ბიბლია, მეორე რჯული, თავი 10. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10163&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 მას ჟამსა შინა მრქუა მე უფალმან: გამოთალენ თავისა შენისა ორნი ფიცარნი ქვისანი მსგავსად პირველისა მის და აღმოგუალე ჩემდა მთასა მას და იქმენ შენ თავისა შენისა კიდობანაკი ძელთაგან ულპოლველთა.

2 და დავწერო ფიცართა მათ შჯული იგი პირველი, რომელი-იგი იყო პირველთა მათ ფიცართა, რომელნი-იგი შენ დაჰმუსრენ და შთასხნე ფიცარნი იგი კიდობანსა მას.

3 და შევქმენ მე კიდობანი ერთი ძელთაგან ულპოველთა და გამოვთალენ ორნი ფიცარნი ქვისანი მსგავსად პირველთა მათ და აღვედ მთასა მას და ორნი იგი ფიცარნი ჴელთა შინა ჩემთა.

4 და დაწერა ფიცართა მათ ზედა ათი იგი მცნებაჲ, რომელთა-იგი გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას ზედა შორის ცეცხლსა მას და მომცნა მე იგინი უფალმან.

5 და მოვიქეც და გარდამოვედ მე მიერ მთით და შთავსხენ მე ფიცარნი იგი კიდობანსა, რომელ-იგი შევქმენ, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან.

6 და წარიძრნეს და წარვიდეს ძენი იგი ისრაჱლისანი ბეროთით ძეთა მათგან აკასისთა მოსლვად. და მუნ მოკუდა აჰრონ და დაეფლა და შედგა მღდელობად მის წილ ელიაზარ, ძე მისი.

7 მიერ წარიძრნეს გალგალდ და გალგალით მივიდეს ტეგად, ქუეყანასა მას მდინარეთა წყალთასა.

8 მას ჟამსა შინა გამოარჩია უფალმან ნათესავი იგი ლევისი აღღებად კიდობნისა მის შჯულისა უფლისა შეწირვად მსახურებათა და ლოცვათა სახელისათჳს უფლისა დღენდელად დღედმდე.

9 ამის გამო არა უც ნაწილი და სამკჳდრებელ ლევიტელთა ძმათა შორის თჳსთა, რამეთუ უფალი თავადი ნაწილ და სამკჳდრებელ არს მათა.

10 და მე დავადგერ მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე მას ჟამსა, შეისმინა ჩემი უფალმან და არა ჯერ-იჩინა მოსრვაჲ მათი.

11 სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა: აღჰკიდე, ვიდოდე, წარუძეღუ ერსა მაგას, შევიდენ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათთა მიცემად მათა.

12 აწ, ისრაჱლ, რასა ითხოვს უფალი ღმერთი შენგან, არამედ, რათა გეშინოდის შენ უფლისა ღმრთისა შენისა და ხვიდოდი შენ ყოველთა გზათა მისთა და შეიყუარო იგი და ჰმსახურებდე შენ უფალსა ღმერთსა შენსა ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.

13 და დაიცვნე მცნებანი და სამართალნი უფლისა ღმრთისა შენისანი და მშჯავრნი მისნი, რომელთა-ესე გამცნებ შენ დღესდღე, რათა კეთილი გეყოს შენ.

14 აჰა, ესერა, უფლისა ღმრთისა შენისანი, არიან ცანი და ცანი ცათანი, ქუეყანაჲ და ყოველ, რაჲ არს მას შინა.

15 ხოლო მამანი თქუენნი გამოირჩინა უფალმან, შეიყვარნა იგინი და შემდგომად მათსა გამოგირჩინა თქუენ ნათესავი ეგე მათი ყოველთა უფროჲს წარმართთა ვიდრე დღენდელად დღედმდე.

16 აწ განიშორეთ სიფიცხლე ეგე გულთა თქუენთა და ქედთა თქუენთაჲ და მერმე ნუღარა განფიცხნებით,

17 რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი იგი თავადი არს ღმერთი ღმერთთა და უფალი უფალთა, ღმერთი დიდი და ძლიერი და საშინელი, რომელმან არა თუალ-ახუნის, არა შეიღის ქრთამი,

18 ყვის სასჯელი მწირისა, ობლისა და ქურივისაჲ, შეიყუარის მწირი იგი და სცის მას პური და სასუმელი.

19 აწ შეიყუარეთ თქუენ მწირი იგი და მსხემი, რამეთუ თქუენცა მწირ და მსხემ იყვენით ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

20 უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდე, მას შეეყო და სახელსა მისსა ჰფუცვიდე,

21 რამეთუ იგი არს სიქადულ შენდა და იგი თავადი არს ღმერთი შენი, რომელმან-იგი ყო შენ ზედა სასწაული დიდ-დიდი და საკჳრველებაჲ, რომელ იხილეს თუალთა შენთა,

22 რამეთუ სამეოცდაათ სულ შთავიდეს მამანი იგი თქუენნი ეგჳპტედ, აწ, ეგერა, შეგქმნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა.

<< ← Prev Top Next → >>