ბიბლია, მეორე რჯული, თავი 8. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10161&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 ყოველთა ამათ მცნებათა, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე, დაიმარხნე იგინი და ჰყო, რათა სცხონდეთ და განმართლდეთ, შეხვიდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა.

2 მოიჴსენნე ყოველნი იგი გზანი შენნი, რომელსა მოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან, ესე მეორმეოცე წელი არს უდაბნოსა მას, ბოროტი ღათუ გიყო შენ და გამოგცადა შენ, რათა გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ და-რაჲძი-იტევნე მცნებანი მისნი, ანუ არა.

3 შე-ღათუ-გაურვა შენ სიყმილითა უდაბნოსა მას, მანანაჲ იგი გაჭამა შენ, რომელ არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, რათა გულისხმა-გიყო შენ, რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲსა, ცხონდების კაცი.

4 სამოსელი შენი არა განგიკფდა, ფერჴი შენი არა გამოგტკუფა, ესე მეორმეოცე წელი არს.

5 რაჲ გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ, რამეთუ ვითარცა გასწავლის მამამან შვილი თჳსი, ეგრე განგსწავლა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

6 და დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი და ხვიდოდი გზათა მისთა და გეშინოდის შენ მისა,

7 რათა უფალმან ღმერთმან შენმან შეგიყვანოს შენ ქუეყანასა მას დიდსა და კეთილსა, სადა-იგი მდინარენი წყალთანი და წყარონი უბსკრულთანი დიან მთათა და ველთა,

8 ქუეყანასა მას საიფქლესა და საქრთილესა, ქუეყანასა მას ვენაჴოვანსა და ლეღოვანსა და ბროწეულოვანსა, ქუეყანასა კეთილსა თაფლისასა,

9 ქუეყანასა მას, რომელსა ზედა არა ცვინეულად შჭამდე პურსა შენსა, არცა ნაკლულევან იყო მას ზედა, რომლისანი ქვანი მისნი არიან რკინა და მამათა მისთა გამოეკუეთების სპილენძი.

10 ჰჭამდე და განსძღებოდე და აკურთხევდე უფალსა ღმერთსა შენსა ქუეყანასა მას ზედა კეთილსა, რომელი-იგი მოგცა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

11 იგულე თავი შენი, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და არა დაიმარხნე მცნებანი მისნი და წამებანი მისნი, და სამართალნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ.

12 დღესდღე ნუუკუე შჭამდე და განსძღებოდე და ტაძრებსა შუენიერებსა იშენებდე და დაემკჳდრებოდი მათ შინა.

13 და განმრავლებითა მით მროწეულისა და არვებისა შენისაჲთა, ოქროჲსა და ვეცხლისა შენისაჲთა

14 აღამაღლო გულითა შენითა და განჰლაღნე და დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა სახლისაგან კირთებისა

15 და აღგიყვანა შენ უდაბნოსა მას დიდსა და საშინელსა, სადა-იგი გველი და ღრიანკალი კბენდა და წყურილი იგი წყლისაჲ აჭირვებდა მათ, სადა არა იყო წყალი, რომელმან გამოგიდინა შენ წყაროჲ კლდისა მისგან უღაღისა.

16 რომელმან-იგი უდაბნოსა მას მანანაჲ იგი გაჭამა შენ, რომელ-იგი არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, ბოროტიღა თუ გიყო და გამოგცადა შენ, რათა უკუანაჲსკნელ კეთილი გეყოს და განგისუენოს შენ.

17 ნუ იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ ძლიერებითა ჩემითა და სიმტკიცითა მკლავისა ჩემისაჲთა ვყავ ყოველი ესე ძალი.

18 არამედ მოიჴსენო შენ უფალი ღმერთი შენი, რამეთუ მან მოგცეს შენ ძალი და ძლიერებაჲ, რათა აღესრულოს აღთქუმაჲ იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა, ვითარცა დღესდღე.

19 და იყოს, უკუეთუ დავიწყებით დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და შეუდგე შენ ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურებდე მათ და თაყუანის-სცემდე მათ, ვწამებ მე თქუენ წინაშე დღესდღე, რამეთუ მოსრვით მოისრნეთ,

20 ვითარცა სხუანი წარმართნი, რომელნი-იგი მოსრნა უფალმან პირისაგან თქუენისა, ეგრე მოგსრნეს თქუენ უფალმან, რამეთუ არა ისმინე თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა.

<< ← Prev Top Next → >>