Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: უბრძანე ძეთა ისრაჱლისათა:

2 და განასხნედ გარეშე ბანაკსა ყოველი კეთროვანი და ყოველი თესლმდინარე და ყოველი არაწმიდაჲ სულითა.

3 მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცადმდე, განავლინენ გარეშე ბანაკსა და არა შეაგინონ ბანაკი მათი, რომელთა შორის მე გარდამოვალ მათა.

4 და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა და განავლინნეს იგინი გარეშე ბანაკსა, ვითარცა ეტყოდა უფალი მოსეს, ეგრეთ ყვეს ძეთა ისრაჱლისათა.

5 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

6 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მამაკაცმან, გინა დედაკაცმან, რომელმან ყოს ყოველთაგან ცოდვათა კაცობრივთა და უგულებელით უგულებელ-ყოს და ცოდოს სულმან მან

7 და აღიაროს ცოდვაჲ იგი, რომელი ქმნა და მისცეს ცოდვისა მისთჳს იგი თავადი და მეხუთე მისი დასძინოს მას ზედა და მისცეს, ვის-იგი შესცოდა.

8 უკუეთუ არა იყოს კაცისაჲ მის ნათესავი, რათამცა მისცა მას შეცოდებისა მისთჳს მისაცემელი იგი უფალსა, მღდლისა იყოს იგი თჳნიერ ვერძისა მის ლხინებისაჲსა, რომლითა-იგი ლხინება-ყო მისთჳს მას შინა.

9 და ყოველივე პირველნაყოფი და ყოველი განწმედილი ძეთა შორის ისრაჱლისათა და რაოდენ-რაჲ მოართვან უფალსა, მღდელისა იყოს იგი.

10 და კაცად-კაცადისა შეწირული მისა იყოს და კაცმან, რომელმან მისცეს მღდელსა, მისა იყოს.

11 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

12 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ [მათ]: კაცისაჲ, რომლისაჲ გარდაჴდეს ცოლი მისი და უგულებელ-ყოს ქმარი იგი თჳსი უგულებლებით

13 და და-ვინმე-წვეს მის თანა საწოლითა თესლისაჲთა და დაეფაროს თუალთაგან ქმრისა თჳსისაჲთა და დაუმალოს, და იგი დედაკაცი იყოს შეგინებულ და მოწამე არა ვინ იყოს მისა და მიდგომილ არღა იყოს.

14 და მოუჴდეს ქმარსა მისსა სული შურობისაჲ და ეშურობდეს ცოლსა თჳსსა, და იგი იყოს შეგინებულ, ანუ მოუჴდეს მას სული მოშურნეობისაჲ, და ეშურობდეს ცოლსა თჳსსა და იგი არა იყოს შეგინებულ.

15 და მოიყვანოს კაცმან მან ცოლი თჳსი მღდელისა და შეწიროს მსხუერპლი მისთჳს მეათე წილი სათველისაჲ. ფქვილი ქრთილისაჲ და არა დაასხას მას ზედა ზეთი და არცა დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ არს იგი შესაწირავი შურისსახისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელი ცოდვისაჲ.

16 და მოიყვანოს მღდელმან მან და დაადგინოს დედაკაცი იგი წინაშე უფლისა.

17 და მოიღოს მღდელმან მან წყალი წმიდაჲ ცხოველი ჭურჭრითა კეცისაჲთა და მიწისა მისგან ეატაკისა კარვისა საწამებელისა, და მოიღოს მღდელმან მან და შთაასხას იგი წყალსა მას.

18 და დაადგინოს იგი დედაკაცი წინაშე უფლისა და აღსძარცოს თავსა დედაკაცსა მას და მისცეს ჴელთა მისთა შესაწირავი იგი მოჴსენებისაჲ, რომელ-იგი არს შურისსახისა, და ჴელსა მღდელისასა იყოს წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული.

19 და აფუცოს იგი მღდელმან მან და ჰრქუას დედაკაცსა მას:

20 უკეთუ და-ვინმე-წოლილ არს შენ თანა? უკუეთუ გარდაჴედ შეგინებად თჳნიერ ქმრისა შენისა, უბრალო იყო შენ წყლისა ამისგან მხილებისა დაწყლეულისა, უკუეთუ გარდაჰჴედ შენ, რამეთუ ქმრისცოლი იყავ, გინათუ შეგინებულ ხარ შენ და მო-ვინმე-გცა შენ თესლი თჳსი თჳნიერ ქმრისა შენისა?

21 და აფუცოს მღდელმან მან დედაკაცი იგი ფიცსა ამას წყევისასა და ჰრქუას მღდელმან მან დედაკაცსა მას: მიგეცინ შენ უფალმან წყევასა და ფიცსა ერსა შორის შენსა მოცემად შენდა უფლისა მიერ ბარკალი შენი გარდავრდომად და მუცელი შენი განსივებად. და შევიდეს წყალი ესე დაწყეული მუცელსა შენსა, რათა გარდაგივარდეს ბარკალი შენი და განასიოს მუცელი შენი. და თქუას დედაკაცმან მან: იყავნ, იყავნ.

22

23 და დაწეროს მღდელმან მან წყევაჲ ესე წიგნსა და აღჴოცოს იგი წყალსა მას შიდა მხილებისა მის დაწყეულისა.

24 და ასუას დედაკაცსა მას წყალი იგი მხილებისა მის დაწყეულისაჲ. და შევიდეს მისა წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული.

25 და მოიღოს მდღელმან მან ჴელთაგან მის დედაკაცისათა შესაწირავი იგი შურისსახისაჲ და დადვას შესაწირავი იგი წინაშე უფლისა, დადგას იგი საკურთხეველსა თანა.

26 და მოიღოს მჭელითა მღდელმან მან შესაწირავისა მისგან საჴსნებელისა მისისა და შეწიროს იგი საკურთხეველსა ზედა. და ამისა შემდგომად ასუას დედაკაცსა მას წყალი იგი.

27 და იყოს, უკეთუ შეგინებულ იყოს დედაკაცი იგი, დავიწყებით დაავიწყდა ქმარსა მისსა, შევიდეს მისა წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული, და განსივნეს მუცელი მისი და გარდაჰვარდეს ბარკალი მისი. და იყოს დედაკაცი იგი წყეული ერსა შორის.

28 უკუეთუ არა შეგინებულ იყოს დედაკაცი იგი და წმიდა იყოს, უბრალო არს და თესლი გამოიღოს.

29 ესე არს შჯული შურისსახისაჲ, რიმლისა გარდაუჴდეს ცოლი ქმრისცოლ-ყოფილი და შეიგინოს.

30 გინათუ მამაკაცსა, რომელსა მოუჴდეს სული მოშურნეობისაჲ და ჰშუროდეს ცოლისა თჳსისაჲ და დაადგინოს ცოლი იგი თჳსი წინაშე უფლისა და უყოს მას მღდელმან მან ყოველივე შჯული ესე.

31 და უბრალო იყოს კაცი იგი ცოდვისაგან და დედაკაცმან მან მოიღოს ცოდვაჲ თჳსი.

<< ← Prev Top Next → >>