Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და მოვიდეს ასულნი სალპაადისნი, ძისა ორფერისნი, ძისა გალაადისნი, ძისა მაქირისნი, დასისა მანასესი, ძეთა იოსებისთაჲ. და ესე არს სახელები მათი: მაალა, და ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა.

2 და დადგეს წინაშე მოსესა და წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე მთავართასა და წინაშე ყოვლისა კრებულისა კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და თქუეს:

3 მამაჲ ჩუენი მოკუდა უდაბნოსა ზედა და იგი არა თანა იყო კრებულსა მას აღდგომილსა წინაშე უფლისა შორის კრებულსა მას კორესა, რამეთუ ცოდვისათჳს მოკუდეს და ძენი არა ესხნეს მას.

4 ნუ აღიჴოცებინ სახელი მამისა ჩუენისაჲ დასისაგან მისისა, რამეთუ არა არს მისა ძე, გუეცით ჩუენ სამკჳდრებელი შორის ძმათა მამისა ჩუენისათა.

5 და მიაწია მოსე საშჯელი იგი მათი წინაშე უფლისა.

6 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

7 მართლ იტყჳან ასულნი სალპადისნი, ცემით სცე მათ დასაპყრობელი სამკჳდრებელისაჲ შორის ძმათა მამისა მათისათა და მივსცე ნაწილი მამისა მათისაჲ მათ.

8 და ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდა და ჰრქუა: კაციღა მოკუდეს და ძე არა ესუას მას, მისცეს სამკჳდრებელი მისი ასულსა მისსა.

9 უკუეთუ არა ესუას ასული, მისცეთ სამკჳდრებელი მისი ძმასა მისსა.

10 უკუეთუ არა ესხნეს მას ძმა, მისცეთ იგი მამისძმასა მისსა.

11 უკუეთუ არა ესუას მას მამისძმაჲ, მისცეს სამკჳდრებელი იგი სახლეულსა მახლობელსა მისსა. ნათსავისა მისისაგანმან დაიმკჳდროს მისი და იყოს იგი ძეთა ისრაჱლისათა სამართალ საშჯელის, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

12 და ჰრქუა მოსეს: აღვედ მთასა წიაღსა ამას მთასა ნაბავსა და იხილე ქუეყანა იგი ქანაანისაჲ, რომელსა მივსცემ მე ძეთა ისრაჱლისათა დაპყრობად.

13 იხილო იგი და შევსძინო ერსა შენსა, ვითარცა შეეძინა აჰრონ, ძმაჲ შენი, ორს მთასა შინა.

14 რამეთუ გარდაჰჴედით სიტყუასა ჩემსა უდაბნოდა ზედა სინასა რაჟამს მიჴდებოდა კრებული იგი წმიდა-ყოფად ჩემდა. არაწმიდა მყავთ მე წყალსა მას ზედა წინაშე მთასა. ესე არს წყალი ცილობისა კადესა, უდაბნოსა შინა სინასა.

15 და ჰრქუა მოსე უფალსა:

16 იხილენ უფალმან ღმერთმან სულთამან და ყოველთა ჴორცთამან კაცი კრებულსა ზედა ამას,

17 რომელ გამოვიდოდის წინამძღურად მათსა და, რომელმან შეიყუარნეს იგინი, და რომელმან გამოიყვანნეს იგინი. და არა იყოს კრებული ესე უფლისა ვითარცა ცხოვარი, რომელთა არა არს მწყემს.

18 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანე შენ თანა ისუ, ძე ნავესი, კაცსა, რომელსა აქუს მას სული და დაასხნე მას ზედა ჴელნი შენნი.

19 და დაადგინო იგი წინაშე ელიეზერ მღდელისა და წინაშე ყოვლისა კრებულისა.

20 და ამცნო მათ მისთჳს წინაშე მათსა და მისცე დიდებაჲ შენი მას, რაჲთა ისმინოდიან მისი ძეთა ისრაჱლისათა.

21 და წინაშე ელიაზარ მღდელისა დადგეს და ჰკითხოდიან მას საშჯელი განცხადებისაჲ წინაშე უფლისა. სიტყჳთა პირისა მისისაჲთა გამოვიდოდიან და სიტყჳთა პირისა მისისაჲთა შევიდოდიან და ძენი ისრაჱლისანი ერთბამად და ყოველი კრებული იგი.

22 და ყო მოსე, ვითარცა ამცნო მას უფალმან და მოიყვანა ისუ და დაადგინა იგი წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე ყოვლისა კრებულისასა.

23 და დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა და შეასწავა იგი მათ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

<< ← Prev Top Next → >>