ბიბლია, მეორე რჯული, თავი 9. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10162&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 გესმოდენ ისრაჱლსა, რამეთუ წიაღხუალ შენ დღესდღე იორდანესა მდინარესა შესლვად და დამკჳდრებად ნათესავთა დიდთა და უძლიერესთა შენსა, ქალაქთა დიდთა და მოზღუდვილთა მაღლად, ვიდრე ცადმდე.

2 ერსა დიდსა და ძლიერსა და კაცთა სრულთა ჰასაკითა, ძეთა მათ ენაკისთა, რომლისაჲ შენცა სადმე გესმინოს, ვითარმედ: ვინმცა წინა დაუდგა პირსა წინაშე ძეთა მათ აკიმისთა?

3 არამედ უწყოდი შენ, რამეთუ უფალი ღმერთი შენი წინაგიძღვის შენ წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცეცხლმან შემწველმან მოსრნეს იგინი და მან გარემიაქცინეს იგინი პირისაგან შენისა, აღჴოცნეს და წარწყმიდეს იგინი მსთუად, ვითარცა გეტყოდა თქვენ უფალი.

4 ნუ იტყჳ გულსა შენსა, რაჟამს მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან წარმართნი იგი პირისაგან შენსა, ნუ იტყჳ, ვითარმედ: სიმართლისა ჩემისათჳს შემომიყვანა მე უფალმან დამკჳდრებად ქუეყანისა ამის, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნა იგინი უფალმან პირისაგან შენისა

5 და არა თუ სიმართლისა შენისათჳს, არცაღა სიწმიდისა გულისა შენისათჳს შეხუედ შენ დამკჳდრებად ქუეყანისა მის მათისა, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნეს იგინი უფალმან ღმერთმან შენმან პირისაგან შენისა, რათა დაემტკიცოს აღთქუმა იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს,

6 და რათა გულისხმა-ჰყო დღეს, რამეთუ არა სიმართლისა შენისათჳს მოგცემს შენ უფალი ღმერთი შენი დამკჳდრებად ქუეყანასა მაგას კეთილსა, რამეთუ ერი ეგე ქედფიცხელი ხარ.

7 მოიჴსენე და ნუ დაივიწყებ, რავდენ ჟამ განარისხე უფალი ღმერთი შენი უდაბნოსა მას, რომლით დღითგან გამოხუედ შენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა მას, რამეთუ ურჩებით დაუმორჩილებელ ექმნენით უფალსა.

8 და ქორებსა გან-ვე-არისხეთ უფალი. და განრისხნა გულისწყრომით უფალი თქუენ ზედა,

9 რათამცა მოგსრნა თქუენ, რაჟამს აღვიდოდე მთასა მას მოღებად ფიცართა მათ ქვისათა, ფიცართა მათ შჯულისათა, რომელ-იგი მომცნა მე და ვიყავ მე მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, პური არ ვჭამე და არცა წყალი ვსუ.

10 და მომცნა მე ორნი იგი ფიცარნი ქვისანი დაწერილნი ჴელითა ღმრთისათა, რამეთუ მას ზედა დაწერილ იყვნეს ყოველნი იგი მცნებანი, რომელთა გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას ზედა.

11 და იყო ორმეცოსა მას დღესა და ორმეოცსა მას ღამესა, რაჟამს მომცნა მე უფალმან ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, რომელსა ზედა დაწერილ იყო შჯული იგი,

12 სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა: აღდეგ, გარდაგუალე ადრე ამიერ, რამეთუ უსჯულო იქმნა ერი იგი შენი, რომელ გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით და გარდაჴდეს მცნებასა მას, რომელი-იგი ამცნო მათ და იქმნეს თავისა მათისა კერპი გამოქანდაკებული და თაყუანი-სცეს ხატსა.

13 და მრქუა მე უფალმან: გეტყოდე შენ ერთგზის და ორგზის და გარქუ: ვიხილე ერი ესე, ვითარ გულფიცხელ და ქედფიცხელ არს,

14 მომიშუ მე, რათა მოვსრნე იგინი და აღვჰჴოცო სახელი მათი ცასა ქუეშე და გყო შენ ნათესავად დიდად და ძლიერად უფროჲს მაგათსა.

15 და მოვიქეც და გარდამოვედ მიერ მთით და მთაჲ იგი ცეცხლითა აღჭურვილი აღატყდებოდა და ორნივე ფიცარნი იგი მეპყრნეს ორთავე ჴელთა ჩემთა.

16 და ვიხილე, რამეთუ შეცოდებულ იყვენით თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენსა და გექმნა თქუენ კერპი გამოდუღებითი, და გარდასრულ იყვენით თქუენ გზისა მისგან, რომელ გამცნო თქუენ უფალმან.

17 და მოვიხუენ ორნივე იგი ფიცარნი ორთავე ჴელთა ჩემთაგან და დავსთხიენ იგინი წინაშე თქუენსა და დავმუსრენ.

18 და დავვარდი წინაშე უფლისა და ვილოცევდ, ვითარცა-იგი პირველ ორმეოც დღე და ორმეოც ღამე პური არა ვჭამე და არცა წყალი ვსუ ყოველთა მათ ცოდვათა თქუენთათჳს, რომელ-იგი სცოდეთ თქუენ და ბოროტი ჰქმენით წინაშე უფლისა, და განარისხეთ იგი.

19 და შეშინებულ ვიყავ მე გულისწყრომისათჳს რისხვისასა, რამეთუ - განრისხნა უფალი თქუენ ზედა, რათამცა აღგჴოცნა თქუენ ქუეყანით და შეესმა ჩემი უფალსა მას ჟამსა შინა.

20 და აჰრონის ზედაცა განრისხნა უფალი ფრიად, რათამცა მოსპო იგი და აჰრონისთჳსცა ვილოცე მას ჟამსა შინა.

21 და ცოდვაჲ იგი თქუენი, რომელ ჰქმენით, ჴბოჲ იგი მოვიღე იგი და დავწვი ცეცხლითა, დავჭარ და დავმუსრე იგი წულილად და შევქმენ იგი, ვითარცა მტუერი და შთავაბნიე იგი ჴევსა მას, რომელ-იგი გარდამოვიდოდა მიერ მთით.

22 შეწუვითა მით და განცდითა და სამარეთა მათ გულისთქუმისათა განარისხეთ უფალი ღმერთი თქუენი.

23 და რაჟამს წარავლინნა უფალმან კადეს ბარნედ და გრქუა: აღვედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი მიგცე თქუენ. ხოლო თქუენ ურჩ ექმნენით და არა ისმინეთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, არცაღა გრწმენა მისი და არცა ისმინეთ ჴმისა მისისაჲ.

24 არამედ ურჩებით ურჩ ექმნენით უფალსა მიერ დღითგანვე, ვინაჲთგანცა გამოგეცხადა თქუენ.

25 მერმე ვილოცევდ მე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, რავდენცა-იგი ვილოცევდ, რამეთუ თქუა უფალმან მოსრვაჲ თქუენი.

26 და ვილოცევდ უფლისა მიმართ და ვთქუ: უფალო, უფალო საუკუნეო! ნუ მოსრავ ერსა ამას შენსა და სამკჳდრებელსა შენსა, რომელ-ესე იჴსენ ძალითა მაგით შენითა დიდითა, რომელ გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ჴელითა მაგით მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.

27 მოიჴსენე აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, მონანი შენნი და ნუ მიხედავ სიფიცხლესა ამის ერისასა და ნუცაღა უკეთურებასა მათსა.

28 ნუსადა თქუან მკჳდრთა მათ მის ქუეყანისათა: ვინაჲ გამომიყანენ ჩუენ, ვითარმედ ვერვემე შეუძლო უფალმან შეყვანებად ქვეყანასა მას, რომელ აღუთქუა მათ? არამედ სიძულილით გამოიყვანნა იგინი და მოსრნა იგინი უდაბნოსა მას.

29 არამედ ესე ერი შენი არს და სამკჳდრებელი შენი, რომელ გამოიყვანენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა ძალითა დიდითა და მკლავითა მაღლითა.

<< ← Prev Top Next → >>