Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და იყო, შემდგომად გუემისა ამის ეტყოდა მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონ მღდელისსა, და ჰრქუა:

2 იწყე დასაბამსა ყოვლისა კრებულისასა ძეთა ისრაჱლისათასა ოცით წლითგანი და მიმართე სახლად-სახლად ტომთა მათთა ყოველი შემავალი წყობად ისრაჱლისა თანა.

3 და ეტყოდა მოსე და ელიაზარ მღდელი მათ არაბუთ მოაბს იორდანესა ზედა იერიქოჲთ, კერძო და ჰრქუა:

4 ოცით წლითგანი და მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს: შენ და ძენი ისრაჱლისანი, რომელნი გამოვიდეს ეგჳპტით,

5 რუბენ, პირმშოჲ ისრაჱლი, ძენი რუბენისნი: ენუქ და დასი ენუქისი, ფალილუ, დასი ფალილუაჲსი.

6 ასრონ და დასი ასრონისი, ქარმი და დასი ქარმისი.

7 ესე დასნი რუბენისნი. და იყო აღხილვაჲ მათი ორმეოცდასამ ათას და შჳდასდაოცდაათ.

8 და ძენი ფალუჲსნი: ელიაბ.

9 და ძენი ელიაბისნი: ნამოელ და დათან და აბირონ. ესე რჩეულნი იყუნეს კრებულისანი, რომელ ზედა მიუჴდეს მოსეს და აჰრონს კრებულსა თანა კორესსა, რაჟამს აღდგებოდეს უფლისათჳს.

10 და განაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთათქნა იგინი. და კორე თანა იყო სიკუდილსა მას კრებულისასა, რაჟამს შეჭამნა ცეცხლმან ერგასის და ორასნი. და იქმნნეს იგინი სასწაულ.

11 ხოლო ძენი კორესნი არა მოწყდეს.

12 და ძენი სჳმეონისნი და სიძეთა სჳმეონისთაჲ: ნამუჱლ, დასი ნამუჱლისი: იამინ, დასი იამინისი: იაქინ, დასი იაქინისი:

13 ზარა, დასი ზარაჲსი: საულ, დასი საულისი,

14 ესე დასნი სჳმეონისნი აღხილვისა მათისაგან - ოცდაორ ათას.

15 ძენი გადისნი დასად-დასად მათა: საფონ, დასი საფონისი, აგგი, დასი აგგისი, სუნი, დასი სუნისი.

16 აზენი, დასი აზენისი, ადდი, დასი ადდისი.

17 ორად, დასი ორადისი, არიელ, დასი არიელისი.

18 ესე დასნი ძეთა გადისთანი აღხილვისგან მათისა:

19 ორმეოც ათას და ხუთას. ძენი იუდასნი: ჱრ და ავან, სელონ და ფარეს და ზარა, და მოკუდა ჱრ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა.

20 და იყუნეს ძენი იუდასნი დასად-დასად მათა: სელომ, დასი სელომისი, ფარეზ, დასი ფარესისი, ზარა, დასი ზარაჲსი.

21 და იყუნეს ძენი ფარესისნი: ასრონ, დასი ასრინისი, ამუჱლ, დასი ამუჱლისი.

22 ესე დასნი იუდაჲსნი მსგავსად აღხილვისა მათისა - სამეოცდაათექუსმეტ ათას და ხუთას.

23 და ძენი იზაქარისნი დასად-დასად მათა: თულა, დასი თულაჲსი, ფუსი - დასი ფუჰისი.

24 იასობი, დასი ისობისი, სამრან, დასი სამრანისი.

25 ესე დასნი იზაქარისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც.

26 ძენი ზაბულონისნი დასად-დასად მათა: სარედ, დასი სარედისი, ალილონ, დასი ალილონისი, იალიჱლ, დასი იალიჱლისი.

27 ესე დასნი ზაბულონისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც ათას და ხუთას.

28 ძენი იოსებისნი დასად-დასად მათა: მანასე და ეფრემ.

29 ძენი მანასესნი: მაქირ, დასი მაქირისი. და მაქირ შვა გალაადი და გალაადისი - დასი გალაადისი.

30 და ესე ძენი გალადისნი: აქიეზერ, დასი აქიეზერისი, ქელეკ, დასი ქელეკისი.

31 სჳქემ, დასი სჳქემისი.

32 სემაჱრ, დასი სემაჱრისი, ოფერ, დასი ოფერისი.

33 და სალპაადს, ძესა ოფერისსა, არა ესხნეს მას ძე, არამედ ასულებ. და ესე არს სახელები ასულთა სალპადისთაჲ: მაალა, და ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა.

34 ესე დასნი მანასესნი აღხილვისაგან მათისა - ერგასისადაორ ათას და შჳდას.

35 და ესე ძენი ეფრემისნი: სუთალა, დასი სუთალაჲსა, თანაქ, დასი თანაქისი.

36 ესე ძენი სუთალაჲსნი: ედენ, დასი ედენისი.

37 ესე დასნი ძეთა ეფრემისთანი აღხილვისაგან მათისა ოცდაათოთხმეტ ათას და ხუთას. ესე ძენი იოსებისნი - დასად-დასად მათა.

38 ძენი ბენიამენისნი და დასად-დასად მათა: ბალი, დასი ბალისი, ასბელ, დასი ასბელისი, იაქირამ, დასი იაქირამისი.

39 სოფამ, დასი სოფამისი.

40 და იყუნეს ძენი ბალესნი: არედ და ნუემმან, დასი ნუემმანისი.

41 ესე ძენი ბენიამენისნი დასად-დასად მათა აღხილვისგან მათისა - ორმოცდახუთ ათას და ექუსას.

42 და ესე ძენი დანისნი დასად-დასად მათა: სუამ, დასი სუამისი, ესე დასნი დასად-დასად მათა.

43 ყოველნი დასნი სუამისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოცდაოთხ ათას.

44 ძენი ასერისნი დასად-დასად მათა: იამი, დასი იამმინისი, იესუჲ - დასი იესუჲსი, ბარია, დასი ბარიაჲსი.

45 ქუბერ, დასი ქუბერისი, მელქიელ, დასი მელქიელისი.

46 და სახელი ასულისა ასერისისაჲ სარა.

47 ესე დასი ძეთა ასერისთანი აღხილვისაგან მათისა - ერგასის და სამ ათას და ოთხას.

48 ... სი გავნი, დასი გავნისი,

49 იესე, დასი იესერისი, სელლემ, დასი სელლემისი.

50 ესე დასნი ნეფთალემისნი აღხილვისაგან მათისა - ორმეოც ათას და სამას.

51 ესე არს აღხილვად ძეთა ისრაჱლისათაჲ - ექუსას ათას და შჳდას ოცდაათ.

52 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

53 ამათ განეყოს ქუეყანა იგი დამკჳდრებად რიცხჳთ სახელებით.

54 უმარლესთა განამრავლო სამკჳდრებელი მათი თითოეულად, ვითარცა აღიხილნეს, მიეცეს მათ სამკჳდრებელი იგი.

55 წილით განიყოს ქუეყანაჲ იგი, სახელებსა თესლად-თესლადსა ტომთა მათთასა დაემკჳდრონ.

56 წილით განჰყო სამკჳდრებელი მათი შორის მრავალთა და მცირეთა.

57 და ესე არიან ძენი ლევისნი დასად-დასად მათა: გერსონ, დასი გერსონისი, კაათ, დასი კაათისი, მერარი, დასი მერარისი.

58 ესე დასნი ძეთა ლევისთანი, დასი ლუბენისი, დასი ქებრონისი, დასი მოლისი. და კაათ შვა ამრამ.

59 და სახელი ცოლისა მისისაჲ იყო იოქაბელ. ასულმან ლევისმან, რომელმან უსხნა ესენი ლევის ეგჳპტეს შინა და უშვა ამრამს აჰრონ და მოსე და მარიამ, დაჲ მათი.

60 და ესხნეს აჰრონს: ნადაბ და აბიუთ, და ელეაზარ და ითამარ.

61 და მოკუდა ნადაბ და აბიუთ შეწირვასა მას მათსა ცეცხლისა უცხოჲსასა წინაშე უფლისა უდაბნოსა ზედა.

62 და იყუნეს აღხილვისაგან მათისა ოცდასამ ათას ყოველი წული თთჳთგანი და მიმართ, რამეთუ არა აღიხილნეს შორის ძეთა ისრაჱლისათა.

63 რამეთუ არა ეც ამათ ნაწილი შორის ძეთა ისრაჱლისათა. და არს აღხილვაჲ მოსესი და ელიაზარ მღდელისაჲ, რომელთა აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი არაბოთს მოაბს იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო.

64 და ამათ შორის არა იყო კაცი აღხილულთა მათგანი მოსესგან და აჰრონისგან, რომელ აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა სინასა.

65 და ჰრქუა მათ უფალმან: სიკუდილით მოკუდენ უდაბნოსა ზედა. და არა დაშთა მათგანი არცა ერთი გარნა ქალებ, ძე იეფონესი, და ისუ, ძე ნავესი.

<< ← Prev Top Next → >>