Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და იყო დღესა მას, რომელსა აღასრულა მოსე, რათა აღმართოს კარავი იგი და სცხო მას და განწმიდა იგი.

2 და შეწირეს მთავართა მათ ისრაჱლისათა ათორმეტთა მთავართა სახლთა მამათა მათთაჲსა.

3 ესე მთავარნი ტომთანი, ესენი წინაშე მდგომელნი მოღუაწებისანი და მოიღეს შესაწირავი მათი წინაშე უფლისა - ექუსი ურემი კარვედი და ათორმეტი ჴარი ურემი, ერთი ორთაგან მთავართა და ჴარი თითოჲ კაცად-კაცადმან მოიბა წინაშე კარავსა.

4 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

5 მოიღე მათგან და იყუნენ საქმესა მას მსახურებისა კარვისა მის საწამებელისა და მისცენ იგინი ლევიტელთა მათ კაცად-კაცადსა მსგავსად თჳსისა მის მსახურებისა.

6 და მოიღო მოსე ურმები იგი და ჴარები იგი, მისცა იგინი ლევიტელთა მათ.

7 ორნი იგი ურემნი და ოთხი ჴარი მისცა ძეთა გეთსონისთა მსგავსად მსახურებისა მათისა.

8 და ოთხი იგი ურემი და რვაჲ ჴარი მისცა ძეთა მერარისთა მსგავსად მსახურებისა მათისა ითამარის მიერ, ძისა აჰრონის მღდელისა.

9 ხოლო ძეთა კაათისთა არა მისცა, რამეთუ სამსახურებელი იგი სიწმიდისაჲ აქუნდა და მჴრითა აღიღოდიან.

10 და მოართვეს მთავართა მათ სატფურებასა მას კარვისასა დღესა, რომელსა სცხო მას და შეწირეს მთავართა მათ შესაწირავი მათი წინაშე საკურთხეველსა მას.

11 და ჰრქუა უფალმან მოსეს: მთავარმან ერთმან დღითი დღედ შეწირენ შესაწირავი თჳსი სატფურებასა მას საკურთხეველისასა.

12 და იყო დღესა მას პირველსა და შეწირა შესაწირავი მისი ნაასონ, ძემან ამინადაბისმან, მთავარმან ტომისა იუდაჲსთამან, და შეწირა შესაწირავი მისი:

13 ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ას ოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ სამეოცდაათ სასწორის სასწორითა წმიდითა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესვარული ზეთითა შესაწირავად;

14 პარაფსიტი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმევლითა;

15 ზუარაკი ერთი ზროხათაგან;

16 ვერძი ერთი და ტარიგი წელიწადეული ყოვლად მწუარად

17 და ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი წელიწადეული ხუთ. ესე შესაწირავი - ნაასონისი, ძისა ამინადაბისი.

18 დღესა მეორესა შეწირა ნათანაელ, ძემან საგორისმან, ტომისა ისაქარისმან, და შეწირა შესაწირავი მისი:

19 ლანკნაჲ ერთი ვეცხლისაჲ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესუარულნი ზეთითა შესაწირავად, პარაფსიტი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა.

20 ზუარაკი ერთი ზროხათაგან.

21 ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

22 ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს,

23 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგები ხუთ. ესე შესაწირავი - ნათანაელისი, ძისა სოგარისი.

24 დღესა მესამესა შეწირა მთავარმან ძეთა ზაბულონისთამან - ელიაბ, ძემან ქელონისმან.

25 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ერთი ვეცხლისაჲ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

26 პარაფსიტი ერთი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკმეველითა.

27 ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთ წელიწდეული უბიწოჲ ყოვლად დასაწველად, ვაცი თხათაგან ცოდვისათჳს.

28

29 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგები წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ელიაბისი, ძისა ქალონისი.

30 დღესა მეოთხესა შეწირა მთავარმან ძეთა რუბენისთამან - ელიასურ, ძემან ედიორისმან.

31 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ას ოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ სამეოცდაათი სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა.

32 პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთი, ზუარაკი ერთი ზროხათგან, ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად,

33

34 ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.

35 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ; ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ელისორისი, ძისა ედიორისი.

36 დღესა მეხუთესა შეწირა მთავარმან ძეთა სჳმეონისთამან სალამიელ, ძემან სურისადაისმან,

37 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ას ოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარული ზეთითა.

38 პარაფსიტი ერთ ოქროჲსაჲ ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,

39 ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად, ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს.

40

41 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ: ესე შესაწირავი - სალამიელისი, ძისა სურისადაჲსი.

42 დღესა მეექუსესა შეწირა მთავარმან ძეთა გადისთამან - ელისამა, ძემან რაგუელისმან,

43 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა.

44 პარაფსიტი ოქროჲსა ერთი სავსე საკუმეველითა, ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

45

46 და ვაცი თხათაგან ცოდვათათჳს.

47 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირველ - ელისაფანისი, ძისა რაგუელისი.

48 დღესა მეშჳდესა შეწირა მთავარმან ძეთა ეფრემისათამან ელისამა, ძემან სემეოდისმან,

49 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ ღმრთისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

50 პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა, ზუარაკი ერთ, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

51

52 ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.

53 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთი, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი ელისამაჲსი - ძისა სემიუდისი.

54 დღესა მერვესა შეწირა მთავარმან ძეთა მანასესთამან - გამალიელ, ძემან ფადასურისმან.

55 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისა ერთ, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლსაჲ სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

56 პარასიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათისა სასწორისაჲ სავსე საკუმეველითა.

57 ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი ერთი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

58 ვაცი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს.

59 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - გამალიელისი, ძისა ფადასურისი.

60 დღესა მეცხრესა შეწირა მთავარმან ძეთა ბენიამენისთამან - აბიდან, ძემან გედეონისმან,

61 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისა ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

62 პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,

63 ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული დასაწველად.

64 და ვაცი თხათაგან ერთ ცოდვისათჳს.

65 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აბიდანისი, ძისა გედეონისი.

66 დღესა მეათესა შეწირა მთავარმან ძეთაგან დანისთა - აქიეზერ, ძემან ამისადაჲსმან,

67 შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორის სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

68 პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა.

69 ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ერთი ყოელად დასაწველი.

70 ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.

71 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აქიეზერისი, ძისა ამისადესი.

72 დღესა მეთერთმეტესა შეწირა მთავარმან ძეთა ასერისთამან - ფაგეელ, ძემან ექრანისმან,

73 შესაწირავი მისი: ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორის სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

74 პარაფსიტი ერთი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,

75 ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ერთ ყოვლად დასაწველად,

76 ვაცი თხათაგან ერთ ცოდვისათჳს,

77 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ფაგელისი, ძისა ექრანისი.

78 დღესა მეთორმეტესა: მთავარმან ძეთა ლეფთალემისთამან - აქირი, ძემან ენანისმან,

79 შესაწირავი: ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთი, სამეოცდაათ სასწორი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა წმიდითა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

80 პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,

81 ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი წელიწდეული ერთი ყოვლად დასაწველად,

82 ვაცითგან ერთ ცოდვისათჳს,

83 და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აქირესი, ძისა ენანისი,

84 ესე არს სატფურებაჲ საკურთხეველისაჲ, რომელსა დღესა ეცხო მას მთავართა მათგან ძეთა ისრაჱლისათა: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ათორმეტ ფიალი ვეცხლისაჲ - ათორმეტ, პარაფსიტი ოქროჲსაჲ - ათორმეტ.

85 ასოცდაათ სასწორ ლანკანაჲ ერთი, სამეოცდაათ სასწორ ფიალი ერთი, ყოველი ჭურჭერი ვეცხლისაჲ ორ ათას და ოთხას სასწორ მსგავსად სასწორისა მის წმიდათაჲსა.

86 პარაფსიტი ოქროჲსაჲ - ათორმეტ სავსენი საკუმეველითა, ყოველი ოქროჲსა პარაფსიტები ასდაოც სასწორ ოქროჲსაჲ,

87 და ყოველი ზროხაჲ შესაწირავად ზუარაკი - ათორმეტ, ვერძი - ათორმეტ, ტარიგები წელიწდეულები - ათორმეტ, უბიწოები შესაწირავი ამათი და მსხუერპლები ამათი და ვაცები თხათაგან ათორმეტ ცოდვისათჳს.

88 და ყოველი ზროხაჲ შესაწირავად ცხორებისა დიაკეული - ოცდაოთხ, ვერძი უბიწოჲ - სამეოც. ესე არს სატფურებაჲ საკურთხეველისაჲ შემდგომად აღვსებისა ჴელთა მისთაჲსა და შემდგომად ცხებისა მისისა.

89 შესლვასა მას მოსესსა კარავსა მას წამებისასა სიტყუად მისა და ესმა მას ჴმაჲ უფლისა, ეტყოდა რაჲ მას ზეგარდამო სალხინებელით შორის ორთა მათ ქერობინთა, რომელ იყო კიდობანსა მას წამებისასა შორის ორთა მათ ქერობინთა და ეტყოდა მას.

<< ← Prev Top Next → >>