Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა მას სინაჲსასა წელსა მას მეორესა გამოსლვასა მას მათსა ქუეყანით ეგჳპტით, თთუესა მას პირველსა, და ჰრქუა:

2 არქუ და ყონ ძეთა ისრაჱლისათა ვნებაჲ ჟამსა თჳსსა.

3 მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, მიმწუხრი, ყონ იგი ჟამისაებრ და შჯულისა მისისა, მეტყველებისაებრ მისისა ყონ იგი.

4 და ეტყოდა უფალი ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ვნებისა.

5 დასაბამისა მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა უდაბნოსა მას სინაჲსასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრეთ ყვეს ძეთა ისრაჱლისათა.

6 და მოვიდეს კაცნი იგი, რომელნი იყუნეს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა და ვერ ეძლო ყოფად ვნებისა მას დღესა შინა: და მოვიდეს წინაშე მოსესა და აჰრონისსა მას დღესა.

7 და ჰრქუეს მათ კაცთა მათ: ჩუენ არაწმიდა ვართ სულითა კაცისაჲთა, ნუ დააკლებთ შეწირვად მსხუერპლსა უფლისასა ჟამსა თჳსსა შორის ძეთა ისრაჱლისათა.

8 და ჰრქუა მათ მოსე: დეგით მანდა და ვისმინო, რაჲ მათ უბრძანოს უფალმან თქუენთჳს.

9 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

10 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცი, რომელი იყოს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა, გინათუ შორსა გზასა იყოს თქვენგანი ნათესავთა შორის თქუენთა და ყოს ვნებაჲ უფლისა,

11 თთუესა მას მეორესა, მეათოთხმეტესა დღესა, მიმწური, ყონ იგი, უცომოსა თანა ველისყრდელითა ჭამონ იგი.

12 და არა დაუტეონ მისგანი განთიადმდე და ძუალი არა განტეხონ მისგანი, შჯულისა მისებრ ვნებისა ყონ იგი.

13 და კაცი, რომელი წმიდა იყოს და გზასა შოვრსა არა იყოს და დააკლოს ყოფად ვნებაჲ, მოიჴოცოს სული იგი შორის ერისა თჳსისა, რამეთუ მსხუერპლი უფლისა არა შეწირა ჟამსა თჳსსა, ცოდვაჲ მოიღოს კაცმან მან.

14 უკუეთუ მოვიდეს მწირი ქუეყანასა თქუენსა და ყოს ვნებაჲ უფლისა შჯულისა მისებრ ვნებისა, მსგავსად ბრძანებისა მისისა ყოს იგი. შჯული ერთი იყავნ თქუენი მწირისაჲ და მსოფლელისა მის ქუეყანისაჲ.

15 დღესა მას, რომელსა აღემართა კარავი იგი, დაფარა ღრუბელმან კარავი იგი სახლი წამებისაჲ და მწუხრად-მწუხრად არნ კარავსა მას ზედა, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ ვიდრე განთიადადმდე.

16 ესრეთ იყო მას, ღრუბელი ჰფარვიდა მას დღისი და ხილვაჲ იგი ცეცხლისაჲ - ღამე.

17 და რაჟამს აღიმაღლის ღრუბელმან კარვისა მისგან, ამისა შემდგომად წარიტრიან ძენი ისრაჱლისანი და ადგილსა მას, რომელსა დადგის ღრუბელი იგი, მუნ დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა.

18 ბრძანებითა უფლისაჲთა დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და ბრძანებითა უფლისაჲთა აღიძრნიან.

19 ყოველთა დღეთა, რაოდენთა აგრილობნ ღრუბელი კარავსა მას ზედა, დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და ოდეს დაადგრის ღრუბელი იგი მრავალ დღე, დაიცვიან საცოჲ იგი ღმრთისა და არა აღიძრნიან.

20 და იყოს, ოდეს აგრილობნ ღრუბელი დღეთა მათ, რიცხჳთ კარავსა ზედა სიტყჳთა უფლისათა დაიბანაკიან და სიტყჳთა უფლისაჲთა აღიძრნიან.

21 და არნ, ოდეს ფგან ღრუბელი იგი მწუხრითგან და ვიდრე განთიადმდე.

22 და უკუეთუ აღვიდეს ღრუბელი იგი განთიად, იტრნიან, დღისი გინა ღამე, ოდეს წარვიდეს ღრუბელი იგი, წარიტრნიან. უკუეთუ თთუეთა დღეთამდე გამრავლდის ღრუბელი იგი და აგრილობნ მას ზედა, დაადგრიან ძენი ისრაჱლისანი და არა იტრნიან.

23 რამეთუ ბრძანებითა უფლისათა, იტრვოდეს და საცოსა უფლისასა იმარხჳდეს ბრძანებითა უფლისათა ჴელითა მოსესითა.

<< ← Prev Top Next → >>