ბიბლია, მეორე რჯული, თავი 11. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10164&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 შეიყვარო შენ უფალი ღმერთი შენი და დაიმარხნე მცნებანი მისნი და წამებანი და სამართალნი მისნი და მშჯავრნი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.

2 და გულისხმა-ჰყო დღეს, ვითარმედ არა თუ ყრმანი თქუენნი, რომელთა არარაჲ უწყიან და არცა იხილეს სწავლაჲ იგი უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ და საკჳრველებანი მისნი, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი იგი მაღალი,

3 სასწაულნი მისნი და საქმენი იგი მისნი, რომელ ყო უფალმან ღმერთმან ეგჳპტეს ფარაო მეფისა ზედა და ყოველსა ქუეყანასა მისსა.

4 და რაჲ-იგი უყო ერსა მას მეგჳპტელთასა, ეტლებსა და ჰუნებსა მათსა, ვითარ-იგი დაფარნა წყალმან ერთრისა მის ზღჳსამან წინაშე მდევართა თქუენთა, რამეთუ წარწყმიდნა იგინი უფალმან მოდღენდელად დღედმდე.

5 და რავდენ-რაჲ იყო თქუენთჳს უდაბნოსა მას ვიდრე მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა ამას.

6 და რავდენ-რაჲ უყო დათანს და აბირონს, ძეთა მათ ელიაბისთა, ძისა რუბენისთა, ვითარ-იგი აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და დანთქნა იგინი და ყოველი სიმდიდრე ნაყოფისა მათისა და ყოველნი სახლნი მათნი და საყოფელნი მათნი შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა.

7 რამეთუ თუალთა თქუენთა იხილნეს ყოველნი საქმენი უფლისანი და საკვირველებანი მისნი, რომელ ყვნა თქუენ შორის მოდღენდელად დღედმდე.

8 ეკრძალენით დამარხვად ყოველთა მცნებათა მისთა, რომელ-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, რათა სცხონდეთ და გამრავლდეთ და შეხვიდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს-ეგე წიაღხუალთ იორდანესა დამკვიდრებად მუნ,

9 რათა დღეგრძელ იყვნეთ ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა მიცემად მათა და ნათესავისა მათისა შემდგომად მათსა ქუეყანასა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი.

10 რამეთუ ქუეყანაჲ იგი, რომელსა თქუენ შეხუალთ დამკჳდრებად, არა ეგრე არს, ვითარ-იგი ქუეყანაჲ ეგჳპტელთაჲ, სადაჲთ-იგი თქუენ გამიხუედით, რამეთუ რაჟამს დასთესიან თესლი და მორწყიან, ფერჴითა მათითა განქმნიან, ვითარ ყუერბი მტილისაჲ.

11 ხოლო ქუეყანა იგი, რომელსა თქუენ შეხუალთ დამკვიდრებად ქუეყანაჲ - მთაჲ და ბარი, ცუარისაგან ზეცისაჲსა ირწყვის იგი.

12 რომელსა-იგი უფალი ღმერთი თვით ღუწილ და თუალნი უფლისა ღმრთისანი მარადის მას ზედა არიან დასაბამითგან წელიწადისაჲთ და მიაღსასრულადმდე წელიწადისა.

13 უკეთუ სმენით ისმინეთ ყოველნი ესე მცნებანი ჩემნი, რომელთა-ესე დღეს გამცნებ თქვენ და შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი და ჰმსახურებდით მათ ყოვლითავე გულითა თქუენითა და ყოვლითა ძალითა თქუენითა,

14 მოგცეს უფალმან წვიმაჲ ქუეყანასა თქუენსა ჟამსა შინა მისსა, მსთუაჲ და მცხეუედი. და შეიკრიბო შენ იფქლი შენი და ღვინოჲ შენი და ზეთი შენი.

15 და მოგცეს შენ თივაჲ ველთაგან შენთა საზრდელად საცხოვართა შენთა, შჭამდეღა და განსძღებოდი.

16 იგულე თავი შენი, ნუუკუე განსუქნე და განვრცნე და შესცთეს გული შენი და ჰმსახურებდეთ და თაყუანი-სცემდეთ ღმერთთა უცხოთა.

17 და განრისხნეს უფალი გულისწყრომით თქუენ ზედა. და დაეყენნეს ცანი და არა გამოსცეს წვიმაჲ და ქუეყანამან არა გამოსცეს ნაყოფი თჳსი და წარწყმდეთ მსთუად ქუეყანისა მისგან კეთილთაჲსა, რომელ-იგი უფალმან მოგცეს თქუენ.

18 დაისხენით მცნებანი ესე ჩემნი გულთა თქუენთა და შევიბნეთ იგი სასწაულად ჴელთა თქუნთა და იყვნენ იგინი შეურყეველად წინაშე თუალთა თქუენთა.

19 და ასწავლნეთ ესე შვილთა მათ თქუენთა და იტყოდი ამას ჯდომასა სახლსა შენსა, და სლვასა გზასა შენსა, და დაწოლას სარეცელსა შენსა და აღდგომასა შენსა.

20 და დასწერნე ესენი ზღურბლთა სახლსა შენისათა და ბჭეთა თქუენთა ზედა.

21 რათა განმრავლდენ დღენი თქუენნი და დღენი ნაშობთა მათ თქუენთანი ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა მიცემად მათა, ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა.

22 და იყოს, უკეთუ სმენით ისმინნეთ მცნებანი ესე ჩემნი, რომელთა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს და ჰყოთ ესე და შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი და ხვიდოდით ყოველთა გზათა მისთა და შეეყვნეთ მას,

23 განასხნეს უფალმან ყოველნი წარმართნი პირისაგან თქუენისა და დაიმკჳდრნე შენ ნათესავნი დიდნი და უძლიერესნი შენსა.

24 ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა დასდგათ კუალი ფერჴთა თქუენთაჲ, თქუენი იყოს უდაბნოჲთგან დიდით ვიდრე ლიბანედმდე, და მდინარით დიდით ევფრატით და ვიდრე ზღუად დიდადმდე დასავალით კერძო იყავნ საზღვარი თქუენი.

25 არა ვინ გიჴდებოდის თქვენ და არცაღა მო-ვინ-გექცეს პირსა თქუენსა, რამეთუ შიში და ზარი თქუენი მიჰფინოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველსა მას ქუეყანასა, რომელსაცა მიხვიდოდით თქუენ, ვითარცა გეტყოდა თქუენ უფალი.

26 აჰა, ესერა, მიგცემ თქუენ დღეს წყევასა და კურთხევასა.

27 ამისთჳს თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ დღესდღე

28 დაწყევასა, არა თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რომელსა-ესე დღეს გამცნებ თქუენ და შესცთეთ გზისა მისგან, რომელი გამცენ თქუენ და შეხვიდეთ და ჰმსახურებდეთ თქუენ ღმერთთა უცხოთა, რომელ არა იცოდეთ.

29 და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალ დამკვიდრებად მუნ და მისცე კურთხევაჲ იგი მთასა მას ზედა გარიზინსა და წყევაჲ იგი მთასა მას ზედა გებალსა.

30 ესე ორნივე წიაღ იორდანესა გზასა მას მზისდასავალით კერძოსა, ქუეყანასა მას ქანანელთასა, რომელი დამკვიდრებულ არს მზიაღასავალით კერძოთა გალგალასა, მახლობელად მუხასა მას მაღალსა.

31 აწ თქუენ, ეგერა, წიაღხუალთ იორდანესა შესლვად და დამკვიდრებად ქუეყანისა მის, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ და დაიმკვიდროთ იგი, და დაეშენეთ მუნ.

32 და დაიმარხნეთ და ჰყოთ ყოველი ესე მცნებაჲ და სამართალი, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ დღეს.

<< ← Prev Top Next → >>