Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და ერი იგი დრტჳნვიდა ბოროტად წინაშე უფლისა და ესმა უფალსა და განრისხნა გულისწყრომით და აღატყდა ცეცხლი მათ შორის უფლისა მიერ და შეჭამა რაოდენიმე ბანაკისაჲ მის.

2 და ღაღად-ყო ერმან მან მოსესა მიმართ და ილოცა მოსე უფლისა მიმართ და დასცხრა ცეცხლი იგი.

3 და ეწოდა ადგილსა მას „ცეცხლით მოწუა“, რამეთუ მუნ აღატყდა მათ შორის ცეცხლი უფლისა მიერ.

4 და ერსა მას უცხოსა, რომელი გამოვიდა ისრაჱლისა თანა, გულმან უთქუა გულისთქმაჲ, დასხდა და ტიროდა, და ძენი ისრაჱლისანიცა მათ თანა, და იტყოდეს: ვინ მცეს ჩუენ ჴორცი და ვჭამოთ.

5 რამეთუ მოვიჴსენეთ ჩუენ თევზი იგი, რომელსა ვჭამდით ჩუენ ეგჳპტეს უსასყიდლოდ და ნესუსა, და მელაპეპონსა, და პრასასა, და ხახუსა და ნიორსა.

6 აწ, ესერა, სული ჩუენი დამდნარ არს, გარნა მანანასა ამას ხოლო თუალნი ჩუენნი მსტუარ არიან.

7 ხოლო მანანაჲ იყო ვითარცა თესლი ქინძისაჲ სპეტაკ და ხილვაჲ მისი - ვითარცა ხილვაჲ მყინვარისაჲ.

8 და განვიდეს ერი იგი, შეკრიგის და დაფქვიან მფქველითა, და მოგალიან ფილთა, და შეგბიან იგი ქოთნითა და შექმნიან ყურბეულად. და იყო გემოჲ მისი, ვითარცა გემოჲ რჩეულისა ზეთიჱაჲ და,

9 რაჟამს გარდამოჴდის ცუარი ბანაკსა მას ზედა, გარდამოჴდის მანანაჲცა იგი მის თანა.

10 და ესმა მოსეს ტირილი იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ თითოეულთაჲ წინაშე კარსა კარვისა თჳსისასა და ტიროდეს. განრისხდა გულისწყრომით უფალი ფრიად და წინაშე მოსესცა იყო ესე ბოროტ.

11 და ჰრქუა მოსე უფალსა: რაჲსათჳს ბოროტი უყავ მსახურსა შენსა და რაჲსათჳს არა ვპოვე მადლი წინაშე შენსა და დამდევ სიმძაფრე ერისაჲ ამის ჩემ ზედა?

12 ნუუკუე მე მუცლად-ვიღე ყოველი ესე ერი, ანუ მე ვშვენ ესენი, რამეთუ მეტყჳ მე: შთაისხენ ეგენი წიაღსა შენსა, ვითარცა აღიქჳს დედამძუძემან მწოვარი ჩჩჳლი და შეიყვანენ იგინი ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცე მამათა მათთა?

13 ვინაჲ ვსცე მე ჴორცი ყოველსა ამას ერსა, რამეთუ ტირან ჩემდამო და მეტყჳან: მეც ჩუენ ჴორცი და ვჭამოთ?

14 ვერ ძალ-მიც მე მარტოსა ტჳრთვად ერი ესე, რამეთუ მძიმე არს ჩემდა სიტყუაჲ ესე.

15 უკუეთუ ესრეთ მიყოფ მე, მომკლა მე მოკლვით, უკუეთუ ვპოვე მე მადლი და წყალობაჲ შენ წინაშე, რათა არა ვიხილო ძჳრი ჩემი.

16 და ჰრქუა უფალმან მოსეს: შემიკრიბენ მე სამეოცდაათნი კაცნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა, რომელნი შენ იცნი, ვითარმედ: ესენი არიან მოხუცებულნი ერისანი და მწიგნობარნი მათნი, და მიიყვანენ იგინი კარვად წამებისა, და დგენ მუნ შენ თანა.

17 და მოვიღო სულისა მისგან, რომელ არს შენ თანა და მივსცე მათ ზედა, და შეგეწეოდიან შენ ზედა მოსლვასა მას ერისასა და არა გეტჳრთოს შენ მარტოსა.

18 და ერსა არქუ: განწმიდენით ხვალისა და ჭამეთ ჴორცი. რამეთუ სტიროდით წინაშე უფლისა და იტყოდით: ვინ მაჭამოს ჩუენ ჴორცი? რამეთუ უმჯობე იყო ყოფაჲ ჩუენი ეგჳპტეს, და მოგცეს თქუენ უფალმან ჴორცი ჭამად და ჰჭამდეთ.

19 არა დღე ერთ, არცა ორ დღე, არცა ხუთ დღე, არცა ათ დღე, არცა ოც დღე,

20 არამედ ვიდრე თვესა დღეთასა ჰჭამდეთ, ვიდრემდე წარმოჴდეს ცხჳრით თქუენით და გექმნეს თქუენ ნავღელ, რამეთუ ურჩ ექმნენით უფალსა, რომელი არს თქუენ შორის, რამეთუ სტიროდეთ წინაშე მისსა და იტყოდეთ: რაჲსათჳს იყო გამოსლვაჲ ჩუენი ქუეყანით ეგჳპტით?

21 და ჰრქუა მოსე უფალსა: ექუსას ათასი არს მკჳრცხლი ერი ესე, რომელსა ვარ მე მათ ზედა და შენ იტყჳ: ჴორცი ვსცე მათ და ჭამდენ, ვიდრე თთუეთა დღეთამდე?

22 ნუ ცხოვარი და ზროხაჲ დაუკლნენა მათ და კმა-ეყოს მათ, ანუ ყოველნი თევზნი ზღჳსანი შეკრბენ და ეყოს მათ.

23 და ჰრქუა უფალმან მოსეს: ჴელი უფლისა ვერმე კმა-ეყოს ამათ აწვე, ეგერა, სცნა მო-რა-იწიოსა სიტყუაჲ ჩემი ანუ არა?

24 და გამოვიდა მოსე და ეტყოდა ერსა სიტყუასა მას უფლისასა და შეკრიბა სამეოცდაათი კაცი მოხუცებულთაგან ერისათა და დაადგინნა იგინი გარემო კარავსა მას.

25 და გარდამოჴდა უფალი ღრუბლითა და ეტყოდა მოსეს. და მოიღო უფალმან სულისა მისგან, რომელი იყო მის ზედა და მიჰფინა იგი სამეოცდაათთა მათ კაცთა ზედა მოხუცებულთა. და ვითარცა განისუენა სულმან მან მათ ზედა და წინაწარმეტყუელებდეს ბანაკსა მათსა შინა და არღარა შეეძინნეს.

26 და დაშთეს ორნი კაცნი ბანაკსა მას შინა: სახელი ერთისაჲ ელდად და სახელი მეორისაჲ მის - მოლდად. და განისუენა სულმან მან მათ ზედა. და ესენი იყუნეს აღწერილთა მათგანნი და არა მოვიდეს კარვად

27 და წინაწარმეტყუელებდეს ბანაკსა მას შინა. და მორბიოდა ჭაბუკი ერთი და უთხრა მოსეს და ჰრქუა მას: ელდად და მოლდად წინაწარმეტყველებენ ბანაკსა შინა.

28 მიუგო ისო, ძემან ნავესმან, წინაშემდგომელმან მოსესმან რჩეულმან, და ჰრქუა: უფალო მოსე, დააბრკოლენ იგინი.

29 და ჰრქუა მას მოსე: და შენცა მეშურობ მე? და ვინ მომცეს ყოველი ესე ერი წინასწარმეტუელად, რაჟამს მოსცეს უფალმან სული მისი მათ ზედა?

30 ხოლო წარვიდა მოსე და ბანაკი მისი უწინარეს ისრაჱლთასა.

31 და გამოვიდა სული უფლისა და გამოიღო მწყერმარჴილი ზღჳთ და დადვა იგი ბანაკსა მას დღის ერთისაგანსა ამიერ და იმიერ, გარემო ბანაკსა მას, ვითარ ორ წყრთა ქუეყანასა ზედა.

32 და აღდგა ერი იგი მას დღესა დღე ყოველ და ღამე ყოველ, და დღე ყოველ ხვალისაგან და შეკრიბეს მწყერმარჴილი იგი, რომელმან მცირედ შეიკრიბა ათკოროს, რომელ არს სამას გრივ. და დაწჳდეს და განაჴმეს ჴმელად გარეშე ბანაკსა მას.

33 და ჴორცი იგი იყოღა პირსა შინა მათსა და არღა მოკლებულ იყო. და უფალი განრისხნა ერსა მას ზედა და მოსრა ერი იგი წყლულებითა დიდითა ფრიად.

34 და ეწოდა ადგილსა მას `საფლავებ გულისთქმისაჲ,~ რამეთუ მუნ დაჰფლეს ერი იგი გულისმთქმელი. და სამარით გულისთქმით წარიძრა ერი იგი ასეროთდ და იყო ერი იგი ასეროთს.

35

<< ← Prev Top Next → >>