Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 იტყოდა კორე, ძე ისსარისი, ძისა კაათისი, ძისა ლევისი, დათან და აბირონ, ძენი ელიაბისნი, და აჳან, ძე ფალეკისი, ძისა რუბენისი, ავნან, ძე ფალეთისი, ძისა რუბენისი.

2 აღდგეს წინაშე მოსესა კაცნი ძეთაგან ისრაჱლისათანი ორასერგასისნი მთავარნი წოდებულნი ზრახვისანი, კაცნი სახელოვანნი.

3 შეკრბეს მოსეს ზედა და აჰროს და თქუეს: გაქუნდინ თქუენ, რამეთუ ყოველი იგი კრებული წმიდა არს და მათ შორის უფალი, რაჲსათჳს აღდგომილ ხართ კრებულსა ზედა უფლისასა?

4 ესმა ესე მოსეს და დავარდა პირსა ზედა თჳსსა.

5 და ეტყოდა კორეს და ყოველსა კრებულსა მისსა და ჰრქუა: მოხედა და იცნა ღმერთმან, რომელნი-იგი არიან მისნი და წმიდანი მისნი და მოიყვანნა იგინი თავისა თჳსისა და, რომელნი არა გამოირჩინა, არა მოიყვანნა.

6 აწ ესე ყავთ: მოიღეთ სასაკუმევლე თქუენი კორე და ყოველმან კრებულმან მისმან.

7 და შთაასხთ ცეცხლი და დაასხთ მას ზედა საკუმეველი წინაშე უფლისა ხვალე; იყოს კაცი, რომელი გამოირჩიოს უფალმან. წმიდა არს იგი, კმა-იყავნ თქუენდა, ძენო ლევსნო.

8 ჰრქუა მოსე კორეს: ისმინეთ ჩემი, ძენო ლევისნო.

9 მცირე არს ესე თქუენდა, რამეთუ გამოგირჩინა ღმერთმან ისრაჱლისამან კრებულისაგან და მოგიყვანნა თქუენ თავისა თჳსისა მსახურებად მსახურებასა კარვისა უფლისასა და წარდგომად წინაშე კრებულისა და მსახურებად მისა.

10 მოგიყვანა შენ და ყოველნი ძმანი შენნი, ძენი ლევისნი, შენ თანა და გნებავს კუალად მღდელობაჲ.

11 ესრეთ შენ და კრებულსა შენსა, რომელნი შეკრებულ ხართ ღმრთისა ზედა და აჰრონ ვინ არს, რამეთუ სდრტვინავთ მისთჳს?

12 და მიავლინა მოსე მოწოდებად დათანისა და აბირონისა, ძეთა ელიაბისთა, და თქუეს: არა მივალთ.

13 ნუ მცირე არს ესე, რამეთუ შემიყვანენ ჩუენ ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისასა მოსრვად ჩუენდა უდაბნოსა ამას, რამეთუ გუმთავრობ ჩუენ? შენ ხარ მთავარ.

14 ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისასა შემიყვანენ ჩუენ და მომეც ჩუენ ნაწილები აგარაკთაჲ და საყურძენთაჲ, თუალნი მათ კაცთანი აღმოჰჴდეს, არა აღვალთ. და დამძიმდა

15 სულმოკლებითა ფრიად მოსე და ჰრქუა უფალსა: ნუ მოჰხედავ შესაწირავთა მათსა, რამეთუ არა ვისი მათგანისაჲ გულისსათქმელი რაჲმე მოვიღე, არცა ბოროტი ვისმე უყავ მათ.

16 და ჰრქუა მოსე კორეს: წმიდა-ყავ კრებული შენი და იყვენით თქვენ მზა წინაშე უფლისა, შენ და იგინი და აჰრონ ხვალისა;

17 და მოიღეთ კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი და დაასხთ მას ზედა საკმეველი და მოიღეთ წინაშე უფლისა კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი ორასერგასისი საცეცხური, შენ და აჰრონ თჳთოეულმან სასაკმევლე თჳსი.

18 და მოიღო კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი და შთაასხეს მას ცეცხლი, და დაასხეს საკუმეველი და დადვეს კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა მოსე და აჰრონ.

19 და შეკრიბნა მათ თანა კორე ყოველნი კრებულნი თჳსნი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა ყოველსა მას ზედა კრებულსა.

20 და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

21 გამოეშორენით შორის კრებულისა მაგის და აღვჴოცნე იგინი ერთბამად.

22 და დავარდეს წინაშე უფლისა მოსე და აჰრონ და თქუეს: უფალო, ღმერთო სულთაო და ყოველთა ჴორცთაო, უკეთუ ერთმან კაცმან ცოდა, ყოველსა ზედა კრებულსა იყოსა რისხვაჲ უფლისა?

23 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

24 ეტყოდე კრებულსა მაგას და არქუ: განეშორენით გარემო კრებულისა მაგისგან კორესისა და დათანისა და აბირონისა.

25 და აღდგა მოსე და მივიდა დათანისა და აბირონისა და მივიდეს მის თანა ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი.

26 და ეტყოდა კრებულსა და ჰრქუა: გამოეშოვრენით კარავთა მაგათგან კაცთა ფიცხელთასა და ნუ შეეხებით ყოველსავე, რომელ-რაჲ არს მათი, ნუუკუე წარსწყმდეთ ცოდვათა მათთა თანა.

27 და გამოეშოვრნეს გარემო კარავთა მათ კორესთა და გამოვიდეს დათან და აბირონ, დადგეს კართა თანა კარვისა მათისათა ცოლნი მათნი, და შვილნი მათნი და ყოველი ჭურჭერი მათი.

28 და ჰრქუა მოსე: ამით სცნათ, რამეთუ უფალმან მომავლინა მე საქმედ ყოველსა მას საქმესა და არა თავით ჩემით.

29 უკუეთუ სიკუდილისაებრ ყოველთა კაცთაჲსა მოწყდენ ესენი, გინა თუ მოხედვისაებრ ყოველთა კაცთაჲსა მოხედვა იყოს მათა, არა უფალმან მომავლინა მე,

30 არამედ საოცრად აჩუენოს უფალმან და განაღოს ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქნეს იგინი. და სახლნი მაგათნი და საყოფელნი მაგათნი და ყოველი, რაოდენი არს მაგათი და შთაჴდენ ყოველნი ჯოჯოხეთად და სცნათ, რამეთუ განარისხეს კაცთა ამათ უფალი.

31 და ვითარცა დასცხრა მოსე სიტყუად ყიველთა ამათ სიტყუათა,

32 განსთქდა ქუეყანა ქუეშე მათსა და განეღო ქუეყანა

33 და შთანთქნა იგინი და სახლნი მათნი და ყოველნი კაცნი, რომელნი იყუნეს კორეს თანა და ყოველი საცხოვარი მათი და ყოველივე, რაჲცა იყო მათი ცხოველნი ჯოჯოხეთა. და დაფარნა იგინი ქუეყანამან და წარწყმდეს იგინი შორის კრებულისა მის.

რიცხვნი 16:33 - Sons of Korah Punished
Sons of Korah Punished
34 და ყოველი ისრაჱლი ივლტოდა გარემო ჴმისაგან მათისა, რამეთუ თქუეს: ნუუკუე ჩუენცა შთამნთქმნეს ქუეყანამან.

35 და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შეჭამნა ორასერგასისნი იგი კაცნი, რომელთა მოაქუნდა საკუმეველი.

36 და ჰრქუა უფალმან მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონისსა მღდელისა:

37 აღკრიბეთ საცეცხურები ეგე რვალისაჲ შორის დამწუართა მაგათ და ცეცხლი ესე უცხოჲ მიაბნიე მუნ, რამეთუ განწმიდნეს

38 საცეცხურები ესე ამათ ცოდვილთანი სულითა მათითა და შექმნენ ეგენი პეპელად ჭედილად გარემო სადებელად საკურთხეველისა, რამეთუ მოიხუნეს წინაშე უფლისა, და განწმიდნეს და იქმნეს ესე სასწაულად ძეთა ისრაჱლისათა.

39 და მოიხუნა ელიაზარ მღდელმან, ძემან აჰრონისმან, საცეცხურნი იგი რვალისანი, რაოდენნი-იგი მოიხუნეს დამწვართა მათ და მოსდვეს გარეშე სადებელად საკურთხეველსა

40 საჴსენებელად ძეთა ისარჱლისათა, რათა არა ვინ მოუჴდეს უცხოთესლი, რომელი არა იყოს ნათესავისაგან აჰრონისი დასხმად საკუმეველისა წინაშე უფლისა, რათა არა იყოს, ვითარცა კორე, და კრებული მისი, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა მოსესითა.

41 და დრტჳნვიდეს ძენი ისრაჱლისანი ხვალის დღე მოსესა მიმართ და აჰრონისა და იტყოდეს: თქუენ მოჰსართ ყოველივე ესე ერი უფლისა.

42 და იყო, ვითარცა მოიქცა კრებული იგი მოსეს ზედა და აჰრონის ზედა და მოიმართეს კარვად საწამებელისა. და მეყსეულად დაჰფარა ღრუბელმან კარავი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა.

43 და დადგეს მოსე და აჰრონ წინაშე პირსა კარვისა მის საწამებელისა.

44 და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

45 გამოეშორენით შორის კრებულსა ამის და აღვჴოცნე ეგენი ერთბამად. და დაცჳვეს პირსა ზედა მათსა.

46 და ჰრქუა მოსე აჰრონს: მოიღე სასაკუმევლე და დაასხთ მას ცეცხლი საკურთხეველისაგან, და დასდევ მას ზედა საკუმეველი, და მოიღე ადრე ბანაკად და ლხინება-ყავ მათთჳს, რამეთუ გარდამოჴდა რისხვაჲ უფლისამიერი და უწყიეს მოსრვაჲ ერისაჲ.

47 და მოიღო აჰრონ საკუმეველი, ვითარცა ჰრქუას მას მოსე და მირბიოდა ბანაკად, და ეწყო მოსრვად ერისა და დაასხა საკუმეველი და ლხინება-ყო ერისა მისთჳს.

48 და დადგა შორის მომწყუდართა და შორის ცოცხალთა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი.

49 და იყუნეს მოსრვასა მას, ათორმეტ ათას და შჳდას თჳნიერ მომწყუდართა მათ კორეს თანა.

50 და მოიქცა აჰრონ მოსესა კარად კარვისა მის საწამებელისა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი.

<< ← Prev Top Next → >>