Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 ესე შობაჲ აჰრონისი და მოსესი დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა.

2 და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი:

3 პირმშოჲ ნადაბ და აბიუთ და ელიაზარ და ითამარ და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი მღდელნი ცხებულნი, რომელთანი სრულ იყუნეს ჴელნი მაიან მღდელად.

4 და მოკუდა ნადაბ და აბიუთ წინაშე უფლისა, რამეთუ შესწირვიდეს ცეცხლსა უცხოსა წინაშე უფლისა უდაბნოსა სინას. და შვილი არა ესუა მათ და მდღელობდეს ელიაზარ და ითამარ აჰრონის თანა მამისა მათისა.

5 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰქუა:

6 მოიყვანენ ნათესავნი ლევისნი და დაადგინენ იგინი წინაშე აჰრონ მღდელისა და ჰმსახურებდენ მას.

7 და დაიცვენ საჴუმილი მისი და საჴუმილი ძეთა ისრაჱლისათაჲ წინაშე კარავსა წამებისსა საქმედ საქმესა კარავისასა.

8 და დაიცვენ ყოველი ჭურჭელი კარვისა წამებისაჲ და დაიცვენ საჴუმილი ძეთა ისრაჱლისათაჲ და ყოველი საქმე კარვისაჲ.

9 და მისჱნე ლევიტელნი ჱმასა შენსა.

10 აჰრონს და ძეთა მისთა - მღდელთა. მოცემით მოცემულ არიან ესენი ჩემდა ძეთაგან ისრაჱლისათა. და აჰრონ და ძენი მისნი დაადგინნე კარავსა წამებისსა.

11 და დაიცვენ მღდელობაჲ მათი და ყოველი საკურთხეველისაჲ და შინაგან კრეტსაბმელსა და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს.

12 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: და, აჰა, ესერა, მე მოვიყვანნე ლევიტელნი შორის ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა წილ პირმშოთა, რომელმან განაღოს საშოჲ ძეთაგან ისრაჱლისათა, საჴსრად მათა იყუნენ ჩემდად ლევიტელნი.

13 რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ დღესა მას, რომელსა მოვსარ ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, განვწმიდენ ჩემდად ყოველნი პირმშონი ისრაჱლისანი კაცითგან მიპირუტყვადმდე: ჩემდა იყუნედ, მე ვარ უფალი.

14 ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა სინას და ჰრქუა:

15 აღიხილენ ძენი ლევისნი სახლად-სახლად მამათა მათთა და ტომად-ტომადი მათი და ნათესავად-ნათსავადი მათი, ყოველი წული თთჳთგანი და უზეშთაესი - აღრაცხენ იგინი.

16 და აღრაცხნა იგინი მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან.

17 და იყუნეს ესე ძენი ლევსინი და სახელები მათი: გეთნოს, კაათ, მერარი.

18 და ესე სახელები ძეთა გეთსონისთაჲ და ტომთა მათთაჲ: ლუბენი და სჳმიი.

19 და ძენი კაათისნი და ტომნი მათნი: ამბრამ და ისაარ, ქებრონ და ოზიელ.

20 ძენი მერარისნი და ტომნი მათნი - მოული და ომოსი.

21 ესე არიან ტომნი ლევიტელთანი და სახლნი მამისა მათისანი, გეთსონისი ტოჰმი ლობენისი და ტომნი სემეისნი.

22 ესე ტომნი - გეთსონისნი, აღხილვაჲ იგი მათი შჳდ ათას და ხუთათაა.

23 და ძეთა გეთსონსთა დაიბანაკონ შემდგომად კარვისა ზღჳთ კერძო:

24 და მთავარი ტომისა მის გეთსონისი - ელისაბან, ძე დანიელისი.

25 და ჴუმილვაჲ იგი ძეთა მათ გეთსონისთაჲ.

26 კარვისა მის წამებისა კარავი და საბურველი მისი დასახურველი კართაჲ კარვისა მის წამებათაჲსაჲ. და სუეტნი ეზოჲსანი და კრეტსაბმელი ბჭეთა მათ ეზოჲსათაჲ, რომელი არს კარვისაჲ და ნეშტნი ყოველნი სამსახურებელნი მისნი.

27 კაათისი - ტომსა ამბრამისი ერთ, ტომი ისაჰარისი ერთ, ტომი ქებრონისი ერთ, ტომი ოზიელისი ერთ, ესე არიან ტომნი კათისნი.

28 და რიცხჳ ყოველთა წულთაჲ, თთჳთგან და უაღრესი, რვა ათას და ათას ჴუმილვიდეს ჴუმილვასა წმიდათასა.

29 ტომთა ძეთა კათისთა დაიბანაკონ გუერდით კარვისა ჩრდილოჲთ.

30 და მთავარი სახლისა მის კაათისი - ელისაფან, ძე ოზიელისი.

31 და ჴუმილვაჲ იგი მათი კიდობნისა და ტაბლისა და სანთელთა და საკურთხეველთა და ჭურჭერთა წმიდათა, რაოდენითაცა ჰმსახურებდენ მით, დასახურველი ყოველი და სამსახურებელი მათი.

32 და მთავარი მთავართა მათ ზედა ლევიტელთა - ელიაზარ, ძე აჰრონისი მღდელისაჲ, დადგინებული ჴუმილვად ჴუმილვასა მას წმიდასა.

33 მერარისი - ტოჰმი მოოლისი და ტომი ომუოსისი. ესე არიან ტომნი მერარისნი აღხილვაჲ იგი მათი

34 და რიცხჳ მათი - ყოველი წული თთჳთგანი და უზეშთაესი - ექუს ათას და ხუთას.

35 და მთავარი სახლისა მის მამათაჲსა ტომისა მის მერარისთაჲ - სურიელ, ძე აბიქეაჲსი, გუერდით კარავსა მას დაიბანაკონ ჩრდილოჲთ.

36 მსახურებაჲ იგი ძეთა მერარისთაჲ სუეტისთავთა კარვისათა და მოქლონთა მისთა.

37 და სუეტთა მისთა და ხარისხთა მისთა და ჭურჭელთა მათთა და საქმართა მათთა და სუეტთა ეზოჲსა გარემო და ხარისხთა მისთა, მანათა მათთა და საბელთა მათთაჲ.

38 და რომელთა დაიბანაკონ წინაშე პირსა კარვისა წამებისასა აღმოსავლით, მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴუმილვიდენ ჴუმილვასა წმიდასა საჴუმილავსა მას ძეთა ისრაჱლისათასა და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს.

39 ყოველი აღხილვაჲ ლევის ძეთაჲ, ვითარ აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისაჲთა ტომითურთ მათით, ყოველი წული თთჳთგან და უფროჲსით - ოცდაორ ათას.

40 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აღიხილე ყოველი პირმშოჲ წული ძეთა ისრაჱლისათაჲ თთჳთგან და უფროჲსი, და მოიღე რიცხჳ მათი სახელით.

41 და მოიყვანნე ლევიტელნი ჩემდა, მე ვარ უფალი, ყოველთა მათ წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა და პირუტყუნი ლევიტელთანი ყოველთა მათ პირმშოთა წილ პირუტყუთა მათ ძეთა ისრაჱლისათა.

42 და აღიხილნა მოსე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან ყოველი პირმშოჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ.

43 და იყო ყოველივე პირმშოჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ წული რიცხჳსაებრ მათისა და სახელებისაებრ მათისა თთჳთგანი და უზეშთაესი რიცხჳსაებრ მათისა ოც ათას და ორასსამეოცდაცხრამეტ.

44 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანენ

45 ლევიტელნი იგი ყოველთა წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა და საცხოვარი იგი ლევიტელთაჲ საცხოვართა წილ მათთა. და იყუნედ ჩემდა ლევიტელნი იგი, მე ვარ უფალი.

46 და საჴსარი იგი ორასსამეოცდაცამეტისა, რომელნი-იგი ემატნენ ძეთა ლევისთა პირმშოთაგან ძეთა ისრაჱლისათა.

47 და მოიღო ხუთი სასწორი თავად-თავად მსგავსად სასწორისა მის წმიდისა და მოიღო ოცი დანგი სასწორისა მის,

48 და მივსცე ვეცხლი იგი აჰრონს და ძეთა მისთა საჴსარი უმეტესთაჲ მათ შორის.

49 და მოიღო მოსე ვეცხლი იგი საჴსარი უმეტესთა მათ საჴსრად ლევიტელთა.

50 პირმშოთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა, მოიღო ვეცხლი იგი ათას სამასსამეოცდახუთი სასწორი სასწორისაებრ წმიდისა.

51 და მისცა მოსე საჴსარი იგი უმეტესთაჲ მათ აჰრონს და ძეთა მისთა სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

<< ← Prev Top Next → >>