ბიბლია, მეორე რჯული, თავი 7. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10160&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 რაჟამს უკუე შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ, დამკჳდრებად მუნ და შემუსრნეს ნათესავნი იგი დიდნი და მართალნი პირისაგან შენისა, ქეტელი იგი, გერგესეველი, ამორეველი იგი, და ქანანელი იგი, და ფერეზელი იგი, ეველი იგი და იობოსელი იგი, შვიდი იგი ნათესავი დიდ-დიდი და უძლიერესი თქუენსა.

2 მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან ჴელთა შენთა, დასცნე შენ იგინი და მოსრვით მოსრნე, არა აღუთქუა აღთქუმაჲ შენი მათ თანა, არცა შევიწყალნე იგინი.

3 არცა დაემზახო მათ, ასული შენი არა მისცე მათსა ძესა და ასული მისი არა მოჰგუარო ძესა შენსა.

4 რამეთუ განდრიკოს ძე იგი შენი ჩემგან და ამსახუროს იგი ღმერთთა უცხოთა და განრისხნეს გულისწყრომითა უფალი შენ ზედა და აღგჴოცოს მსთუად.

5 არამედ ესრეთ უყო მათ, ბაგინები მათი დაამჴუთ, ძეგლები დაჰმუსრეთ, კერპები მათი სერტყები დაჰკაფეთ, ძეგლები მათი დაწვით ცეცხლითა,

6 რამეთუ ერი ეგე წმიდა ხართ უფლისა ღმრთისა შენისა. და შენ პირველად გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან, რათა იყო შენ მისა ერად საზეპუროდ ყოველთა უფროს ნათესავსა ნათესავთა, რომელნი არიან პირსა ზედა ქუეყანისასა.

7 და არათუ სიმართლისა თქუენისათჳს რაჲმე გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან, რამეთუ თქუენ უმცირეს ხართ ყოველთა ნათესავთა,

8 არამედ, რამეთუ უყუარდით თქუენ უფალსა, დაამტკიცა ფიცი იგი, რომელ ეფუცა მამათა მათ თქუენთა და გამოგიყვანნა თქუენ ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გიჴსნა შენ სახლისა მისგან კირთებისაჲსა ჴელთაგან ფარაო, მეფისათა ეგჳპტელთაჲსა,

9 რათა გულისხმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი ესე არს ღმერთი, ღმერთი სარწმუნოჲ, რომელმან დაუმარხის აღთქუმაჲ მისი და წყალობაჲ მისი მოყუარეთა მისთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი მისნი ვიდრე ათასამდე ნათესავად.

10 და მიაგის პირისპირ მისაგებელი და მოსრვაჲ მოძულეთა მისთა, და არა აყოვნის, დაიცვენ შენ მცნებანი მისნი.

11 და ესე სამართალნი და მშჯავრნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, ყოფად მისა.

12 და იყოს, რაჟამს ისმინნეთ თქუენ ყოველნი ესე სამართალნი ჩემნი, დაიცვნეთ და მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან აღთქუმაჲ იგი და წყალთბაჲ, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა მათ თქუენთა.

13 და შეგიყვაროს შენ და გაკურთხოს შენ და განგამრავლოს შენ, აკურთხნეს ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, იფქლი იგი შენი და ღვინოჲ შენი და ზეთი შენი, ზროხანი სამროწლისა შენისანი და არვები ცხოვართა შენთა ქვეყანასა ზედა, რომელ-იგი ეფუცა ღმერთი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა.

14 და კურთხეულ იყო შენ ყოველთა უფროჲს ნათესავთა, არა იპოოს ნათესავსა შენსა შორის უმკჳდროჲ, არცა უზუები საცხოვარსა შენსა შორის.

15 და განგაშოროს უფალმან ღმერთმან შენგან ყოველი იგი სენი და სალმობაჲ ბოროტი მეგჳპტელთა, რომელ-იგი იხილე და უწყოდე, არა მოავლინოს იგი შენ ზედა, არამედ მიავლინოს იგი ჴელთა ზედა მტერთა შენთა.

16 და შეჭამდე შენ ნატყუენავსა მას წარმართთასა რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, არა გეწყალოდიან შენ იგინი, არცაღა ჰმსახურო სამსახურებელთა მათთა, რათა არა საცთურ გეყოს შენ.

17 უკეთუ სთქუა გონებასა შენსა: არამედ ნათესავი ესე უძლიერ არს შენსა, ვითარ შეუძლო მოსრვად მათა?

18 არა გეშინოდის შენ მათგან, მოჴსენებით მოიჴსენო, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან შენ მიერ ფარაოს და ყოველთა მათ მეგჳპტელთა.

19 განსაცდელნი დიდ-დიდნი, რომელ-იგი იხილეს თუალთა შენთა, სასწაულები და ნიშები დიდ-დიდები, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი იგი მაღალი, ვითარ-იგი გამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ეგრე უყოს უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა წარმართთა, რომელთაგან გეშინის პირისაგან მათისა.

20 და ბზიკები მოავლინოს უფალმან ღმერთმან მათა, ვიდრე მოესრულნენ ნეშტნი იგი და რომელნი დამალულ იყვნენ პირისაგან შენისა.

21 ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი თანა არს, დიდი და ძლიერი.

22 და მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ყოველნი წარმართნი პირისაგან შენისა მცირედ, არა მოსრნეს იგინი ერთბამად, რათა არა დაშთეს ქუეყანაჲ იგი ოჴრად და განმრავლდენ შენ ზედა მჴეცნი.

23 და მიგცნეს შენ იგინი უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და მოსრნეს იგინი მოსრვითა დიდითა, ვიდრემდე მოასრულნე იგინი.

24 და მოგცნეს უფალმან შარავანდედნი მათნი ჴელთა თქუენთა და წარსყმიდოთ საჴსენებელი მათი ადგილით მათით, არა ვინ აღგიდგეს წინაშე შენსა პირსა, ვიდრე მოასრულნე იგინი.

25 ხატები კერპებისა მათისაჲ დასწუა ვეცხლითა, ნუ გული-გითქუამნ ოქროსა და ვეცხლსა მათსა ნუ მოიღებ თავისა შენისა, რათა არა საცთური გეყოს შენ იგი, რამეთუ საძაგელ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

26 არა შეიღო იგი სახლად შენდა, რამეთუ ბილწი არს, რათა არა მის თანა წყეულ იყოს, დამჴობით დაამჴუნე იგინი და განშორებით განიშორო იგი, რამეთუ წყეულ არს.

<< ← Prev Top Next → >>