ბიბლია, რიცხვნი, თავი 1. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10118&pid=6&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა სინას კარავსა შინა წამებისასა პირველსა მას თთუესა მეორესა წელსა გამოსლვასა მათსა ქუეყანით ეგჳპტით, ჰრქუა:

2 იწყე შენ აღრაცხად ყოველთა კრებულთა ძეთა ისრაჱლისათა, ნათესავთა მათთა და სახლთა მამათა მათთა, რიცხჳ სახელთა მათთაჲ და თავად-თავადისა მათისაჲ.

3 ყოველი ჭაბუკი ოცი წლითგან და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვალს ძლიერი ისრაჱლისაგან, აღხილვად მათა ძლიერთა მათ ისრაჱლისათა აღიხილნეთ იგინი ძლიერებითურთ მათით, შენ და აჰრონ აღრაცხნეთ იგინი.

4 და თქუენ თანა იყუნენ თითოეულნი თავად-თავადნი მთავარნი და ტომად-ტომადნი იყუნედ.

5 და ესე სახელნი ამათ კაცთანი, რომელნი თქუენ თანა იყუნენ რუბენისი: ელისურ, ძე ედიოზორისი,

6 სჳმეონისი: სალამიელ, ძე სურისადაჲსი,

7 იუდაჲსი: ნაასონ, ძე ამინადაბისი,

8 იზაქარისი: ნათანაელ, ძე სუგარისი,

9 ზაბულონისი: ელიაბ, ძე ქელონისი,

10 ძენი იოსებისნი, ეფრემისნი: ელისამა, ძე ემიუდისი, მანასესი: გამალიელ, ძე ფადასურისი,

11 ბენიამინისი: ამინადან, ძე გედეონისი,

12 დანისი: აქიეზერ, ძე ამინადაჲსი,

13 ასერისი: ფაგეელ, ძე

14 ექრანისი, გადისი: ელისაფატ, ძე ჰრაგუელისი,

15 ნეფთალემსი: აქირე, ძე ენანისი.

16 ესე რჩეულნი კრებულთანი და მთავარნი ნათესავთანი ტომად-ტომადთანი ათასეულთა ისრაჱლისათანი არიან.

17 და მოიყვანნეს მოსე და აჰრონ კაცნი ესე, რომელნი წოდებულ იყუნეს სახელად-სახელად.

18 და ყოველი ერი შეკრიბეს პირველსა მას თთუესა მეორესა წელსა და აღიხილეს თესლად-თესლადი მათი და ტომად-ტომადი მათი და რიხჳ სახელთა მათთაჲ ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი ჭაბუკი თავად-თავადი მათი,

19 ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს და აღრაცხნეს უდაბნოსა სინას.

20 და იყუნეს ძენი რუბენისნი პირმშოჲსა ისრაჱლისა ნათესავნი მათნი და ტომნი მათნი და სახლნი მამისა მათისანი და რიცხუნი სახელთა მათთანი ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი,

21 ძეთა რუბენისთაჲ - ორმეოცდაექუს ათას და ხუთას.

22 ძენი სჳმეონისნი - ნათესავნი მათნი და ტომნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავთა მათთანი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი.

23 აღხილვაჲ იგი მათი ნათესავისა მის სჳმეონისი - ორმეოცდაცხრამეტ ათას და ოთხას.

24 ძენი იუდაჲსნი ნათესავნი მათნი და ტომნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

25 ნათესავისა მის იუდაჲსა - სამეოცდაათხუთმეტ ათას და ექუსას.

26 ძენი ისაქარისნი ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

27 ნათესავისა მის ისაქარისი - ორმეოცდაათოთხმეტ ათას და ოთხას.

28 ძენი ზაბულონისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი

29 ნათვსავისა მის ზაბულონსი - ორმეოცდააჩჳდმეტ ათას და ოთხას.

30 ძეთა იოსებისთაჲ: ძენი ეფრემისნი ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი

31 ნათესავისა მის ეფრემისი - ორმეოც ათას და ხუთას.

32 ძენი მანასესნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი

33 ნათესავისა მის მანასესი - ოცდაათოთხმეტ ათას და სამას.

34 ძენი ბენიამენისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უფროჲსი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი და რიცხჳ იგი მათი

35 ნათესავისა მის ბენიამენისი - ოთხ და ათხუთმეტ ათას და ოთხას.

36 ძენი გადისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

37

38 ძენი დანისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

39 ნათესავისა მის დანისი - სამეოცდაორ ათას და ოთხას.

40 ძენი ასერისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახლთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი და ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი

41 ნათესავისა მის ასერისი - ორმეოც და ათას და ხუთას.

42 ძენი ნეფთალემისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

43 ნათესავისა მის ნეფთალემისი - ორმეოცდაათცამეტ ათას და ოთხას.

44 ესე აღხილვაჲ, რომელი აღრაცხეს მოსე და აჰრონ და მთავართა ისრაჱლისათა, ათორმეტთა მთავართა კაცი ერთი ტომად-ტომადისა თითოჲსა ნათესავად-ნათაესავად სახლთა მამულთა მათთანი იყუნეს.

45 და იყო ყოველი იგი აღხილვაჲ ძეთა ისრაჱლისათა ძალითურთ მათით ოცით წლითგანი და უფროსით ყოველი, რომელი გამოვიდოდა ბრძოლად ისრაჱლისაგან

46 ექუსას ათას და სამ ათას და ხუთას და ერგასის.

47 ხოლო ლევიტელნი იგი და ნათესავნი იგი მათნი არა შეარაცხნეს შოვრის ძეთა ისრაჱლისათა.

48 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

49 იხილე ნათესავი ლევისი, არა შეარაცხნე იგინი შორის ძეთა ისრაჱლისათა.

50 და შენ დაადგინენ ლევიტელნი კარავსა წამებისასა და ყოველსა ჭურჭერსა მისსა და ყოველსა ზედა, რაჲცა არს მას შინა, მათ აღიღონ კარავი და ყოველი სამსახურებლი მისი. და იგინი ჰმსახურებდენ მას შინა, და გარემო კარავსა დაიბანაკონ და, რაჟამს აღიღებდენ კარავსა, დაჴსნენ იგი ლევიტელთა.

51 და რაჟამს დაიბანაკებდეს კარავი, მათ აღმართონ იგი და სხუა, რომელი მიეახლოს, მოკუედინ.

52 და დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა კაცად-კაცადმან წესსა ზედა თჳსსა და კაცმან მთავრობასა თჳსსა ზედა ძალითურთ მათით.

53 ხოლო ლევიტელთა დაიბანაკონ წინაშე უფლისა მახლობელად გარემო კარავსა წამებისასა. და არა იყოს ცოდვა შორის ძეთა ისრაჱლისათა და დაიცვან ლევიტელთა მათ ჴუმილვაჲ იგი კარავისა მის წამებისაჲ.

54 და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ყოველი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს და აჰრონს, ეგრეთ ყვეს.

<< Prev Top Next → >>