Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და ჰრქუა მოსე ძეთა ისრაჱლისათა ყოველი, რაჲცა ამცნო უფალმან მოსეს.

2 და ეტყოდა მოსე მთავართა ნათესავთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: ესე სიტყუაჲ, რომელ ბრძანა უფალმან.

3 კაცმან, რომელმან აღუთქვას აღთქმაჲ უფლისაჲ, ანუ ფუცოს ფიცი დროებით, ანუ დრო-ყოს თავისი თჳსისათჳს, არა განაცრუვოს სიტყუაჲ თჳსი ყოველი, რავდენი გამოჴდეს პირისა მისისგან, ყოს იგი.

4 უკუეთუ დედაკაცმან აღუთქვას აღთქუმა უფალსა, ანუ დრო-ყოს დროებაჲ სახლსა შინა მამისა თჳსისასა სიჭაბუკესა თჳსსა,

5 და ესმეს მამასა მას თჳსსა აღთქუმაჲ იგი მისი და დროჲსა ყოფაჲ იგი მისი, რომელ დრო-ყო თავსა ზედა თჳსსა, დეგინ მის ზედა.

6 უკუეთუ არა თავს-დებით არა ითავსოს მამამან მისმან დღესა მას, რომელსა ესმეს ყოველი აღთქუმაჲ იგი მისი და დროებანი, რომელ დრო-ყუნა თავისა თჳსისათჳს, არა დადეგინ და განწმიდოს იგი, რამეთუ არა თავს-იდვა მამამან მისმან.

7 უკუეთუ ყოფით ქმრისცოლი იყოს იგი ბაგითა თჳსითა და დროებანი იგი, რომელ დრო-ყვნა თავისა თჳსისათჳს.

8 და ესმეს ქმარსა მას მისა დღესა მას, რომელსა ესმეს მას და დაუდუმნეს მას. და ესრეთ დაემტკიცნენ ყოველნი აღთქუმანი მისნი დროებანი მისნი, რომელ დრო-ყუნა თავისა თჳსისათჳს, დადეგინ იგი.

9 უკუეთუ არა თავს-იდვას ქმარმან მან მისმან თავს-დებით მისი, რავდენ-იგი დრო-ყო თავისა თჳსისათჳს და უფალმან განწმიდოს იგი.

10 და აღთქუმაჲ ქურივისაჲ და გამოძიებულისაჲ, რავდენიცა აღუთქუას თავისა თჳსისათჳს, დამტკიცებულ იყოს.

11 უკეთუ სახლსა შინა ქმრისა თჳსსასა აღთქუმაჲ იგი იყოს, ანუ დროებაჲ თავისა მისისაჲ ფიცით.

12 და ესმეს ქმარსა მას მისსა და დაუდუმნეს მას და თავს-იდვას მისი, დაემტკიცნენ ყოველნივე აღთქმანი იგი მისნი და ყოველნივე დროებანი იგი მისნი, რომელ დრო-ყო თავსა თჳსისათჳს და დადგენ იგინი მის ზედა.

13 უკუეთუ დაბრკოლებით დააბრკოლოს ქმარმან მან მისმან დღესა მას, რომელსა ესმეს ყოველი, რავდენი აღმოთქუა ბაგითა თჳსითა მსგავსად აღთქმისა მის თჳსისა და დროებისა მისისა თავისა თჳსისათჳს, არა მტკიცე იყოს მისა, რამეთუ ქმარმან მისმან დააბრკოლა იგი და უფალმან განწმიდოს იგი.

14 ყოველი აღთქუმაჲ და ყოველი ფიცი კრულებისა და ბოროტისაჲ თავისა თჳსისაჲ. ქმარმან მისმან დაამტკიცოს იგი და ქმარმან მისმან არა შეურაცხოს მას.

15 უკუეთუ დუმილით დაუდუმნეს მამაჲ, დღითი დღედ დაამტკიცოს მან ყოველი აღთქუმაჲ მისი და ყოველი დროებაჲ მისი, რომელ ყოს მას ზედა, რამეთუ დაუდუმა დღესა მას შინა, რომელსა ესმა.

16 უკუეთუ, დაბრკოლებით დააბრკოლოს იგი ქმარმან მან მისმან შემდგომად დღესა მას, რომელსა ესმა და მან მოიღოს ცოდვაჲ იგი მისი.

17 ესე სამართალი, რომელ ამცნო უფალმან მოსეს შორის ქმრისა დ ცოლისა და შორის მამისა და ასულისა სიჭაბუკესა შინა სახლსა მამისასა.

<< ← Prev Top Next → >>