ბიბლია, მეორე რჯული, თავი 12. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10165&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 და ესე არიან ბრძანებანი და მსჯავრნი, რომელ დაიმკვიდრნეთ და ჰყოთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან მოგცეს შენ სამკვიდრებელად ყოველთა დღეთა, რავდენცა სცხონდეთ ქუეყანასა ზედა.

2 მოსპოლვით მოსპნე ყოველნი იგი ადგილნი სამსახურებელნი წარმართთანი, რომელსა ემსახუროს სამსახურებელი იგი ბილწებისაჲ ზედა მთათა მაღალთა და ბორცუთა და ხეთა ქუეშე

3 ვარჯოვანთა ბაგინები მათი დაამჴჳთ და ძეგლები მათი დამუსრეთ, სერტყები მათი დაკაფეთ, კერპები მათი დაწვით ცეცხლითა და საჴსენებელი მათი წარწყმიდეთ ქუეყანისა მისგან.

4 ხოლო არა ეგრე უყოთ უფალსა ღმერთსა თქუენსა.

5 არამედ ადგილსა ერთსა, რომელსა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ადგილი ერთი ნათესავთაგან თქუენთა სახელის-დებად სახელი მისი მუნ: ადგილი იგი გამოირჩიეთ და შევედით მუნ.

6 და შეწირეთ მსხუერპლები იგი თქუენი მუნ და საკუმეველები, და პირველისა ნაყოფისა თქუენისაჲ და აღნათქუემი თქვენი ძღუენი ნეფსითი გონებათა თქუენთაჲ და პირმშოები ზროხათა თქვენთაჲ.

7 ჭამდით და იხარებდით წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და მხიარულ იყვნეთ ყოველთა ზედა, რომელსა ზედა შეხებულ იყვნენ ჴელნი თქუენნი, თქუენ და ყოველნი სახლეულნი თქუენნი, რამეთუ გაკურთხნა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.

8 არა ჰყო ეგრე, ვითარ-ეგე ჰყოფთ აქა დღეს კაცად-კაცადი ეგე ნებასა თავისა თჳსისასა, რამეთუ არღა მიწევნულ ხართ თქუენ აქამდის განსასუენებელსა მას და სამკვიდრებელსა თქვენსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ.

9

10 რამეთუ წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა და დაეშენნეთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან დაგიმკვიდროს თქვენ და განგისუენოს თქუენ ყოველთაგან მტერთა თქუენთა, რომელნი იყვნეს გარემოჲს თქუენსა და დაეშენნეთ ყუდროებით.

11 და იყოს ადგილი იგი, რომელ გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან თავისა თვისისა სახელ-დებად სახელი მისი მას ზედა, მუნ შესწირით ყოველი შესაწირავი, რომელსა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, მსხუერპლები იგი თქვენი და ძღუენი თქუენი და ათეული თქუენი და პირველი იგი ჴელთა თქუენთა და რჩეულ-რჩეული ძღუენი აღნათქუემთა თქუენთაჲ, რომელ აღუთქუათ უფალსა ღმერთსა თქუენსა.

12 და იხარებდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და თქუენ, და ძენი თქუენნი, და ასულნი თქუენნი, მონანი და მჴევალნი თქუენნი და ლევიტელნი იგი, რომელ არს ზედამდგომელ თქუენდა, რამეთუ არა უც მას ნაწილ და სამკვიდრებელ თქუენ შორის.

13 იგულე თავი შენი, ნუუკუე შე-სადამე-სწირვიდე შესაწირავთა შენთა ყოველსავე ადგილსა, რომელ იხილო, არამედ მას ადგილსა,

14 ხოლო რომელ გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან ადგილსა ქალაქთა შენთასა, მუნ შესწირო მსხუერპლი შენი და მუნ ჰყო ყოველი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ.

15 და ყოვლითა გულისთქუმითა შენითა შესწირო მსხუერპლი იგი შენი და შჭამო ჴორცი იგი მისი კურთხევითა მით უფლისა ღმრთისა შენისაჲთა, რომელ-იგი მოგცა შენ ყოველთა მათ ქალაქთა შენთა ბილწი იგი და წმიდაჲ, ერთბამად შჭამდეთ, ვითარცა ქურციკსა და ირემსა.

16 ხოლო სისხლსა მისსა ნუ შჭამთ, არამედ ქუეყანასა დასთხიეთ იგი, ვითარცა წყალი.

17 ვერ შეშჭამო შენ ქალაქთა შინა შენთა ათეული იგი იფქლისა შენისაჲ და ღვინისა და ზეთისა შენისაჲ და პირმშოები ზროხათა შენთაჲ და ცხოვართა შენთაჲ და აღთქუმული იგი აღნათქუემთა შენთაჲ, და შესაწირავი იგი აღსაარებათა თქუენთაჲ და პირველი იგი ნაყოფთაჲ ქმნული ჴელთა თქუენთაჲ,

18 არამედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა შეშჭამო იგი ადგილსა მას, რომელსაცა-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან, შენ, და ძემან შენმან, და ასულმან შენმან, და მონამან და მჴევალმან და ლევიტელი იგი, რომელ დამკვიდრებულ იყოს ქალაქთა შენთა, შჭამდე და იხარებდე წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ყოველსა მას ზედა, რომელსაცა შეგეხოს ჴელი შენი.

19 ეკრძალე, ნუუკუე და-სადამე-უტეო ლევიტელი იგი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, რავდენცა სცხონდე ქუეყანასა ზედა.

20 უკეთუ განგიფართნეს შენ უფალმან ღმერთმან საზღვარნი შენნი, ვითარცა გეტყოდა შენ, უკეთუ გულმან გითქუას ჭამად ჴორცისა გულისთქუმისათჳს გულისა შენისასა, ჭამე შენ ჴორცი იგი.

21 უკეთუ განშორებულადრე იყოს შენგან ადგილი იგი, რომელ გამოირჩია უფალმან ღმერთმან წოდებად სახელი მისი მას ზედა და შესწირო შენ ზუარაკთაგანი შენთაჲ, ანუ ცხოვართაჲ, რომელი მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა გიბრძანა შენ და შეშჭამო იგი ქალაქთა შინა შენთა ყოვლითა მით გულისთქუმითა გულისა შენისაჲთა.

22 ვითარცა შეიჭამოს ქურციკი და ირემი, ეგრე შეშჭამო იგი, რომელ-იგი არაწმიდაჲ არს შენ თანა და წმიდაჲ იგი ერთბამად შეჭამეთ იგი.

23 ეკრძალე მტკიცედ არაჭამად სისხლისა, რამეთუ სისხლი საცხოვრისაჲ სამშვინველ მისა არს; არა შეშჭამო შენ სამშვინველი იგი ჴორცსა მას თანა,

24 არამედ ქუეყანასა დასთხიო იგი ვითარცა წყალი.

25 არა შჭამო იგი, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა, რაჟამს ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

26 ხოლო შესაწირავი იგი სიწმიდისა შენისაჲ და აღნათქუემი იგი შენი მოიღო ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან და შესწირო იგი მუნ.

27 მსხუერპლი შენი ჴორცი იგი შესწირო საკურთხეველსა მას ზედა უფლისა ღმრთისა შენისასა, რამეთუ სისხლი იგი დააპკურო აღსავალთა მათ საკურთხეველისა ამის უფლისა ღმრთისათა და ჴორცი იგი შესჭამო.

28 დაიცევ და ისმინენ ესე სიტყუანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა, უკუე ჰყო თუ სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

29 უკუეთუ მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავნი იგი, რომელსა-იგი მიხუალთ დამკვიდრებად ქუეყანისა მათისა წინაშე პირსა შენსა, დაიმკვიდრნე იგი და დაეშენო ქუეყანასა მათსა.

30 იგულე თავი შენი, ნუკუე გამოიძიებდე მიდევნებად მათა შემდგომად მოსრვისა მის მათისა პირისაგან შენსა, ნუუკუე ეძიებდე კერპთა მათთა და სთქუა, ვითარცა-იგი მათ ნათესავთა ყვიან კერპთა მიმართ მათთა, ეგრეცა მე ვყო.

31 ხოლო შენ არა ეგრე ჰყო უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა ყოველივე საძაგელებაჲ, რომელი წინავე სძულდა უფალსა, ყვეს კერპთა მიმართ მათთა, რამეთუ ძეთასა მათთა და ასულთა მათთა დასწვიდეს წინაშე კერპთა მათთა.

32 ყოველივე სიტყუაჲ, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, დაიმარხო იგი და ჰყო, არა დააკლო, არცაღა შეჰმატო მათ.

<< ← Prev Top Next → >>