ქუეყანასა ეგჳპტისასა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

35 არა ჰქმნე სიცრუჱ სარჩელსა შინა საწყაულითა, და სასწორთა და ნედლთა ზედა უღელი მართალი იყავნ.

36 სასწორი სიმართლისაჲ და საწყაული მართალი და საწყაული კეცი იყავნ მართალი თქუენ შორის. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით.

37 და დაიმარხეთ ყოველივე შჯული ჩემი და ყოველნი სამართალნი ჩემნი და ჰყოფდით მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

<< ← Prev Top Next → >>