ბიბლია, მეორე რჯული, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10155&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 მერმე მოიქეცით მუნვე უდაბნოდ კერძო გზასა მას ერჳთრისა ზღუასა, ვითარცა მეტყოდა მე უფალი. და დავადგერით მთასა მას სეირსა მრავალ დღე.

2 სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა:

3 კმა იყავნ თქუენდა გარემოდგომაჲ მთისა მაგის სეირისა, აწ მოიქეცით თქუენ სამხრით კერძო:

4 და ერსა მაგას ამცენ და არქუ: ეგერა, განხვალ საზღვარსა ძმათა თქუენთასა ძეთა მათ ესავისთა, რომელ-იგი დამკჳდრებულ არიან სეირს, რამეთუ შეშინებულ და შეძრწუნებულ არიან ფრიად.

5 ხოლო თქუენ ნუ ბრძოლა-სცემთ მათ, რამეთუ არა მიმიცემიეს ქუეყანისა მის მათისაგანი თქუენდა, არცაღა წარსადგმელ ერთ ფერჴისა, რამეთუ ნაწილად მკჳდრობისა მიმიცემიეს მთაჲ იგი სეირი ესავსა.

6 არამედ საჭმელი იყიდეთ მათგან და ჭამეთ და წყალი სასწორით იყიდეთ მათგან და სუთ.

7 რამეთუ უფალმან ღმერთმან შენმან გაკურთხა შენ ყოველთა შინა საქმეთა ჴელთა შენთასა, განიგულე გონებასა შენსა, ვითარ განვლე შენ უდაბნოჲ იგი დიდი და საშინელი. ესე მეორმეოცე წელი არს, უფალი ღმერთი შენი შენ თანა არს, არაჲთ ნაკლულევან გყოს შენ.

8 და თანაწარვჰჴედით ჩუენ ძმათა ჩუენთა, ძეთა მათ ესავისთა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყვნეს სეირს, გზასა მას არაბიელთასა, ელათით და გასიონ გაბერით და მოვაქციეთ, განვლეთ ჩუენ უდაბნოჲ იგი მოაბელთაჲ.

9 მერმე სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და თქუა: ნუ ემტერებით მოაბელთა მაგათ და ნუცა აღადგინებთ მაგათა მიმართ ღუაწლსა ბრძოლისასა, რამეთუ არა მიგეც თქუენ ქუეყანაჲ ეგე მაგათი ჴელთა თქუენთა, რამეთუ ძეთა ლოთისთა მიმიცემიეს იგი ნაწილად მკჳდრობისა მათისა,

10 რამეთუ პირველად ომინელნი იგი დამკჳდრებულ იყვნეს მას ზედა, ნათესავი დიდი მრავალი და ძლიერი.

11 და ვითარცა აკიმრაფასიელნი იგი შეირაცხნეს, ეგრეცა ესენი, რომელნი აკიმს არიან, ეგრეცა მოაბელნი იგი სახელდებულ არიან ნოემად.

12 და სეირსა პირველად ქორეველი იგი დამკჳდრებულ იყო და ძეთა მათ ესავისთა აღჴოცეს, წარწყმიდეს იგი პირისაგან მათისა და დაემკჳდრნეს იგინი მათ წილ, ვითარცა ისრაჱლმან ყო ქუეყანაჲ იგი მკჳდრობისა მათისაჲ, რომელ-იგი მისცა მათ უფალმან.

13 აწ აღდეგით და წარვედით ჴევსა მას ზარედისასა.

14 და დღენი, ვინაჲთგან წარვედით ჩუენ კადეთ ბარნედ ვიდრე მისლვადმდე ჴევსა მას ზარედისასა, ოცდაათურამეტ წელ ვიდრე დასრულებადმდე ყოვლისა ნათესავისა კაცთა მათ მბრძოლთაჲსა ბანაკისა მისგან ისრაჱლთაჲსა, ვითარცა ეფუცა მათ უფალი.

15 და იყო მათ ზედა ჴელი უფლისაჲ მოსპოლვად მათა ბანაკისა მისგან ვიდრე მოსპოლვადმდე მათა.

16 და მოისრა ყოველი იგი კაცი მბრძოლი სიკუდილითა შორის ერსა მას.

17 სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა:

18 შენ განვლო დღეს საზღვარი იგი მოაბელთაჲ არუჱრი.

19 და მახლობელად წარჰჴდეთ თქუენ ძეთა მათ ამონისთა: ნუ ემტერებით მათ და ნუ აღუდგინებთ მათა მიმართ ღუაწლსა ბრძოლისასა, რამეთუ არა მიგეც თქვენ ქუეყანაჲ იგი ძეთა მათ ამოსისთაჲ, რამეთუ ნაწილად ძეთა მათ ლოთისთა მიმიცემიეს.

20 ქუეყანაჲ იგი ჰრაფაიმი, რამეთუ ჰრაფაიმელნი იგი დამკჳდრებულ იყვნეს მუნ პირველად ამანიტელთა მათ, სახელი ჰრქჳან ზომზომინ,

21 ნათესავი დიდი და მრავალი და უძლიერესი, ვითარცა-იგი აკიმელნი. და წარწყმიდნა იგინი უფალმან პირისაგან მათისა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მუნ მათ წილ მოდღეინდელად დღედმდე.

22 ვითარცა-იგი უყო ძეთა მათ ესავისთა, რომელ-იგი დამკჳდრებულ არიან სეირს, ვითარცა-იგი აღჴოცა ქორეველი იგი პირისაგან მათისა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მუნ მოდღეინდელად დღედმდე.

23 და ეგრეცა ეველი იგი, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ასეროთს გაზადმდე და კაბადუნი იგი, რომელ გამოვიდეს კაბადუკიაჲთ, მოსრნეს იგინი და დაეშენნეს იგინი მათ წილ.

24 აწ თქუენცა აღდეგით, წარემართენით, განვლეთ ჴევი იგი არნონისაჲ, რამეთუ, ეგერა, მიმიცემიეს იგი ჴელთა თქუენთა, სეონ, მეფჱ იგი ამორეველთაჲ, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ესებონს, და ქუეყანაჲ იგი მათი იწყედ დამკჳდრებად და იწყეთ მისა მიმართ ღუაწლი ბრძოლისა.

25 დღესით დღითგან დავიდევ აერი და შიში შენი პირსა ზედა ყოველთა წარმართთასა, რომელნი არიან პირსა ქუეშე ცისასა, რათა ყოველთა რომელთა ესმეს სახელი შენი, შეძრწუნდენ და სალმობამან შეიპყრნეს იგი პირისაგან შენისა.

26 და წარვავლინნე მოციქულნი უდაბნოჲთ კადემოთით სეონისა მეფისა მის ესებონელთაჲსა სიტყჳთ მშჳდობისაჲთა.

27 და ვარქუ, ვითარმედ განვლო ქუეყანაჲ ეგე შენი, მგზავრ ვიდოდი, არა მივაქციო მარჯულ, არცა მარცხლ.

28 საჭმელი ვეცხლითა ჩემითა ვიყიდო და ვჭამოთ და წყალი ვეცხლი ვიყიდოთ და ვსუათ, გარნა გზაჲ ხოლო განვლოთ ფერჴითა ჩუენითა.

29 განვლეთ ქუეყანა იგი ძეთა მათ ესავისთაჲ, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სეირს და ვითარცა განვლეთ ქუეყანაჲ იგი მოაბელთაჲ რომელნი-იგი დამკჳდრებულ არიან აროჱრს, ვიდრე წიაღვლო მე იორდანე, მივიწიო ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან მომცეს ჩუენ.

30 და არა ინება მეფემან მან ესებონელთამან განსლვაჲ ჩვენი მიერ, რამეთუ განაფიცხა უფალმან ღმერთმან ჩუენმან სული მისი და განამტკიცა გული მისი, რათა მოგცეს იგი ჴელთა შენთა დღესდღე.

31 და სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და ჰრქუა: აჰა, ესერა, მიწყიეს მე მიცემად წინაშე შენდა სეონ მეფჱ ესებონისაჲ, ამორეველი იგი, აწ იწყე განაწილებად და დამკჳდრებად ქუეყანაჲ იგი მისი.

32 და მოვიდა სეონ მეფჱ იგი ამორეველთაჲ და ყოველი იგი ერი მისი მის თანა შემთხუევად ჩუენდა ღუაწლით ბრძოლასა.

33 და განწირა იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან წინაშე პირსა ჩუენსა და მოვსართ იგი და ძენი მისნი და ყოველი ერი მისი.

34 და მოვიპყართ ყოველი ქალაქები მისი მას ჟამსა შინა, და მოვსართ ყოველი ქალაქი მისი ერთბამად და მოვწყჳდეთ ცოლი და შვილი მისი ყოველივე, რაჲცა იყო მისი, არა განერა ერთისა კაცი ცოცხალი, გარნა საცხოვარი მათი ტყუედ წარმოვიღეთ.

35 და ნატყუენავი ქალაქთა მათთაჲ წარმოვიღეთ

36 აროერით, რომელ-იგი არს კიდესა ზედა მდინარისა მის არონისასა, და ქალაქი იგი ძნელოვანი, რომელ დაშენებულ იყო ჴევსა მას ვიდრე მთადმდე გალადისა და არა იყო ქალაქი, რომელიმცა განერა ჴელთაგან ჩუენთა, არამედ ყოველი იგი ქალაქები მოგუცა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა.

37 ხოლო ქუეყანასა მას ძეთა მათ ამონისთასა არად შევეხენით საზღვართა მათთა ნაღუარევთასა იაბოკისთა და ყოველი იგი ქალაქები მთის კერძო ვითარცა გუამცნო ჩუენ უფალმან ღმეთმან ჩუენმან.

<< ← Prev Top Next → >>