Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible
Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და ეტყოდა უფალი მოსეს დასავალით კერძო მოაბსა იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო და ჰრქუა:

2 ამცენ ძეთა ისრაჱლისათა, და სცენ ლევიტელთა ნაწილისაგან სამკჳდრებელისა მათისა ქალაქები საყოფელად და აგარაკები ქალაქებისა გარემოს მათსა ლევიტელთა.

3 და იყუნენ ქალაქნი იგი საყოფელად მათდა, გარემოს მათსა იყოს საცხოვრისა მათისა და ოთხფერჴისა მათისათჳს.

4 და საბრძანებელი ქალაქთა, რომელ მისცეთ ლევიტელთა ზღუდითგან ქალაქისათა გამართ ორ ათასი წყრთა.

5 დაზომო გარეშე ქალაქისა და აღმოსავლით კერძო ადგილი ორ ათას წყრთა და ბღუარით კერძო - ორ ათასი წყრთა და ზღჳთ კერძო - ორ ათასი წყრთა, ჩრდილოდ კერძო - ორ ათასი წყრთა. ესე იყავნ თქუენდა და საზღვარნი ქალაქთანი.

6 და ქალაქნი, რომელ მივსცნეთ ლევიტელთა, ექუსნი იგი ქალაქნი შესაოტებელნი, რომელ მისცნეთ შევლტოლად მუნ კაცისმკლველისა და ამათ თანა ორმეოცდაორ ქალაქ.

7 ყოველი ქალიქები, რომელი მისცეთ ლევიტელთა ორმეოცდარვა ქალაქ იგი და დაბნები მისი.

8 და ქალაქები, რომელ სცეთ სამკჳდრებელისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა უდიდესთაგან დიდად და მცირეთაგან მცირედ თითოეულად მსგავსად სამკჳდრებელისა თჳსისა, რომელ დაიმკჳდრონ, სცეს ქალაქთაგან ლევიტელთა.

9 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

10 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: თქუენ წიაღხვალთ იორდანესა, ქუეყანად ქანაანისა.

11 და განაკუთნეთ თქუენდად ქალაქნი, შესავედრებელად იყუნენ იგინი თქუენდა შევლტოლად მუნ კაცისმკლველისა, ყოველმან, რომელმან მოკლას კაცი არანეფსით.

12 და იყუნენ თქუენდა ქალაქნი იგი შესავედრებელად მეძიებელისაგან სისხლისაჲსა და არა მოკუდეს კაცისმკლველი იგი ვიდრე წარდგომადმდე წინაშე კრებულისა საშჯელად.

13 და ქალაქნი იგი, რომელ მისცნეთ, ექუსნი ქალაქნი შესავედრებელად იყუნენ თქუენდა.

14 სამნი იგი ქალაქნი მისცნეთ წიაღ იორდანესა და სამნი იგი მისცნეთ ქუეყანასა ქანაანისასა. შესავედრებელად იყუნენ ძეთა ისრაჱლისათა და მოქცეულთა და მსხემთა, რომელ იყუნენ თქუენ შორის, იყუნენ ექუსნი ესე ქალაქნი შესავედრებელად მუნ ყოვლისა კაცისმკლველისა არანეფსით.

15

16 უკუეთუ ჭურჭლითა რკინისაჲთა სცეს და მოკუდეს, კაცისმკლველ არს, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი.

17 უკუეთუ ქვაჲ ვინმე აღიღოს ჴელითა, რომელსა შინა მოკუდეს, და მით სცეს მას და მოკუდეს, კაცისმკლველ არს, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი.

18 უკუეთუ ჭურჭლითა ძელისაჲთა ჴელითა სცეს ვინმე მას და მოკუდეს, კაცისმკლველ არს იგი, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი.

19 მეძიებელმან მან სისხლისამან მოკლას, რაჟამს შეემთხჳოს მას. ამან მოკლას იგი.

20 უკუეთუ მტერობით უგუმიროს მას და დაუტეოს მის ზედა ყოველი ჭურჭელი ზაკჳთ და მოკუდეს,

21 ანუ მანკიერებით სცეს მას ჴელითა თჳსითა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ მცემელი იგი, კაცისმკლველ არს, მეძიებელმან მან სისხლისამან მოკლას მკლველი იგი, რაჟამს შეემთხჳოს მას იგი.

22 უკუეთუ მყის არა მტერობით უგუმიროს მას, ანუ მიაგდოს მის ზედა ყოველი ჭურჭელი, არა უმზირდა მას,

23 არღაცა ყოვლითა ქვითა, რომლითა მოკუდეს მით, არამეცნიერობით და დაეცეს მის ზედა და მოკუდეს, ხოლო იგი არა მტერ იყო მას, არცაღა ეძიებდა ბოროტსა-ყოფად მისა.

24 და საჯოს კრებულმან შორის მცემელისა მის და შორის მეძიებელისა სისხლისაჲსა მსგავსად ამას საშჯელისა.

25 და განარინოს კრებულმან მან მკლველი იგი მეძიებელისა მისგან სისხლისაჲსა და შეიყვანოს კრებულმან მან ქალაქსა მას შესავედრებელსა. და დაეშენოს მუნ ვიდრე მოსიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა, რომელსა სცხეს საცხებელითა წმიდითა.

26 უკუეთუ გამოვიდეს მკლველი იგი საღზვართა მისთა ქალაქისათა, რომელსა შეევედრა მუნ.

27 და პოვოს იგი მეძიებელმან მან სისხლისამან გარეშე საზღვართა ქალაქისა მის შესავედრებელისა მისისათა და მოკლას მეძიებელმან მან სისხლისამან მკლველი იგი, არა თანამდებ იყოს,

28 არამედ ქალაქსა მას შესავედრებელსა შენ იყოს, ვიდრემდის მოკუდეს მღდელი იგი დიდი და შემდგომად სიკუდილისა მღდელისა მის დიდისა მიიქცეს მკლველი იგი ქუეყანად სამკჳდრებელად თჳსა.

29 და იყოს ესე თქუენდა სამართალ საშჯელისა ნათესავთა თქუენთა ყოველთა სამკჳდრებელთა თქუენთა.

30 ყოველმან, რომელმან სცეს კაცსა მოწამით, მოკლას მკლველი იგი და მოწამემან ერთმან არა წამოს კაცისათჳს მოსიკუდიდ.

31 და არა მოიღო საჴსარი სულისათჳს მკლველისაგან, რომელი სიკუდილისა თანამდებ იყოს, არამედ სიკუდილით მოკუდეს.

32 არა მოიღოს საჴსარი ოხებად მისა ქალაქთა შესავედრებელთა, რათამცა შენ იყო იგი კუალად ქუეყანასა ზედა ვიდრე მოსიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა.

33 და არა მოსრათ ქუეყანაჲ, რომელსა ზედა თქუენ შენ ხართ, რამეთუ სისხლმან მან მოსრა ქუეყანაჲ და ვერ განერეს ქუეყანაჲ სისხლისა მისგან, რომელ დაითხია მას ზედა, არამედ მას სისხლსა ზედა, რომელ დასთხია იგი.

34 და არა შეაგინოთ ქუეყანა, რომელსა ზედა მკჳდრ ხართ თქუენ, და რომელსა ზედა დამკჳდრებულ ვარ მე თქუენ შორის, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი დამკჳდრებულ ვარ შორის ძეთა ისრაჱლისათა.

<< ← Prev Top Next → >>